ცნობილია იმ ადგილების სია, სადაც თბილისობაზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება
ფოტო: თორნიკე მანდარია/On.ge
ცნობილია იმ ადგილების სია, სადაც 6-7 ოქტომბერს, თბილისობის დღესასწაულზე გარევაჭრობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა.
ეს ადგილებია:
- ჩუღურეთის რაიონი, ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის მიმდებარე ტერიტორია;
- სამგორის რაიონი, ვიქტორ კუპრავას #10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია;
- გლდანი, ხიზანიშვილის ქუჩა, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული ტერიტორია;
- დიდუბე, სტანისლავსკის ქუჩა, დიდუბე პლაზას მიმდებარე ტერიტორია;
- დიღმის მასივი, პაიჭაძის ქუჩა #1, სკვერის მიმდებარე ტერიტორია;
- საბურთალო, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია;
- ვაკე, გეგეშიძის ბაღი.
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ ადგილებზე ნებისმიერ ადამიანს შეეძლება საკუთარი პროდუქციის განთავსება და გაყიდვა.
თბილისობა 2018-ის ორგანიზებისთვის თბილისის მერია 905 421 ლარის დახარჯვას გეგმავს. მუნიციპალიტეტი მომსახურებას ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძენს.
დაგეგმილი ღონისძიებები
6 ოქტომბერი
მერიის ინფორმაციით, თბილისობის პირველ დღეს, 6 ოქტომბერს ახალი ქართული მიუზიკლი — "თბილისური ვოდევილი" გაიმართება. მიუზიკლში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები, მსახიობები და მოცეკვავეები მიიღებენ. მიუზიკლი ევროპის მოედანზე, თემატურად დეკორირებულ სცენაზე ჩატარდება.
ამავე დღეს რიყის პარკი ყვავილების ფესტივალს — "შემოდგომის დღესასწაული" უმასპინძლებს, რომელიც ყვავილებით და შემოდგომის ნობათით გაფორმდება.
7 ოქტომბერი
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ დღეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ორკესტრი ნიკოლოზ მემანიშვილის დირიჟორობით, სოლო შემსრულებლები, მუსიკალური ანსამბლები და გუნდი მიიღებს, რეჟისორი დავით დოიაშვილი იქნება.
კონცერტის ფეიერვერკით დასრულება იგეგმება.
-
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე — საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
-
საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა საუბრისას "მმ" და პაუზები, შესაძლოა, დემენციის ადრეული ნიშანი იყოს — კვლევა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ ყველაფერი, რაც დენგეს ცხელებაზე უნდა იცოდეთ
გადახედვა
-
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი" მეცნიერებმა დაადგინეს, როგორ წარმოიშვა მდინარე ევფრატი — "ცივილიზაციის აკვანი"
გადახედვა
-
ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი ნომერ 7 მაისურზე, ნომერი 1 — მსოფლიოში კვარაცხელიას ეპოქალური სეზონის ამბავი
-
სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა სენაკში სანადირო თოფით კაცმა ქალი მოკლა
გადახედვა
-
სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული სემ ლევინსონის თქმით, ზენდეიას პერსონაჟისთვის სხვაგვარი ფინალი ჰქონდა ჩაფიქრებული
გადახედვა
-
"იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს "იმის ღირსი მაინც ვართ, აგვიხსნან — რატომ იყო ჩვენი გადაცემები ასე "გადასაგდები" — აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
გადახედვა
-
რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა რუსეთმა სომხეთიდან ხილის იმპორტი შეზღუდა
გადახედვა
-
ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს ეველინ ჰიუგოს შვიდი ქმარი — წიგნის ეკრანიზაციას ნეტფლიქსისთვის ანა კენდრიკი გადაიღებს
გადახედვა
-
POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო POG: აშშ-ის ვიზების თაღლითური სქემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს, 6-ის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო
გადახედვა
-
ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს ქვასა და ნაცარში შემონახული კულტურა — სამცხე-ჯავახეთში ძველი დასახლებების კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები TBC x Miro — თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები
-
23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში 23%-ით გაზრდილი დაფარვა დასავლეთში და 50%-მდე მეტი სიჩქარე თბილისში
-
რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს რუსთავში მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის ნომინანტები ცნობილია კინოდაჯილდოება ელისო 2026-ის ნომინანტები ცნობილია
-
"შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა "შენ გიჟი ხარ" — ტრამპი ნეთანიაჰუს ლიბანის საკითხზე სატელეფონო საუბრისას დაუპირისპირდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ სალომე ზურაბიშვილი: ახლა იმ წერტილს მივაღწიეთ, როდესაც ან საკუთარი თავი უნდა გადავარჩინოთ ან დიქტატურას დავემორჩილოთ
გადახედვა
-
შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს შსს: ფონიჭალაში 3 პირის დაჭრის საქმეზე 3 პირი დააკავეს
გადახედვა
-
კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ — KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
კომენტარები