ევროპასთან ურთიერთობაში ამერიკა საქართველოს მეტად უნდა დაეხმაროს — დერეკ შოლე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ალ-ჯაზირა
ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი მაღალჩინოსანი დერეკ შოლე აცხადებს, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მაშინ გაუმჯობესდა, როცა რუსეთის ფედერაციას პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მართავდა. შოლე ობამას ადმინისტრაციის "გადატვირთვის" პოლიტიკას და მის შედეგებს აფასებს. ის, ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონმა რუსეთს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლება არ უნდა მისცეს და საქართველოს გერმანიასთან და საფრანგეთთან დაახლოებაში დაეხმაროს. ობამას ადმინისტრაციის დროს, დერეკ შოლე თავდაცვის მდივნის მეორე მოადგილე იყო. დღეს ის გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევარია. შოლეს ამერიკის ხმის ჟურნალისტი, ია მეურმიშვილი ესაუბრა.
ბატონო დერეკ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში უკვე დიდი ხანია ხართ ჩართული და, ასევე, დიდი ხანია მას სწავლობთ. როგორ შეაფასებდით ამ ურთიერთობას დღეს?
უდავოა ის, რომ ურთიერთობა ცივი ომის შემდეგ ასეთი ცუდი არასდროს ყოფილა. რუსეთი ამერიკის დემოკრატიასა და ევროპელი მოკავშირეების დემოკრატიას დაესხა თავს. ძალიან ცოტაა ისეთი საკითხი, რომელზეც ამერიკასა და რუსეთს შეთანხმება შეუძლია. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დამაბნეველ პერიოდში ვართ, რადგან უმაღლეს დონეზე - პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ პუტინს შორის - განსხვავებული ატმოსფეროა, რაც ცოტა ხნის წინ, ჰელსინკის სამიტზე გამოჩნდა. შეერთებულ შტატებს კარგი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ რუსეთს სერიოზული სანქციები დაუწესოს. ასე რომ, ურთიერთობა საკმაოდ რთულია.
როცა მედვედევმა საპრეზიდენტო ვადა დაამთავრა და პრეზიდენტად პუტინი დაბრუნდა ურთიერთობის გაფუჭება მაშინ დაიწყო.
როდის ამოვარდა ურთიერთობა რელსებიდან? თითოეული პრეზიდენტი დასაწყისშივე ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას. თქვენ ობამას ადმინისტრაციის დროს ამ პროცესში იყავით ჩართული. რა მოხდა?
ვფიქრობ, ბოლო პერიოდში, ურთიერთობის გაუარესება 2012-2013 დაიწყო, როცა ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა. რომ გადავხედოთ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ცივი ომის შედეგ, თანამშრომლობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს 2009-2013 წლებში, "გადატვირთვის" პოლიტიკის დროს იყო. მაშინ პრეზიდენტ ობამას და პრეზიდენტ მედვედევს გარკვეული მიღწევები ჰქონდათ. ასევე, ჰქონდათ მნიშვნელოვანი უთანხმოებებიც, მაგრამ, მაგალითად, ავღანეთთან, ირანთან თუ ბირთვული არსენალის შემცირებასთან დაკავშირებით, მათ საერთო ენის გამონახვა მოახერხეს.
როცა მედვედევმა საპრეზიდენტო ვადა დაამთავრა და პრეზიდენტად პუტინი დაბრუნდა, ურთიერთობის გაფუჭება მაშინ დაიწყო. მას შემდეგ კი ყველაფერი მხოლოდ გაუარესდა - 2014 წელს მოხდა ყირიმის უკანონო ანექსია და 2015 წელს რუსეთმა სირიაში ჩართულობა გაზარდა. მას შემდეგ ურთიერთობა სტაბილურად გაუარესდა და დაძაბულობამაც მოიმატა.
მაგრამ პუტინი ხომ სინამდვილეში არსად წასულა...
ეს ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამოუცნობი პერიოდია. ერთი, რაც ობამას ადმინისტრაციამ ვერ გათვალა, ის იყო, რომ არასწორად დაასკვნა, რომ პუტინი მედვედევის ძალისხმევას მხარს უჭერდა. ეს მხარდაჭერა სინამდვილეში იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე გვეგონა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, არსებობდა მოლოდინი, რომელიც აბსოლუტურად მცდარი გამოდგა. იყო მოლოდინი, რომ როცა პუტინი დაბრუნდებოდა პრეზიდენტად, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში გარკვეული განგრძობითობა იქნებოდა, რადგან ვასკვნიდით, რომ პუტინი სინამდვილეში არსად წასულა. შეკითხვა კვლავ რჩება - როგორ აიხსნება ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა მედვედევის პერიოდში, როცა დაძაბულობა გაცილებით დაბალი იყო.
საქართველოს გადმოსახედიდან ეს სხვანაირად გამოიყურება. საქართველოს გადმოსახედიდან შეერთებულმა შტატებმა რეაგირება არ გააკეთა რუსეთის საქართველოში შეჭრაზე, სამხედრო აგრესიის შემდეგ, რუსეთს არ მიჰყვა ბოლომდე და არ გააგრძელა წინა ადმინისტრაციის პოლიტიკა. ობამას ადმინისტრაციამ არა მხოლოდ რუსეთის საქართველოში შეჭრაზე არ გააკეთა რეაგირება, არამედ უპასუხოდ დატოვა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
შეერთებული შტატების რეაქცია 2008 წლის აგვისტოს ომზე ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, თუ რა მოხდა 2014 წელს უკრაინის შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელზეც დებატები დღესაც გრძელდება. თუმცა ევროპის ბევრ ქვეყანაში ამბობენ, რომ რუსეთი არ შეცვლილა და რომ ის, რასაც დღეს ვხედავთ, 2008 წლის გაგრძელებაა და "გადატვირთვა" ნორმიდან გადახვევა იყო. სამწუხაროდ, დღეს შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს - პრეზიდენტის გამოკლებით - არსებობს კონსენსუსი რუსეთის ზრახვებზე და რუსეთის მიერ ჩვენთვის პოტენციური ზიანის მიყენებაზე. ჯერ ისევ მიმდინარეობს დებატები იმაზე, თუ რა რეაგირება უნდა გააკეთოს ამერიკამ, მაგრამ არ მგონია არსებობდეს ეჭვი იმაზე, თუ რას წარმოადგენს რუსეთი.
როგორც თქვენ აღნიშნეთ, პრეზიდენტი ტრამპი ერთგვარი გამონაკლისია. ეს რომ გვერდზე გადავდოთ, თქვენი აზრით, რის გაკეთება შეიძლება ურთიერთობის გასაუმჯობესებლად? ურთიერთობაში ასეთი დაძაბულობა საშიშია არა მხოლოდ ორი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
ყოველთვის მნიშვნელოვანია დიპლომატებმა და ლიდერებმა პოტენციურად დადებითი შესაძლებლობები ეძებონ. არსებულ კონტექსტში ეს ძალიან რთულია. სამომავლოდ საუკეთესო გზა, ჩემი აზრით, დადებითი ჩართულობის ძებნაა იქ, სადაც თანამშრომლობა პროდუქტიული იქნება. თუმცა, ვფიქრობ, ფხიზელი თვალით უნდა შევაფასოთ შესაძლებლობების პოტენციალი. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ წინააღმდეგობის გასაწევად იქ, სადაც ჩვენი ინტერესები საფრთხის წინაშეა. ეს განსაკუთრებით იმ უხეშ და საშიშ ნაბიჯებს ეხება, რომლებიც რუსეთმა გადადგა ამერიკის დემოკრატიული ფუნდამენტების შესარყევად.
საქართველოს, დამოუკიდებლობის აღდგენიდანვე შეერთებულ შტატებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ტრამპის ადმინისტრაციამ ისიც კი გააკეთა, რაც მანამდე არ მომხდარა - საქართველოს თავდაცვითი იარაღი მიჰყიდა. თუმცა, იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოს ურთიერთობაზე ევროპასთან. თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ზოგიერთ ისეთ წამყვან ევროპულ სახელმწიფოებთან, როგორიცაა, მაგალითად, საფრანგეთი და გერმანია?
ამერიკის და ნატოს გადმოსახედიდან, საქართველო არაჩვეულებრივი პარტნიორია. ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც ალიანსის მისიების მხარდასაჭერად, მაგალითად, ავღანეთში და მანამდე ერაყში, იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ნატოს ბევრი წევრი. ამერიკისთვის ეს შეუმჩნეველი არ რჩება. ანუ საქართველო ძალიან კარგად წარმოაჩენს იმას, თუ ნატოს როგორი წევრი შეუძლია იყოს. ვფიქრობ, აქ შეერთებულმა შტატებმა ლიდერის როლი უნდა ითამაშოს. სამწუხაროდ, არ მგონია ამერიკა დღეს ლიდერის პოზიციაში იყოს, რომელიც საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებული ნაპრალის გასამართლებლადაა საჭირო. ეს კი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოს ნატოში მომავალზე შეთანხმება უნდა შედგეს, ამერიკა კი ამ ძალისხმევის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება.
ამბობთ, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ამერიკა უნდა ჩაუდგეს სათავეში? რის გაკეთება შეუძლია ამერიკას?
ამერიკას შეუძლია უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ურთიერთობაში ზოგიერთ მნიშვნელოვან ევროპულ ქვეყანასთან, მაგალითად გერმანიასთან. ამ მიზნის მისაღწევად, მეტი დიპლომატიური ენერგიაა საჭირო. იმედი მაქვს, რომ ადმინისტრაცია ისარგებლებს ამ შესაძლებლობით, იქნება ეს რუსეთისთვის სიგნალის გაგზავნა, რომ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიისა და საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე მუდმივი თავდასხმების მიუხედავად, რუსეთს საქართველოს ბედის გადაწყვეტაზე ვეტოს უფლება არ აქვს. ვფიქრობ, ამის გაკეთება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობისთვის, არამედ ევროპული პროექტის მომავლისთვისაც. ვფიქრობ, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკას გამარჯვებები დასჭირდება და ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი გამარჯვება შეიძლება იყოს.
ამ კონტექსტში, როცა ამერიკის ლიდერობა შესუსტებულია, როგორ ხედავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივას?
ვფიქრობ, ახლო მომავალში ეს რთული იქნება. ნატოში ეგზისტენციალური კრიზისია, რასაც ვწუხვარ ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დასმული შეკითხვები იწვევს ამერიკის ალიანსში სამომავლო ჩართულობასა და, ზოგადად, ნატოს მომავალზე. ვფიქრობ, ნატომ არაერთხელ დაამტკიცა ის, რომ ამერიკისთვის უმნიშვნელოვანესი და უნიკალური აქტივია. სამწუხაროდ, სანამ ამ კითხვებს პასუხი არ გაეცემა, ალიანსისთვის რთული იქნება საქართველოსკენ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა ბოლო დროს მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება და ახლა მაკედონიაზე საუბარი იმის ნიშანია, რომ ალიანსის კარი ღია რჩება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წევრობისთვის მზად არიან და ამის სურვილი აქვთ. იმედი მაქვს, რომ ბუქარესტის სამიტის განცხადება საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით, შესრულდება.
არის რამე ისეთი, რასაც საქართველო უფრო აქტიურად უნდა აკეთებდეს, რაც გაწევრიანებას დააჩქარებდა?
თავდაცვის დანახარჯებისა და ნატოს მისიებში მონაწილეობის თვალსაზრისით, რთულია რაიმე გამოვკვეთოთ. ვფიქრობ, საქართველომ უნდა გააგრძელოს იმ საქმის კეთება, რასაც აკეთებს. მახსოვს, ობამას ადმინისტრაციის დროს, ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალებზე საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იყო წარმოდგენილი, რადგან ავღანეთის მისიაში ის ერთ-ერთი უმსხვილესი მონაწილე იყო. საქართველო ყოველთვის მზად იყო ნატოს მისიებისთვის ასობით ჯარისკაცი გამოეყო და ამას ერთ-ერთი პირველი აკეთებდა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ნატოს წევრები. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ის არის, რომ საქართველომ გააგრძელოს კარგი პარტნიორობა ნატოსთან. სხვა წინადადება არ მაქვს.
ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოში ერთგვარი დაღლილობა შეინიშნება. საზოგადოების ერთი ნაწილი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო და ამას უკვე დიდი ხანია აკეთებს. თუმცა, "კარი ისევ ღიაა", მაგრამ საქართველოს კარში შესვლას არავინ სთხოვს. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ამ შეხედულებების დაბალანსება? დეზინფორმაციის ამ ხანაში, ეს შესაძლებელია?
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, მნიშნველოვანია ამერიკამ და ნატოელმა პარტნიორებმა გააგრძელონ იმის გამეორება, რომ კარი ღიაა და გვინდა, რომ სხვა ქვეყნებიც შემოვიდნენ ამ კარში. გარემოებები სწორად უნდა დალაგდეს. საქართველოსა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას შორის საქართველოს ნატოში მომავალზე შეთანხმება უნდა შედგეს, ამერიკა კი ამ ძალისხმევის მხარდამჭერი ყოველთვის იქნება.
-
შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია შექმნეს ოსტეოართრიტის წამალი, რომელმაც ცხოველებში დაავადება უმარტივესად შეაქცია
გადახედვა
-
ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს ბნელი ენერგიის შემსწავლელი ინსტრუმენტის მეშვეობით კოსმოსის უდიდესი 3D რუკა შექმნეს
გადახედვა
-
ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ ვინ იქნებოდნენ ქართველი მოჩვენებები, Ghosts რომ ჩვენთანაც გადაეღოთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში — როგორ ქმნის საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობებს
-
ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია ირაკლი კობახიძე: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა გამოკვეთილი პრობლემაა, თურქეთი და მისი ლიდერი გამონაკლისია
გადახედვა
-
საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება საია 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 2008 წლის ომის დროს დაზარალებული დავით გიუნაშვილისა და 12 ბრალდებულის პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება
გადახედვა
-
რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის, UN Women-ისა და Mastercard-ის AI სტიპენდიის პროგრამა გოგოებისთვის
-
სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე სექსსიმბოლო თუ დაფასებული მსახიობი? — რას ფიქრობს პედრო ალმოდოვარი ჯეიკობ ელორდიზე
გადახედვა
-
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, სკოლის ფორმების ღირებულება 100 ლარამდე იქნება
გადახედვა
-
აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ აბასთუმნის ობსერვატორიის მეცნიერებს NASA-ს ჯილდო გადაეცათ
გადახედვა
-
7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა 7 მუსიკოსი, რომელიც ფანტასტიკურად ხატავდა
გადახედვა
-
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის — დაესწარით სპექტაკლ შერეკილების პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
-
Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია Aqualia 2026 წლის წყალმომარაგების საუკეთესო კომპანიების ხუთეულშია
-
სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება სეს: ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრები აშენდება
გადახედვა
-
სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა სუს: მამუკა მდინარაძე ჩეხეთში იმყოფებოდა
გადახედვა
-
ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები ალდაგი TEDxTbilisi-ის მხარდამჭერია I წლევანდელი თემაა: პატარა ნაბიჯები
-
სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა სააპელაციო სასამართლომ 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის შალვა პაპუაშვილი: ჩემი მონაწილეობა მაქვს მიღებული იმაში, რომ გერმანიის სახელი ქართველების თვალში ყოფილიყო მეგობრის და გვერდში მდგომის
გადახედვა
-
როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში როცა ნარატივი ემთხვევა — მსგავსება მარია ზახაროვასა და "ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებში
გადახედვა
-
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში — ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
-
Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში Avengers: Doomsday-ს პირველი სრული ტრეილერი CinemaCon-ზე აჩვენეს — რა ხდება კადრებში
გადახედვა

კომენტარები