თანასწორობის მოძრაობა: შსს უსაფრთხოების ეგიდით, ნეოფაშიტურ მოძრაობას ახალისებს
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
თანასწორობის მოძრაობა საქართველო-ლატვიას თამაშის დროს ლგბტ აქტივისტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა.
თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლების განცხადებით, თამაშზე მოსულ აქტივისტებს ლგბტ სიმბოლიკა ძალის გამოყენებით ჩამოართვეს და მათი სტადიონზე შეტანის საშუალება არ მისცეს.
მათივე განმარტებით, სტადიონზე აქტივისტებს მხოლოდ იმ ბანერების შეტანის საშუალება მისცეს, რომლებზეც გურამ კაშიას ლგბტ სამკლაური არ ეკეთა.
"ლგბტ აქტივისტები მოქმედებდნენ დინამოს სტადიონის წესების მიხედვით, რომელიც არ კრძალავს აღნიშნული მასალის სტადიონის ტერიტორიაზე შეტანას. სამართალდამცავების მხრიდან ცენზურის მიუხედავად, სტადიონზე რამდენიმე აქტივისტმა მაინც შეძლო გარკვეული ატრიბუტიკის მალულად შეტანა. თუმცა, ლგბტ დროშის გაშლისას, აქტივისტებს აღნიშნული დროშა პოლიციამ წაართვა",- განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.
თანასწორობის მოძრაობის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ლგბტ ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აქტივისტების თქმით, კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზება საქართველოში ერთადერთი ჯგუფისთვის - ლგბტ ადამიანებისთვის - კვლავაც შეუძლებელია.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ლგბტ სიმბოლიკას სახელმწიფო პროვოკაციად აღიქვამს და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ძალადობრივად განწყობილი მოქალაქეების
"სახელმწიფომ კიდევ ერთხელ დასვა ტოლობის ნიშანი ჩაგრული ჯგუფსა და მოძალადე ფაშისტური დაჯგუფებებს შორის და მუქარას დაემორჩილა ლგბტ აქტივისტების გაჩუმების გზით", - განაცხადეს ორგანიზაციაში.
თანასწორობის მოძრაობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით ახალისებს ნეოფაშისტური დაჯგუფებების ძალადობრივ საქმიანობას საქართველოში.
"ჩვენი შეფასებით, შსს-ს ამგვარი ქმედებები მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ნეოფაშიტური ჯგუფები სახელმწიფოს ხელში აქტივისტების გასაჩუმებლად გამოიყენებიან", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
თანასწორობის მოძრაობა აპირებს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის უეფას, რეაგირების მოსახდენად. პოლიციის მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზით, თანასწორობის მოძრაობა მიმართავს გენერალურ ინსპექციას, სახალხო დამცველსა და სასამართლოს.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები