სპორტის მინისტრი: გურამ კაშიას საქმეს სიღრმისეულად არ ვიცნობ, დავინტერესდები
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხელ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ ნაკრების ფეხბურთელის, გურამ კაშიას საქმეს არ იცნობს, მაგრამ დაინტერესდება. მინისტრის განცხადებას პირველი არხი ავრცელებს.
"სამწუხაროდ, დეტალურად და სიღრმისეულად არ ვიცი ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დავინტერესდები და მზად ვიქნები, რომ გიპასუხოთ".
ქართული მარშის ერთ-ერთი წევრი კონსტანტინე მორგოშია გურამ კაშიას საქმეზე შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. გუშინ, 28 აგვისტოს მორგოშიამ გურამ კაშიაზე ჰომოფობიური შინაარსისა და მუქარის შემცველი სტატუსი დაწერა.
"შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ..." - ეწერა მორგოშიას.
9 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები საღამოს რვა საათზე დინამო არენაზე ლატვიას ეთამაშება.
კაშიას მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია #გურამშენთანვართ მას შემდეგ დაიწო, რაც კაშიამ ვერიფიცირებული ფეისბუქგვერდი გააუქმა და ინსტაგრამის ანგარიში დახურა.
ინსტაგრამის სთორიში გურამ კაშიამ დაწერა: "სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენც ქვეყანაში, იმ ადამიანებისთვის გამოვცხადდები ნაკრებში"
ინსტაგრამის სთორიში ქვეყნდება პოსტები ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და @37GK, რაც კაშიას ინსტაგრამის მისამართია. ფეისბუქის მომხმარებლები კი მხარდასაჭერად ჩარჩოს იყენებენ. ჩარჩოს საკუთარ პროფილზე დასაყენებლად, დააკლიკეთ აქ.
ამავე კამპანიის ფარგლებში კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა, კლუბ ჩიხურას დირექტორმა, ნაკრების ფეხბურთელებმა, გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ლორიამ, ნიკა კეკვესკირმა და გიორგი ქვილითაიამ. კაშიას მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართული სპორტის ქომაგებმაც.
გასული წლის ოქტომბერში, ფეისბუკზე კაშიას ფოტოს გამოჩნდა, რომელზეც თამაშის დროს, ლგბტ დროშის ფერებში სამკლაური უკეთია. ფოტომ ქართველი მომხმარებლების ნაწილი გააღიზიანა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უეფა გურამ კაშიას ლგბტ თემის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის დააჯილდოებს. #EqualGame უეფას ახალი ჯილდოა, რომელიც პირველად ქართველ ფეხბურთელს გადაეცა.
გურამ კაშიამ უეფასთან საუბარში განაცხადა, რომ ამ ჯილდოს მიღების გამო ძალიან ამაყობს.
"ვამაყობ, რომ უეფამ #EqualGame-ის ჯილდო მე გადმომცა. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, განურჩევლად იმისა, თუ რისი გწამს, ვინ გიყვარს და რას წარმოადგენ... მადლობა უეფას პრეზიდენტს ამ ჯილდოსთვის. სადაც არ უნდა ვითამაშო, ყოველთვის გავაგრძელებ თანასწორობის უფლებების დაცვას", - ამბობს კაშია.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები