ოკუპაციის შედეგები და ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობა - ომბუდსმენის ანგარიში
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
"2008 წლის ომის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი დაკარგა 151 დასახლებულ პუნქტზე, მათ შორის, 25 სამხრეთ ოსეთში, 110 ახალგორის რაიონში და 16 კოდორის ხეობაში. საოკუპაციო ხაზის სიგრძე ჯამში 495 კმ-ია", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ანგარიშში "ომიდან 10 წლის შემდეგ", სადაც კონფლიქტის შედეგებსა და დაზარალებულთა უფლებრივ მდგომარეობაზეა საუბარი.
ომბუდსმენის ანგარიშში მოცემული სტატისტიკით, დღეისათვის რუსეთს ცხინვალის რეგიონის 350კმ-იან საოკუპაციო ხაზზე 1 200 მესაზღვრე ჰყავს განლაგებული, ხოლო აფხაზეთის 145 კმ-იან გამყოფ ხაზს 1 500 მესაზღვრე აკონტროლებს.
მათი უშუალო მონაწილეობითა და ფინანსური მხარდაჭერით, ამ პერიმეტრზე 2009 წლიდან აქტიურად დაიწყო უკანონო საზღვრის გავლების სამუშაოები, რაც გულისხმობს მავთულხლართების და ღობეების გავლებას, თხრილების გაკეთებას, სათვალთვალო ბოძების ჩადგმას და მესაზღვრეების რეგულარულ პატრულირებას.
აღნიშნულმა პროცესმა პირდაპირი ზიანი მიაყენა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე 50-ზე მეტ სოფელში მცხოვრებ დაახლოებით 800 ოჯახს შიდა ქართლსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში.
ომბუდსმენი აღწერს ყველა ძირითად პრობლემას, რაც საზღვრისპირა დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას აქვს:
- მოსახლეობას არ მიეწოდება სარწყავი წყალი, რადგან ორი არხი და ორი წყალსაცავი, რომელსაც სარწყავი წყლით ამაგრებდა შიდა ქართლის სოფლებს, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა და დე ფაქტო ხელისუფლებამ გადაკეტა;
- გამყოფ ხაზზე განლაგებული სოფლების უმეტესობამ დაკარგა სახნავ სათესი მიწები და საძოვრები, რითაც მოსახლეობამ მთავარი შემოსავლის წყარო დაკარგა;
- საზღვრის უკანონო გავლების შედეგად მოსახლეობა ვეღარ სარგებლობს ბუნებრივი რესურსებით - ტყით საძოვრებით და ა.შ. ჯერ ისევ არ მოგვარებულა ომის დროს დაზიანებული სახლების საკითხი შიდა ქართლსა და სამეგრელო ზემო სვანეთში გამყოფ ხაზებზე. მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ;
- მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა კულტურულმა გარემომ. აღმოიფხვრა მრავალსაუკუნოვანი თანაარსებობის ტრადიცია, გაიყო ოჯახები, გაწყდა მეგობრული, ნათესაური, მეზობლური კავშირები. ადგილობრივებმა დაკარგეს წვდომა საფლავებზე, სალოცავებზე, რაც ქართული კულტურისა და ტრადიციული ყოფის ელემენტია.
- 10 წლის შემდეგ გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარედ მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებული პირების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები და უკანონო დაკავებები.
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა

კომენტარები