დემი ლოვატო: ბრძოლას ვაგრძელებ, განკურნებისთვის ახლა დრო მჭირდება
ფოტო: AP
საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ამერიკელმა მომღერალმა დემი ლოვატომ პირველი განცხადება გაავრცელა, რომლითაც გულშემატკივრებს თავისი მდგომარეობა გააცნო. ლოვატო გადაჭარბებული დოზის გამო ლოს-ანჯელესის საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოხვდა.
"ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობდი იმ მიჯაჭვულობებზე, რომლებიც გამაჩნდა. ვისწავლე, რომ ეს დაავადება დროსთან ერთად არ ქრება. ეს ისეთი რამაა, რაც ჯერ კიდევ არ გადამილახავს და ეს მცდელობა უნდა განვაგრძო", - დაწერა მან ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ლოვატომ მადლობა გადაუხადა ექიმებს, ოჯახს, გუნდს და ასევე თავის ფანებს, პოზიტიური დამოკიდებულებისთვის და დასძინა, რომ ბრძოლას აგრძელებს:
"მე ახლა დრო მჭირდება განსაკურნებლად და ჩემს სიფხიზლეზე ფოკუსირებისთვის, რათა გამოვჯანმრთელდე. არასდროს დავივიწყებ იმ სიყვარულს, რასაც ახლა მიზიარებთ და ველოდები იმ დღეს, როცა ვიტყვი, რომ მეორე ნაპირზე ვარ და ამ [დაავადებას] თავი დავაღწიე. მე ბრძოლას ვაგრძელებ".
24 ივლისს, უგონო მდგომარეობაში მყოფი დემი ლოვატო უცნობი ნარკოტიკული ნივთიერების გადაჭარბებული დოზის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა ჰეროინს უკავშირდებოდა, თუმცა ლოვატოს ოჯახმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.
ლოვატოს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და კვებითი დარღვევების პრობლემები წლების განმავლობაში აწუხებდა. 2011 წელს, მან ბიპოლარული აშლილობისგან, ბულიმიისგან, დამოკიდებულებებისგან და თვითდაზიანებისგან გასათავისუფლებლად მკურნალობა დაიწყო, რის შემდეგაც, სარეაბილიტაციო ცენტრს მიმართა, სადაც ერთი წელი გაატარა.
2017 წლის მარტში, ლოვატომ განაცხადა, რომ სიფხიზლის 6 წელს აღნიშნავდა, თუმცა 2018 წლის ივნისში მან გამოუშვა სიმღერა Sober, რომელშიც ის მღეროდა, რომ სასმელს კვლავ იღებდა, რისთვისაც დედ-მამას და ფანებს ბოდიშს უხდიდა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები