ლევან ვასაძე

31 Jul. 2018, 21:28

ჩემი აზრით, ეს [მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება] არის კატასტროფა. ეს არის ისეთივე დამღუპველი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ, როგორიც იყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება.

ეს ნიშნავს, რომ ამ ჩვენს კულტურა და ინტელექტდაცემულ ერში გამოთაყვანება კიდევ უფრო მძაფრი იქნება.

მე ნათქვამი მაქვს ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ მას ორი ძეგლი ეკუთვნოდა, ერთი - მიშა სააკაშვილის ქვეყნისაგან მოშორებისთვის და მეორე იმ უამრავი ქველმოქმედებისთვის, რაც მან გაიღო. გუშინდელი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მე მიმაჩნია, რომ რაც მალე ჩამოშორდება ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა და რაც მალე ჩამოშორდება ქართულ ოცნებას საქართველოს მართვის პასუხიმგებლობა, მით უკეთესი იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და ჩვენი ქვეყნისთვისაც.

ქართულმა სახელმწიფომ გადაკვეთა რუბიკონი და დაადასტურა, რომ არის მტერი. მე ვხედავ, რომ ქვეყნის მართვა არ არის ამ კაცის [ბიძინა ივანიშვილის] საქმე და არ არის ქართული ოცნების საქმე. 

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ტვ პირველის ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემა რეაქციაში, მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბსუ-ის პროფესორის საქმეზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
  2. რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
  3. თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
  4. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
  5. "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე

გირჩევთ

ახლა კითხულობენ