ერევანში ამბოხებულები: არ დავუშვებთ, ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნია გახდეს
ფოტო: AFP
მას შემდეგ, რაც 31 ივლისს, საღამოს, ერევნის პოლიციის შენობა შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა დატოვეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამომძიებლები უკვე შეუდგნენ ტერიტორიის შესწავლას. ინფორმაციას Ekhokavkaza Interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით არის დაწყებული, რომელიც გულისხმობს შენობის დაკავებას მისი განადგურების მუქარით ან მის დაზიანებას იმისთვის, რომ აიძულოს ხელისუფლება, მოქალაქე ან ორგანიზაცია განახორციელოს რაიმე ქმედება. აღნიშული სასჯელად 12 წელს ითვალისწინებს.
გარდა ამისა, იმ პირთა მიმართ, რომლებსაც 17 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლითერევნის პოლიციის შენობა ჰქონდათ დაკავებული, გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლითაცაა დაწყებული. აღნიშნული სასჯელად თავისუფლების 8 წლით აღკვეთას გულისხმობს.
31 ივლისს პოლიციის მიერ ერევანში, ერებუნის გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციას ჩაბარდა. ადგილობრივი სამართალდამცავი უწყების თქმით, მათ სულ 20 ტერორისტი დააკავეს. არიან დაშავებულები.
ამბოხებულებმა განმარტეს, რომ მათი მისია შესრულებულია, რადგან ქვეყანაში აჯანყების ტალღა უკვე დაწყებულია:
"სახალხო მოძრაობა დაწყებულია და იმისთვის, რომ კიდევ არ გვყავდეს მსხვერპლი, ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენმა ხალხმა უნდა იბრძოლოს, არ დავუშვებთ რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნია გახდეს. ვგრძნობთ, გამარჯვება ახლოსაა და მოუწოდებთ სომეხ ხალხს, მიიღოს გადაწყვეტილება - გადადგას პოზიტიური ნაბიჯი".
გამოცემის ცნობით, ერევნის ქუჩებში მომიტინგეები კი აცხადებდნენ, რომ მიუხედავად ამბოხებულების დანებებისა, ისინი აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მიტინგის წამყვანმა, ტიგრან ხზმალიანმა განმარტა, რომ აქცია დღეს, საღამოს 7 საათზე ისევ განახლდება.
17 ივლისს ოპოზიციური მოძრაობის - დამფუძნებელთა პარლამენტის მეთაურის, ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლების მოთხოვნით შეიარაღებული დაჯგუფება პოლიციის შენობაში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ისინი ასევე მოითხოვენ სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგისიანის გადადგომასა და ხელისუფლების ცვლილებას. ამ დროის განმავლობაში მათ ასევე მძევლებიც ჰყავდათ აყვანილი. მომხდარს მოჰყვა მსხვერპლიც, ასევე დაშვდა რამდენიმე პირი.
სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ:
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები