მღვიმის მძევლების ისტორიები - რა ვიცით ტაილანდელ ბავშვებსა და მათ მწვრთნელზე
ფოტო: NDTV
15 დღეა მსოფლიოს ყურადღება ტაილანდის Tham Luang მღვიმისკენ არის მიმართული. 12 ბავშვისა და მათი მწვრთნელის გადარჩენის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე ემოციურ მოვლენად იქცა.
ცნობილია, რომ მღვიმე უკვე 5-მა ბავშვმა დატოვა და დანარჩენების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. პირდაპირი ეთერის რეჟიმში ყველა დეტალს ვიგებთ სამაშველო ოპერაციის შესახებ, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცით თავად ბავშვებზე და მწვრთნელზე, რომლებიც ასე მამაცად გაუმკლავდნენ ორკვირიან ტყვეობას.
მცირეოდენი ინფორმაცია მათზე იმ წერილებიდან მივიღეთ, რომლებიც მღვიმიდან ოჯახებს გამოუგზავნეს. წერილებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ბავშვების მხნეობა და მღვიმიდან გამოსვლის მოლოდინი.
ბავშვებზე დამატებითი ინფორმაციის გასაგებად BBC გუნდის მთავარ მწვთრნელს, ნოპარათ კანთავოგს ესაუბრა და მათი ისტორია გვიამბო.
გარეული ტახების ისტორიები
თორმეტივე ბავშვი საფეხბურთო კლუბ Moo Pa-ში იგივე "გარეულ ტახებში" თამაშობდა.
ჩანინ ვაიბელრანგუანგი, მეტსახელად ტიტანი - 11 წლის
ტიტანი გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. მან ფეხბურთის თამაში 7 წლის ასაკში დაიწყო, ჯერ კიდევ მანამდე სანამ სკოლის საფეხბურთო კლუბში მიიღებდნენ. მოგვიანებით კი "გარეული ტახების" გუნდში მიიწვიეს.
ადულ სემი - 14 წლის
ადული თვითმართველ შტატ ბაიან მიანმიში დაიბადა, მოგვიანებით კი ოჯახი დატოვა იმისთვის, რომ ტაილანდში უკეთესი განათლება მიეღო. შედეგად ის ფლობს ტაილანდურ, ბირმულ, ჩინურ და ინგლისურ ენებს და ერთადერთია, ვინც ბრიტანელ მყვინთავთან კომუნიკაცია შეძლო, როცა ჯგუფი აღმოაჩინეს.
მშობლებისთვის მღვიმიდან გაგზავნილ წერილში ადული წერდა: "დედა და მამა თქვენი სახის დანახვა მინდა". მშობლებმა ადულს უპასუხეს, რომ მისთვის და მისი მეგობრებისთვის ლოცულობდნენ და მალე შეხვდებოდნენ.
პიპარატ სომპიანჯაი, მეტსახალედად ნაითი - 17 წლის
ნაითი თავის დაბადების დღეზე გაუჩინარდა და მისი მშობლები ჯერ კიდევ ელოდებიან წვეულებას. როგორც ამბობენ, ბავშვები გამოქვაბულში 23 ივნისს ნაითის დაბადების დღის აღსანიშნავად შევიდნენ და თან საჭმელიც წაიღეს, რომლის წყალობით გამოქვაბულში გადარჩენა შეძლეს.
სამპონგ ჯაივო, მეტსახელად პონტი - 13 წლის
პონგს სიცოცხლით სავსე ბავშვად ახასიათებენ, რომელსაც სპორტის ყველა სახეობა უყვარს. ის ტაილანდის ნაკრებში თამაშზე ოცნებობს.
დაგანთეფ ფრომფეთი, მეტსახელად დომი - 13 წლის
მწვრთნელი, ნოპარათ კანთავოგი გვიამბობს, რომ დომი ჯგუფის კაპიტანია და მოთამაშეებისთვის მთავარი მოტივატორია.
"ფეხბურთელებს მოედანზე ასეთი კაპიტანი სჭირდებათ, რადგან მწვრთნელი ყოველთვის ვერ ახერხებს პრობლემების მოგვარებას", - განაცხადა კანთავოგმა. მისივე თქმით, დომი დიდ პატივს სცემს გუნდის წევრებს.
პანუმას სენდი, მეტსახელად მიგი - 13 წლის
კანთავოგის თქმით, მიგი სხვა ბავშვებთან შედარებით ტანით დიდია, თუმცა ძალიან მოხერხებულია და ფეხბურთს კარგად თამაშობს.
მონკოლ ბუნიემი, მეტსახელად მარკი - 12 ან 13 წლის
მარკს მასწავლებლები ძალიან პატივსაცემ ბავშვად ახასიათებენ. მამის თქმით, მარკი კარგი შვილია და ძალიან უყვარს სწავლა, თითქმის ისევე, როგორც ფეხბურთი.
ნატანუტ ტაკამრონგი, მეტსახელად ტერნი - 14 წლის
მშობლებისთვის მიწერილ წერილში, ტერნი სთხოვს მათ, რომ არ იდარდონ.
"დედა და მამა არ გიბრაზდებიან და არ გადანაშაულებენ", - უპასუხეს მშობლებმა და დაამატეს, რომ გამოქვაბულის წინ დაელოდებოდნენ.
ეკარატ ვონგსუქჩანი, მეტსახელად ბიუ - 14 წლის
დედისთვის მიწერილ წერილში ბიუ ამშვიდებს მშობლებს და პირობას დებს, რომ როგორც კი მღვიმიდან გამოვა მაღაზიაში დაეხმარება და ორკვირიან გაცდენას აანაზღაურებს.
პრაჯაკ სუთამი, მეტსახელად ნოუთი - 15 წლის
მეგობრები და ოჯის წევრები ნოუთს ჭკვიან და მშვიდ ბავშვად ახასიათებენ.
პიპატ პო, მეტსახელად ნიკი - 15 წლის
მშობლებისთვის მიწერილ წერილში, ნიკი მშობლებს სთხოვს, რომ როდესაც გამოქვაბულიდან გამოვა ტაილანდურ ბარბექიუზე წაიყვანონ.
პორნჩაი კამლუანგი, მეტსახელად ტეე - 16 წლის
"არ იდარდოთ, მე ძალიან ბედნიერი ვარ", - დაწერა ტეემ წერილში.
მწვრთნელი ეკაპოლ ჩანტავონგი, მეტსახელად აკე - 25 წლის
თავის წერილში აკე ბოდიშს უხდის მშობლებს, იმისთვის რომ გამოქვაბულში ბავშვები შეიყვანა. თუმცა საპასუხოდ წერილში მშობლები წერენ, რომ მას არ ადანაშაულებენ და ურჩევენ თავს გაუფრთხილდეს.
"გპირდებით, რომ რამდენადაც შემიძლია საუკეთესოდ ვიზრუნებ ბავშვებზე", - უპასუხა აკემ.
ზოგიერთი გამოცემა წერს, რომ აკე გადარჩენილებს შორის ყველაზე სუსტად იყო, რადგან თან წაღებული საჭმლიდან არაფერს ჭამდა და ბავშვებს აძლევდა.
ოპერაცია გრძელდება და ყველა ერთად ველოდებით ბედნიერ დასასრულს, რომლის შემდეგაც გადარჩენილები თავად გვიამბობენ საკუთარ ისტორიებს.
ტაილანდის გამოქვაბულიდან 12 ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანის ოპერაცია 8 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის უცნობია გამოყვანილი ბავშვების ვინაობა.
გამოქვაბულიდან გამოყვანისთანავე ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჯერჯერობით მოზარდებს ოჯახის წევრები არ უნახავთ და, სავარაუდოდ, დღის ბოლოს შეძლებენ ნახვას. ექიმების თქმით, ოჯახის წევრებს მათი ნახვა და მათთან საუბარი შეეძლებათ, თუმცა სანამ სისხლის ანალიზის პასუხი არ იქნება ცნობილი მათი შეხება და ჩახუტება აკრძალულია.
23 ივლისს გამოქვაბულში გაუჩინარებული 12 ბავშვი და მათი ფეხბურთის მწვრთნელი ცხრადღიანი ძებნის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში ბრიტანელმა მყვინთავებმა ცოცხლები იპოვეს. ისინი ტურისტებისთვის კარგად ნაცნობ გამოქვაბულში საფეხბურთო ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელთან ერთად შევიდნენ, თუმცა მუსონური წვიმების გამო წყლის დონემ მოულოდნელად მოიმატა და გარეთ გამოსვლა ვეღარ მოახერხეს.
შაბათ საღამოს დაწყებულმა წვიმამ, რომელიც კვირას გაგრძელდა ტაილანდის ხელისუფლება აიძულა ოპერაცია ნაჩქარევად დაეწყო. მღვიმეში შესვლა ადგილობრივი დროით კვირას, დილის 10 საათზე დაიწყო. სამაშველო ოპერაციაში სულ 13 უცხოელი და 5 ტაილანდელი მყვინთავი მონაწილეობს.
სამაშველო ოპერაცია სრულ სიბნელეში სიარულს, ცოცვას, ცურვას და ყვინთვას გულისხმობს. მაშველებს და ბიჭებს სახეზე სპეციალური ნიღბები უკეთიათ, ასევე თან აქვთ ჟანგბადის ბოთლები. თითოეულ ბიჭს ორი მაშველი აცილებს. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია შეჩერებულია და რამდენიმე საათში განახლდება.
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
-
ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა ტომ ჰოლანდმა ზენდეიასთვის უალკოჰოლო სასმელების ხაზი შექმნა
გადახედვა
-
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ
-
საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით საქსტატი: მაისში თევზეული გაძვირდა 20.9%-ით, ხორცი — 10.1%-ით, პურის პროდუქტები — 7%-ით
გადახედვა
-
რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში რატომ ხდება ლიდერობის განვითარება სტრატეგიული პრიორიტეტი ტექნოლოგიურ კომპანიებში
-
ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება? ქვიზი: რომელი საბრძოლო ხელოვნება შეგეფერება?
-
ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა ქალი მართავს — თეგეტას კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
-
ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ ლევან ხაბეიშვილი: მდინარაძის განცხადება — სვანეთში მაინინგებთან დაკავშირებით, მიმართული იყო ვიქტორ ჯაფარიძის წინააღმდეგ
გადახედვა
-
თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ პანამის ისტორიულ საფლავებში ნაპოვნი ქვები ზურმუხტებია
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს შესაძლოა, მეცნიერებმა კოსმოსიდან წამოსული იდუმალი რადიოსიგნალები გაშიფრეს
გადახედვა
-
მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე მეხსიერება სასამართლო პროცესზე: რას გვეუბნება მეცნიერება მოწმის ჩვენების სანდოობაზე
გადახედვა
-
გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული გამოავლინეს ორგანიზმის ფუნქცია, რომელიც შეიძლება დემენციის რისკ-ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული
გადახედვა
-
შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას შესაძლოა, ახალი მიგნებით ტვინის კიბოსთან დაკავშირებული საიდუმლო ამოიხსნას
გადახედვა



კომენტარები