მეუფე იობი

28 May. 2018, 15:51

“თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია. ზოგიერთები ამბობენ და ხსნიან, რომ ეს არასწორი იყო - ეს როგორ შეიძლება? ასეთი რამის გაკეთება მღვდელმთავრისგან? მაგრამ ძალიან ბევრი მაგალითებია, თვით მოციქულებიც კი შეაჩვენებდნენ და წყევლიდნენ.

ადამიანმა, რომელმაც შეურაცხყო ჯერ მაცხოვარი, შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა. ამათ ავიწყდებათ ის, რომ მარტო ღვთისმშობლის არშეურაცხყოფის გამო, როდესაც ჯალალედინმა ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები დააბრძანა მეტეხის ხიდზე, ასიათასობით ქართველი ეწამა და ჩვენ როგორ შეიძლება ეს მოვითმინოთ, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილებმა, რომლის დამსახურება ის არის, რომ ჩვენ გადავრჩით, დღეს ჩვენ ქვეყანა ვართ, დღეს ჩვენ ქართველები ვართ - ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დამსახურებაა.

დღეს ჩვენ ცოცხალნი ვართ, დღეს საქართველო არსებობს და სწორედ იმ დიდ წმინდანს შეურაცხყოფს ვიღაც პიროვნება, არარაობა, არაფრის მაქნისი, ჩვენთვის პირადად, თორე ვიღაცებისთვის შეიძლება რაღაცას წარმოადგენს. და აი სწორედ ეს მოვლენები ააშკარავებს ვინ ვინ არის, ვინ ვის ემსახურება.

ადამიანების უმცირესობა რჩეულნი არიან ისინი, ვინც ემსახურებიან ღმერთს, თქვენი სახით, მრევლის სახით, ხოლო ვინც ეკლესიასთან არ არის, ის თავისთავად ემსახურება ეშმაკს, არის ეშმაკის მსახური. როგორც იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს, ადამიანიო არ არისო თავისუფალიო ან არისო ეშმაკისო, ან არისო ქრისტესიო. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რამზან კადიროვმა მემკვიდრე შეცვალა
  2. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
  3. რატომ დააკავეს და რატომ აძევებენ ქვეყნიდან აფგან სადიგოვს?
  4. განათლების სამინისტრო: პირველკლასელთა რეგისტრაციისას სკოლამდე საფეხმავლო მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 1 კმ-ს
  5. ტრამპი ირანს ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო უცენზურო სიტყვებით გაჯერებული პოსტით დაემუქრა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გაიცანით პონჩო — ცუგა, რომელმაც პოლიციის ოფიცერს პირველადი დახმარება აღმოუჩინა

როცა საქმე კვალის ძიებას ეხება, ძაღლები პოლიციის შეუცვლელ პარტნიორებად მიიჩნევიან, თუმცა ცუგას მიერ აღმოჩენილ პირველად…