პუტინმა დუმას რუსეთ-აფხაზეთის გაერთიანებული ჯარების შექმნის ინიციატივით მიმართა
ფოტო: AP
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სახელმწიფო დუმას რუსეთის ფედერაციისა და ოკუპირებული აფხაზეთის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შესახებ წინადადება რატიფიცირებისთვის წარუდგინა. დოკუმენტი 2016 წლის 16 ივლისს დარეგისტრირდა.
პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტის თანახმად, ორი მხარე ერთობლივი სამხედრო ძალებით მაშინ დაიწყებს მოქმედებას, როდესაც ხელშეკრულების რომელიმე მონაწილე რაიმე ტიპის აგრესიის, ან სამხედრო უშიშროების დარღვევის საფრთხის წინაშე დადგება.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, ზემოაღნიშნული შემთხვევების დროს შესაბამის დირექტივებს ორი მხარის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსები გასცემენ. გაერთიანებულ სამხედრო ძალებში შედის: რუსეთიდან - აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებული რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზა, ხოლო აფხაზეთიდან - ორი ცალ-ცალკე მდებარე მოტომსროლელთა ბატალიონი, საარტილერიო და საავიაციო დაჯგუფებები, ასევე სპეციალური დანიშნულების მქონე სამხედრო რაზმი.
რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, მშვიდობიან დროს გაერთიანებული სამხედრო ძალების ორგანიზებას ორივე მხრიდან წარმოდგენილი ოპერატიული ჯგუფი განახორციელებს, რომლის მეთაურიც რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის ხელმძღვანელი იქნება. საფრთხისა და ომის დროს კი, აღნიშნულ სამხედრო ძალებს გაერთიანებული ჯგუფის მეთაური უხელმძღვანელებს, რომელსაც, თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დანიშნავს.
ამასთან, ინიციატივის თანახმად, გადაწყვეტილებას ამ სამხედრო დანაყოფების განლაგებასთან დაკავშირებით, ორივე მხარის თავდაცვის სამინისტროები მიიღებენ. სამხედრო დანაყოფების მიერ მოქმედების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას კი ორი მხარის მთავარსარდლები მიიღებენ.
გარდა ამისა, მშვიდობის დროს მხარეები დამოუკიდებლად უზრუნველყოფენ სამხედრო დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ხოლო გაერთიანებული სამხედრო დანაყოფების რუსულ სტანდარტებამდე სრულად მისაყვანად ჩატარებული მატერიალურ-ტექნიკური ღონისძიებების ხარჯებს რუსეთი აიღებს თავის თავზე.
განმარტებითი ბარათის თანახმად, აღნიშნული ინიციატივის ვადა ზემოაღნიშნულ ორ მხარეს შორის 2014 წლის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების ვადებს მოიცავს, რომელიც 10 წლით არის განსაზღვრული (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ის ავტომატურად შეიძლება გაიზარდოს 5-5 წლით).
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები