ადა მარშანია

2 May. 2018, 15:53

"ჟენავაში ჩვენ ვერ მივიღებთ შედეგს მანამ, სანამ არ მივიღებთ შედეგს მოსკოვში, გვინდა ეს ჩვენ თუ არა, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა...

ბატონო პრეზიდენტო, უნდა გავიხედოთ ჩრდილოეთისკენაც დავინახოთ კარგად ის ჩვენი ჩრდილო მეზობელი. ბავშვობიდან ვიცნობთ მე მგონი ჩვენ კარგად ყველა. ზოგი სწავლობდა, ზოგიც ახლაც იქ სწავლობს და ცხოვრობს და მუშაობს სხვათა შორის. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე იქ მოღვაწეობს დღესაც. ბოლოს და ბოლოს ვიფიქროთ იმაზე, რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენ ერთმანეთს. გავატაროთ პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკა. ძალიან გთხოვთ, ბატონო ბოკერია, თქვენ ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებულად ახალგაზრდა თაობაში, ანტირუსულ განწყობას.

კი ბატონო პუტინი გძულდეთ, რა ჩემი საქმეა. გინდ გძულდეთ, გინდ არ გძულდეთ. საერთოდ, პოლიტიკაში სიყვარული და სიძულვილი არ ვიცი მე. ბატონო ბოკერია, თქვენ სად გასწავლეს ეს ამბავი? პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები. მე ვიცი, პირველ რიგში, ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. აი, ეს მინდა შეგახსენოთ და ეს უნდა გახსოვდეთ, თქვენ, ყოველ წუთს და ისიც მინდა შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო ამ ადამიანს ელაპარაკება, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ. მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუტინი, ადამიანი ვლადიმირი არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი, მე ასე ვიტყოდი."


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. ენგურჰესის აგრეგატებზე დაგეგმილ ტესტირებას ელექტროენერგეტიკული სისტემის სრული გათიშვა მოჰყვა — სემეკის წევრის განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ