ამერიკული მედია: მაიკ პომპეო ფხენიანში კიმ ჩენ ინს შეხვდა
ფოტო: Reuters
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი და მომავალი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საიდუმლო ვიზიტით ფხენიანში იყო, სადაც კიმ ჩენ ინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი თქმით, პომპეო ჩრდილოეთ კორეაში აშშ-ის პრეზიდენტსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შორის პირდაპირი დიალოგისთვის მოსამზადებლად 31 მარტს ან პირველ აპრილს გაემგზავრა.
მანამდე, პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები "საკმაოდ მაღალ დონეზე" მიმდინარეობს და დაამატა, რომ კიმ ჩენ ინთან შეხვედრისთვის ხუთ სავარაუდო ადგილს განიხილავს.
ფხენიანში მაიკ პომპეოს გამგზავრების შესახებ ინფორმაცია პირველად The Washington Post-მა გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, ვიზიტი მალევე განხორციელდა მას შემდეგ, რაც მაიკ პომპეო მომავალ სახელმწიფო მდივნად დასახელდა.
ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის მაღალ დონეზე კონტაქტი 2000 წლიდან არ ყოფილა. მაშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს მაშინდელი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი შეხვდა.
ამ ეტაპისთვის მაიკ პომპეოს საიდუმლო გამგზავრებას თეთრი სახლი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო არ ადასტურებენ.
რამდენიმე კვირის წინ დონალდ ტრამპმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შესახებ ფხენიანის შემოთავაზება მიიღო და კიმ ჩენ ინთან შესახვედრად მზად არის. აქამდე აშშ-ის არც ერთი პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს არ შეხვედრია.
ტრამპმა ჟურნალისტებს, ასევე, უთხრა, რომ სამიტი შესაძლოა, ივნისის დასაწყისში ან უფრო ადრეც გაიმართოს.
ბირთვული იარაღის გამოცდისა და ეკონომიკური სანქციების შემდეგ ჩრდილოეთ კორეამ გარე სამყაროსთან "დაახლოება" დაიწყო. ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში ჩატარდა, ნახევარკუნძული საერთო დროშის ქვეშ ასპარეზობდა. ოლიმპიადას ჩრდილოეთ კორეა ოფიციალური დელეგაციით ეწვია, რომელსაც კიმ ჩენ ინის და ხელმძღვანელობდა.
მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარის თქმისთვის მზადაა. 2011 წლის შემდეგ კიმ ჩენ ინმა ჩინეთში პირველი საერთაშორისო ვიზიტი მარტის ბოლოს განახორციელა. ფხენიანის ლიდერი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შეხვდა.
უკვე ცნობილია, რომ 27 აპრილს კიმ ჩენ ინი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯეი ენი ერთმანეთს შეხვდებიან.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები