რუსეთმა, შესაძლოა, აშშ-დან თამბაქოს, ალკოჰოლისა და მედიკამენტების იმპორტი აკრძალოს
ფოტო: AFP
აშშ-ის სანქციების საპასუხო ქმედებებისთვის რუსეთის დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, წერს BBC-ის რუსული სამსახური. დეპუტატებს სურთ, რომ აშშ-დან მედიკამენტების, სიგარეტებისა და ალკოჰოლის იმპორტი აკრძალონ. ასევე, აიკრძალოს რუსეთში წარმოებული სარაკეტო ძრავების აშშ-ში გატანა.
ამავე დროს კანონპროექტი შეეხება იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციებს მხარს უჭერენ და სირიის საკითხზე ვაშინგტონის პოზიციას იზიარებენ.
დეპუტატებს სურთ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს რუსეთში მუშაობის უფლება შეუზღუდონ.
როგორც დეპუტატები ამბობენ, კანონპროექტის განხილვა დუმაში 16 აპრილს დაიწყება. თუმცა დოკუმენტის ძალაში შესვლით, ყველა პროდუქცია ერთბაშად არ აიკრძალება.
აკრძალული პროდუქტების შესახებ გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს, ხოლო მთავრობა აამოქმედებს.
აკრძალვაში შეიძლება მოხვდეს
იმპორტი:
- პროგრამული და საინფორმაციო ტექნოლოგიების შეძენა აშშ-სა და სხვა ქვეყნებისგან, მუნიციპალურ დაწესებულებებისგან და ზოგიერთ ორგანიზაციისგან;
- მედიკამენტები, რომელთა ანალოგი რუსეთშიც მზადდება;
- ამერიკული თამბაქოს ნაწარმი და ალკოჰოლი;
- სოფლის მეურნეობის პროდუქცია და საკვები პროდუქტები, რომელთა წარმოშობის ქვეყანაა აშშ ან/და ის ქვეყნები, რომლებიც ვაშინგტონის პოზიციას იზიარებენ;
- იშვიათი ლითონები, ნედლეული.
ექსპორტი:
- ურანი (შესაძლოა, ბირთვულ სფეროში თანამშრომლობა შეწყდეს);
- სარაკეტო ძრავები, რომლებსაც რუსული კომპანიები აწარმოებენ.
აშშ-ის სანქციები
აშშ-მ რუსი ბიზნესმენებისა და რუსული კომპანიების წინააღმდეგ ახალი სანქციები 6 აპრილს აამოქმედა. აშშ-ის პერსონალური სანქციების სიაში შვიდი რუსი ოლიგარქი მოხვდა. ასევე სახელმწიფო მოხელეები, ჩინოვნიკები და რადენიმე კომპანია.
ამერიკულმა ჟურნალმა ფორბსმა დაწერა, რომ ახალი სანქციების მონაწილე რუსმა ბიზნესმენებმა მხოლოდ ორშაბათს, 9 აპრილს, დღის პირველ ნახევარში, ჯამში სამი მილიარდი დოლარი დაკარგეს. ხოლო ზოგადად, ფორბსის სიაში შემავალმა ყველა რუსმა ოლიგარქმა ერთად (მათი ჩათვლით, ვისაც სანქციები არ შეეხო) საერთო ჯამში 14 მილიარდი დოლარი დაკარგა.
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები