უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-პოპულისტური კოალიცია იმარჯვებს
ფოტო: budapestbeacon.com
უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი მემარჯვენე-პოპულისტური კოალიცია იმარჯვებს. კოალიცია მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია ფიდესითა და ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობითაა დაკომპლექტებული. ამ დროის მონაცემებით, 8 აპრილს ჩატარებული არჩევნების ხმების 93 პროცენტი დათვლილია.
ამ დროის მონაცემებით, უნგრეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მონაცემებით ფიდესმა ხმათა 48 პროცენტი მიიღო. არჩევნების შედეგად, მმართველი კოალიცია კონსტიტუციურ უმრავლესობას მიიღებს - 199 მანდატიდან 133-ს. ხმათა 20 პროცენტით მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-პოპულისტური პარტია იობიკი.
ორბანის პარტიის ისტორია
ორბანის პარტია - ფიდესი 80-იან წლებში კომუნისტური წყობის ოპოზიციურ პარტიად დაარსდა. დაარსებისთვის პარტია ლიბერალური პოლიტიკური ძალა იყო, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე მემარჯვენე პოპულისტურ ძალად გარდაიქმნა.
პრემიერ-მინისტრად ორბანი პირველად 1998 წელს დაინიშნა. შემდეგ არჩევნებზე მისმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა და 2002 წელს მან პრემიერ მინისტრის თანამდებობა დატოვა. ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ თანამდებობაზე ორბანი 2010 წელს დაბრუნდა. წლევანდელი გამარჯვება ორბანისთვის მეოთხე წარმატებად იქცა, ის მესამე ვადით იქნება პრემიერი.
სოციალისტური ბანაკის ჩამოშლისა და უნგრეთში კომუნიზმის დამხობის შემდეგ ორბანი უნგრეთის ყველაზე გრძელვადიანი მმართველია.
კრიტიკა მოქმედი პრემიერის მიმართ
ბოლო წლების განმავლობაში, ორბანის საგარეო და საშინაო პოლიტიკა ხშირად ხდებოდა დასავლური დემოკრატიების და ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის საგანი. ამ პერიოდში მნიშვნელოვანი რეგულაციები და შეზღუდვები დაწესდა დამოუკიდებელ მედიაზე, უნგრეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ეროვნულ ბანკსა და საკონსტიტუციო სასამართლოზე. ასევე, დაიხურა ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული და დაფინანსებული ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ბუდაპეშტში.
წინააღმდეგობრივი საკითხები
წინააღმდეგობის ყველაზე მწვავე საკითხი ევროკავშირთან მიგრანტების თემა იქცა. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ევროკავშირის ქვეყნების შორის ბოლოდან მესამე ადგილზეა მიგრანტების რაოდენობით, ორბანი მიგრაციის აქტიური მოწინააღმდეგეა. ბოლო წლებში უნგრეთის, ხორვატიისა და სერბეთის საზღვარზე აშენდა სპეციალური ჯებირები, რათა შეეჩერებინათ მიგრანტების ნაკადი. ორბანს ევროკავშირს პოლიტიკურ წრეებში ხშირად დიქტატორადაც მოიხსენიებენ.
ორბანი მილოცვებს იღებს
არჩევნებში გამარჯვება ორბანს უკვე მიულოცა, ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა. ორბანს წარმატებები უსურვა პოლონეთის პრემიერმაც, მატეუშ მორავიეცკიმ. ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების ლიდერები ორბანისთვის მილოცვას არ ჩქარობენ. მიმლოცველებს შორისაა საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი.
-
ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან ჩინეთის გზა ზესახელმწიფოებრიობისკენ და ეკონომიკური კავშირები საქართველოსთან
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები საირმეს რეკრეაციულ ფერმაში ეკოგანათლების პროექტი იწყება: პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება და სახალისო აქტივობები
-
2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო 2026 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი შემოწირულობა მმართველმა პარტიამ მიიღო
გადახედვა
-
ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა ლეგენდა სცენას უბრუნდება — სელინ დიონმა ახალი კონცერტები დააანონსა
-
ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია ევროკავშირის დელეგაცია ბუჩას ტრაგედიის მეოთხე წლისთავზე კიევს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, განჯინა სააღდგომო ფესტივალს გამართავს
-
BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს BBC: ისრაელში პალესტინელების სიკვდილით დასჯის შესახებ კანონი მიიღეს
გადახედვა
-
Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა Skynews: ერთი ბარელი ნავთობი 113$ გახდა
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად ანდრია ჯაღმაიძე: ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან მიგვაჩნია სრულიად შეუძლებლად
გადახედვა
-
გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა გრეის ანატომიას 23-ე სეზონი დაუმტკიცდა
გადახედვა
-
ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს ტეხასელ კაცს, რომელმაც ლეკვი აეროპორტში მიატოვა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობისთვის ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან? ქვიზი: როგორ იცნობ წყალთან დაკავშირებულ გმირებს მითოლოგიიდან?
-
როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა? როგორ ვმართოთ შიმშილის მძაფრი შემოტევა?
-
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 70-მდე მასწავლებელი დაესწრო — პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
-
მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება მერცი: გერმანიაში მცხოვრები სირიელების 80% სამშობლოში დაბრუნდება
გადახედვა
-
ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს ისტორიები საქართველოდან — გაეცანით არჩილ ქიქოძის ლიტერატურულ ჩანახატებს
-
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება
-
TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა TI: ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ოჯახი ტენდერებით 5 მილიონამდე გამდიდრდა
გადახედვა
-
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ოპოზიციის ალიანსი აქციას გამართავს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან ტეილორ სვიფტს ახალი ალბომის სახელწოდებისთვის უჩივიან
გადახედვა
-
პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა პროკურატურამ სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენისთვის ალექსანდრე ელისაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
კომენტარები