ტერეზა მეი: სკრიპალი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დაამზადეს
ფოტო: Getty
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებით, ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი შვილი მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც რუსეთში დაამზადეს.
პრემიერის თქმით, სკრიპალის მოკვლისთვის ნერვულ-პარალეპტიკური ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ნოვიჩოკ (ახალბედა).
მომხდართან დაკავშირებით განმარტებების გასაკეთებლად, რუსეთს ვადა სამშაბათამდე მისცა. მეის თქმით, თუ რუსეთის მხრიდან შესაბამისი განცხადება არ გაკეთდება, სკრიპალის მოწამვლა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსული სახელმწიფო ძალის უკანანო გამოყენებად მიიჩნევა.
სკსრიპალისა და მისი შვილის მოწამვლა
რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი, იულია 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს თუ კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა საუბარი. ამ ნივთიერების ნარჩენებს მიაკვლიეს რესტორან Zizi-ში და ერთ-ერთ პაბში, სადაც შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე სკრიპალი და მისი შვილი იმყოფებოდა.
ამ დრომდე ქალაქ სოლსბერიში საგამოძიებო მოქმედებების გამო დაკეტილია ორივე საკვები ობიექტი, სადაც სკრიპალმა და მისმა შვილმა შემთხვევამდე ისადილეს. სოლსბერის პოლიციის მეთაურის განცხადებით, ამ ორ ობიექტში სკრიპალის მოწამვლის შემდეგ დაახლოებით 500 ადამიანი იყო. ასევე, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს სკრიპალის სახლში და მისი გარდაცვლილი ცოლისა და შვილის საფლავზე.
მიმდინარე გამოძიებაში, კონტრტერორისტული დეპარტამენტის 250 თანამშრომელი მონაწილეობს. ამ დროისთვის შეგროვებულია დაახლოებით 200 ნივთმტკიცება. ასევე, განსაზღვრულია მოწმეების სავარაუდო წრე, რომლებიც შეძლებენ რაიმე სახის დახმარება გაუწიონ გამოძიებას, ამ წუთისთვის ასეთი სულ 240 ადამიანია.
სკრიპალი და მისი შვილი ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩებიან. შედარებით მსუბუქია იმ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პირველად მიუახლოვდა სკრიპალს, თუმცა პოლიციელი უკვე გონზე მოვიდა.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები