მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ ორბელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.