აშშ, რუსეთი, სანქციები და ჩრდილო კორეელები "სოხუმის რივიერაში"
ფოტო: VOA
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 29 ნოემბერს ღიად დაადანაშაულა რუსეთი, რომ გაეროს მკაცრი სანქციების მიუხედავად, მოსკოვი ჩრდილო კორეასთან ენერგეტიკული ნედლეულით, კერძოდ, ქვანახშირით ვაჭრობას უკანონოდ განაგრძობს.
ამ განცხადებას წინ უძღოდა, რუსეთის საგარეო უწყების დემარში, რომ მოსკოვი არ შეუერთდება აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ახალ სანქციებს ჩრდილოეთ კორეის 16 მოქალაქის მიმართ, რომლებიც ჩინეთის, რუსეთისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მუშაობენ.
24 იანვარს ამოქმედებული სანქციები ჩრდილო კორეის სახელწიფო კოპორაციის Ryonbong-ის წარმომადგენლებს შეეხოთ. ყველა მათგანი ჩრდილო კორეის მმართველი შრომის პარტიის წევრია. აშშ ამ ადამიანების ფხენიანში დეპორტაციას ითხოვს.
Ryonbong ოფიციალურად ლითონების, მინერალებისა და ავტომანქანების ექსპორტისთვის იყო შექმნილი, თუმცა სინამდვილეში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მრეწველობისთვის, მათ შორის, ქიმიური იარაღის შექმნისთვის აუცილებელი კომპონენტების საიდუმლო იმპორტით არის დაკავებული, რის გამოც 2006 წლიდან გაეროს სანქცია დაუწესდა.
ამის მიუხედავად, Ryonbong-ის დიპლომატიური იმუნიტეტით აღჭურვილი თანამშრომლები, ჩრდილოეთ კორეის საკონსულოს საფარქვეშ ჩინეთსა და რუსეთში მუშაობას მაინც განაგრძობენ. მათ კოორდინირებას ვლადივოსტოკში ჩრდილოეთ კორეის გენერალური კონსული ზო სეკ ჩხოლი უწევს.
ჩრდილო კორეის გენერალური კონსული ვლადივასტოკში ზო სეკ ჩხოლი
ფოტო: VOA
ერთმა მათგანმა, ჩრდილო კორეელმა "დიპლომატმა" პაკ ტონგ სოკმა ოკუპირებულ სოხუმშიც კი ჩამოაღწია და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევით, წითელ ხიდთან სასტუმროს მშენებლობას კურირებს. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში კერძოდ ნათქვამია:
პაკ ტონგ სოკი არის Ryonbong-ის წარმოადგენელი აფხაზეთში, საქართველო. მანამდე იყო რუსეთის ქალაქ ნახოდკაში. 2017 წლის აგვისტოში, მან ორგანიზება გაუწია აფხაზეთში ჩრდილო კორეელი მუშების განთავსებას
"პაკ ტონგ სოკი არის Ryonbong-ის წარმოადგენელი აფხაზეთში, საქართველო. მანამდე იყო რუსეთის ქალაქ ნახოდკაში. 2017 წლის აგვისტოში, მან გაუწია ორგანიზება აფხაზეთში ჩრდილო კორეელი მუშების განთავსებას, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს 2371-ე რეზოლუციის დარღვევაა".
როგორც ამერიკის ხმამ გაარკვია, ჩრდილო კორეელი ინჟინრები და მუშები ოკუპირებულ სოხუმში, ტურბაზის ტერიტორიაზე, სასტუმრო სოხუმის რივიერას მშენებლობაზე მუშაობენ. მათი რაოდენობა 40-დან 50-მდე მერყეობს.
სოხუმის რივიერა რუსულმა არქიტექტურულმა სალონმა Boriev&Partners-მა დააპროექტა, რომელსაც ოფისები ნალჩიკსა და სოჭში აქვს. 2013-2015 წლებში სწორედ ეს სალონი მუშაობდა სოხუმის საფეხბურთო სტადიონის სრულ რეკოსტრუქციაზე, რაზეც რუსეთის ფინანსური დახმარებიდან 700 მილიონი რუბლი (12,5 მილიონი დოლარი) დაიხარჯა და აქედან 110 მილიონი (2 მილიონი დოლარი) უკვალოდ გაქრა.
ოფიციალურად, ხუთსართულიანი სასტუმრო, სადაც კორეელი მუშახელია დასაქმებული, სოხუმელ ბიზნესმენს ალისა გულარიას ეკუთვნის, თუმცა 186 მილიონი რუბლის (დაახლოებით 3,3 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობის შეღავათიანი კრედიტი მშენებლობისთვის ერთ-ერთმა რუსულმა ბანკმა გამოყო. მშენებარე სოხუმის რივიერას გარდა გულარიას ასევე ეკუთვნის კაფეების ქსელი დოლჩე ვიტა სოხუმში და ტურისტული კომპანია აფხაზეთის ტური.
ოკუპირებულ სოხუმში დასაქმებული ერთ-ერთი ჩრდილო კორეელი
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2017 წლის აგვისტოსა და დეკემბერში მიღებული რეზოლუციები, ფხენიანისთვის ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირების გარდა, ჩრდილო კორეიდან შრომითი მიგრანტების მიღებასაც კრძალავს.
გაეროს წევრი ქვეყნები, მათ შორის, რუსეთიც, რომელმაც ამ რეზოლუციებს მხარი დაუჭირა, ვალდებულნი არიან ჩრდილო კორეელ მუშახელს სამუშაო ვიზები გაუუქმონ და უკან სამშობლოში გაამგზავრონ. ამ სანქციის მიზნებს საერთაშორისო მიმომხილველი ალექსეი კოვალი ასე განმარტავს:
ჩრდილო კორეის რეჟიმი მონურ შრომითი მიგრაციას მთლიანად აკონტროლებს და ამ გზით, წელიწადში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. სწორედ ამ ფინანსური რესურსის შეზღუდვა სურთ აშშ-სa და სხვა ქვეყნებს
"ჩრდილო კორეის ყველა მოქალაქე, რომლებიც დაქირავებულები არიან და უცხოეთში ერთ წელზე მეტხანს მუშაობენ, დეპორტირებულები უნდა იქნან უკან კორეაში. სწორედ ეს ადამიანები არიან კიმ ჩენ უნის რეჟიმისთვის უცხოური ვალუტის მთავარი შემომტანები. ჩრდილო კორეის რეჟიმი მონურ შრომითი მიგრაციას მთლიანად აკონტროლებს და ამ გზით, წელიწადში, დაახლოებით, 900 მილიონი დოლარის შემოსავალს იღებს. სწორედ ამ ფინანსური რესურსის შეზღუდვა სურთ აშშ-სა და სხვა ქვეყნებს".
საქართველოს და ჩრდილოეთ კორეას დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის მარტში აქვთ დამყარებული, თუმცა გასაგები მიზეზების გამო, არანაირი ოფიციალური კონტაქტი, თბილისსა და ფხენიანს შორის აღარ ყოფილა.
2017 წლის შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც რუსეთში ჩრდილო კორეის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომ "ყირიმის რეფერენდუმის" შედეგებს სცნობს და ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს", საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაჩნდა მოლოდინი, რომ ფხენიანი "უფრო შორსაც წავიდოდა".
ოკუპირებულ ცხინვალში ოსი სეპარატისტების ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა იმ დროს განაცხადა, რომ "კორეელი ბიზნესმენები" დაბა კვაისაში მიტოვებული სპილენძისა და თუთიის საბადოებითაც კი "დაინტერესდნენ", თუმცა ამის იქეთ საქმე აღარ წასულა.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები