მაიკლ კეის სახელით
ჩემი ლაღი, ჭკუამხიარული და ონავარი მეგობარი გოგო-ბიჭები რომ ჩამოვსხდებით და ცხრა მთას იქით დატრიალებული ამბებითაც მოვიფხანთ ენას, ხშირად ომზე ვიწყებთ საუბარს; იმ ომზე, რომლისაც ძალიან გვეშინია. აი, არარსებულ ომზე, რომელიც გვგონია, რომ სულ სადღაც ჩასაფრებულია და ჩვენი ახალგაზრდული, სულელური ბედნიერების შურს. განა ბევრი ომი მინახავს! თორმეტი წლის თუ ვიქნებოდი აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მაგრამ იმდროინდელი ერთი მოგონება დღემდე ვერ ამოვიგდე გონებიდან: ომის პერიოდში მთვრალმა მეზობელმა ტყვია რომ გაისროლა ეზოში, მე კი ისედაც შეშინებულმა ტელევიზორში მოსმენილი ამბებით, ნელა, ძალიან ნელა ჩავისველე და ხის იატაკზე არც მთლად ჩემი შიშისხელა, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი გუბე დავაყენე. იმის მერე ომს ჩემთვის იმ თბილი, ყვითელი და მძიმე შარდის სუნი აქვს, ჩემი საყვარელი საზაფხულო ფერადი შორტი რომ გამიფუჭა.
ბევრი რამ წაგვიკითხავს, მოგვისმენია თუ გვინახავს იმ მრავალ საშინელებაზე, რაც ომს დაუტრიალებია: გაუპატიურებული ქალები, დახოცილი ბავშვები, დაქვრივებული ცოლები თუ მშიერი და ნატანჯი ჯარისკაცები. ყველაფერი ისეა, თითქოს ომზე ახალს ვეღარაფერს მოჰყვები და ვერც ვერავინ გეტყვის რამე განსხვავებულს. სწორედ ამ განწყობით დავიწყე ჯონ მაქსველ კუტზეეს წიგნის, „მაიკლ კეის ცხოვრება და დროების“ კითხვა, მაგრამ პირველივე აბზაციდან გუმანით ვიგრძენი, რომ მოლოდინები უნდა შემეცვალა...
წიგნი იწყება დაბადებით. სამხრეთ აფრიკის ქალაქ კეიპ-თაუნში სამყაროს მოევლინება კიდევ ერთი ჩვეულებრივი ბავშვი, ან არაჩვეულებრივი, როგორც სხვები იტყვიან, მაიკლ კეი ხომ კურდღლის ტუჩით დაიბადა. ეს დამახასიათებელი ფიზიკური ნიშანი მაიკლ კეის ცხოვრების ბოლომდე დამღას დაასვამს, ხალხს მისი ყოველთვის შეეშინდება, შეეზიზღება ან საუკეთესო შემთხვევაში შეეცოდება. ამის გამოისობით ის ისწავლის კოლექტიური აზროვნებისგან დამოუკიდებელ ფიქრს, პირადი ღირებულებების მეტად დაფასებასა და სამყაროს უკეთ შეცნობას. თხრობის ერთ მონაკვეთში, როცა მაიკლი უკვე 31 წლისაა, „ფიზიკური ნაკლის“ გამოსწორებას შესთავაზებენ ქირურგიული ჩარევით, თუმცა ის მტკიცე უარზეა, რადგან იცის, რომ ცვლილებები არ სჭირდება - უნდა, ისეთივე დარჩეს, როგორიც არის.
მაიკლ კეი მებაღეობას შეიყვარებს. მან იცის, რომ მცენარეები დედამიწის ისეთივე შვილები არიან, როგორიც ადამიანები; მათაც სჭირდება მოვლა, ყურადღება და მზრუნველობა, ოღონდ სანაცვლოდ არაფერს ითხოვენ, არაფერს გემდურიან, პირიქით - თავიანთი ყველაზე ჯანსაღი ნაყოფითაც კი გამარაგებენ. ამიტომაც დაუახლოვდება ყველაზე მეტად კეი მცენარეებს, სამსახურსაც იშოვის და ქალაქის ფლორაზე იზრუნებს, სანამ აპართეიდის საშინელი განუკითხაობა მთელ ქვეყანას არ მოიცავს და მაიკლიც სამსახურს არ დაკარგავს.
სიმართლე რომ ითქვას, მაიკლ კეის ბევრი არაფერი გაეგება ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო მოვლენებისა. მხოლოდ ერთი იცის, რომ სამსახური დაკარგა და ავადმყოფ დედას მშობლიურ ფერმაში სურს დაბრუნება. იმის ფონზე, რომ ქალაქიდან გამავალი ყველა სატრანსპორტო გზა სამხედროების მიერ კონტროლდება და ნებისმიერი ტრანსპორტით მგზავრობა შეზღუდულია, დედა-შვილს კი ქალაქში აღარ დაედგომება, მაიკლ კეი გადაწყვეტს, თვითონ შეაკეთოს ერთი უხეირო ურიკა, შიგ ჩასვას ავადმყოფი დედა და ასობით მილი ასე ხელით გაატაროს, რათა ერთადერთ ახლობელ ადამიანს სიკვდილის წინა ოცნება აუსრულოს.
მთელი მოგზაურობის განმავლობაში კეის მრავალი დაბრკოლება შეხვდა, ათას შარში გაეხვა და ორი ამდენივე უბედურება დაატყდა თავს, მაგრამ ყოველთვის, როცა კი წარმოიდგენდა ადგილს, საითკენაც მიეშურებოდა, სხვა ყველაფერი კარგავდა აზრს. ფერმა ხომ ის ჯადოსნური ადგილია, სადაც ყველაზე ნოყიერ ნიადაგში სულ მარტივად მოიყვანდა ბოსტნეულს, გაახარებდა ხილს და იქნებ, რამდენიმე შინაური ცხოველიც ეშოვა მოსავლელად.
ამის მიუხედავად, მაიკლ კეის ხან იძულებით მუშად გაამწესებენ, ხან აჯანყებულად მონათლავენ, ხანაც დაზარებულად ცნობენ და თავშესაფარს შესთავაზებენ. მაიკლ კეი ვერაფერს ხვდება და არ ესმის, რას ითხოვენ მისგან. მან არ იცის, რა არის ომი და ამ ომის ხმაურით რატომ შეიშალნენ ადამიანები, რას ერჩიან მას და უბრალოდ რატომ თავს არ ანებებენ. მას ხომ ერთი პატარა, ძალიან პატარა სურვილი აქვს - იცხოვროს თავისთვის დედამისის მშობლიურ ფერმაში და საკუთარი ოფლით მოიპოვოს მოსავალი. არა, კეის არ სჭირდება ომის სახელით შეთავაზებული თავშესაფარი, სამუშაო თუ საკვები, რადგან მას შეუძლია იმით გაიტანოს თავი, რასაც სამყარო სთავაზობს - უსისხლო სარჩო, რომელიც დედამიწის წიაღიდან გამოაღწევს, ნელა წამოიზრდება, აყვავილდება და ნაყოფს მოისხამს.
ეს წიგნი ერთი დიდი ოდისეაა კაცისა, რომელიც ერთგულია თავისი ადამიანობის, ღირებულებებისა და ოცნებების, რომელთაც გულით მუდამ თან დაატარებს, ან ჯიბით - ნესვისა და გოგრის თესლის სახით, რომელთაც ერთ დღეს აუცილებლად უნდა გაიხარონ. ამ ამბავს სამხრეთაფრიკელი მწერალი ჯონ მაქსველ კუტზეე თავისი ერთი შეხედვით მშრალი წერის სტილით ყველაზე გულახდილ, გულწრფელ ისტორიად აქცევს, სადაც მკითხველს არ აწუხებს ყალბი პათოსის გრძნობა, ფამილარული ემოციების მოზღვავება და გადამტკბარი წინადადებების სიხშირე - ამ წიგნში ყველაფერი ზომიერედაა, მიუხედავად მასში აღწერილი უსამართლობის ზღვარგადასულობისა.
1983 წელს მწერლის ამ რომანმა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემია „ბუკერი“ მიიღო და ამით ეს ნაწარმოები, ალბათ, სათანადოდაც დაფასდა. ჩემი მხრივ კი, ვიცი, რომ ოდესმე, სადაც უნდა ვიყო, მექნება საკუთარი მიწა, სადაც მოვიყვან ბოსტნეულს, ავიღებ მოსავალს, საუკეთესო ნაყოფთაგან შევინახავ თესლს, დაველოდები მომდევნო გაზაფხულს და ისევ ახალ მოსავალს მოვიმკი. და ამ ყველაფერს გავაკეთებ მხოლოდ მაიკლ კეის სახელით, მისი აუხდენელი ოცნებების პატივსაცემად.
-
"გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე "გახდა აგრესიული და განახორციელა თავდასხმა პოლიციელზე — ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა" — ალექსანდრე დარახველიძე გორის ინციდენტზე
გადახედვა
-
CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს CERN-ში ნაწილაკის ახალი მდგომარეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს როგორ გამოიყურებოდნენ პირველი ევროპელები — მეცნიერებმა ახალი მოდელი შექმნეს
გადახედვა
-
რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის რატომ ჰქონდა შუა საუკუნეების ირლანდიას კანონები ფუტკრებისთვის
გადახედვა
-
ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]" ლაშა აბისონაშვილის დედა: "როგორც გავიგე, აპირებდნენ რომ წამალი ჩაედოთ მისთვის [პაპუნა ლოცულაშვილისთვის]"
გადახედვა
-
ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე ფაქტი არის ძალიან მძიმე, გულგრილი ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა — კახა კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე
გადახედვა
-
"თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა "თითქოს პატიმარი გათავისუფლდა" — 88 დღის შემდეგ ირანში ინტერნეტი დაბრუნდა
გადახედვა
-
ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო ნიდერლანდებში, ტბაში მარნეულელი 18 წლის ბიჭი დაიხრჩო
გადახედვა
-
ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში ტიმ დეიშის სემინარი-ვორქშოპი თბილისში
-
რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი რუსეთმა და თალიბანმა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას მიხეილ სარჯველაძე: ველოდებით როდის დაიწყებენ ევროპული სახელმწიფოები დიუშენის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვას
გადახედვა
-
ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ის სახდეპის წარმომადგენლებს შეხვდნენ
გადახედვა
-
საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს საბავშვო ბაღში 2 წლის ბავშვის ცემის ბრალდებით დაკავებულ აღმზრდელს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა რომის პაპმა Ferrari-ის პირველი ელექტრომობილი გამოცადა, საჩუქრად კი საჭე შერჩა
-
ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება ახალი კვლევის თანახმად, ზედმეტი ძილიც სწრაფ დაბერებასთან ასოცირდება
გადახედვა
-
გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა გიორგი ფხაკაძე: ამ ეტაპზე საქართველოში დადასტურებულია დენგეს ერთი შემთხვევა
გადახედვა
-
დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი დიპლომატიის აკადემიის 2026 წლის სავარაუდო ბიუჯეტი 2 993 675 ლარი იქნება — "ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი ირაკლი ზარქუა: პოლიციელი გმირია და ემსახურება მართლწესრიგს, მაგრამ არის გადაცდომები, სადაც მთავარი არის კანონი
გადახედვა
-
სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება! სითი მოლში ბავშვთა დაცვის დღე საზეიმოდ აღინიშნება!
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას" ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" იმ რეჟიმის მთავარი მოკავშირეა, რომელიც აცხადებს: "სიკვდილი ისრაელს, სიკვდილი ამერიკას"
გადახედვა
-
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში 1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
კომენტარები