აშშ რუსულ აგრესიის წინააღმდეგ $5 მილიარდს გამოყოფს
აშშ-ს სენატის თავდაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსულ აგრესიასთან საბრძოლველად თავდაცვის ბიუჯეტში დამატებით $5 მილიარდი გამოიყოფა. წლევანდელი პროექტის თანახმად, თავდაცვის ბიუჯეტმა რეკორდული თანხა - $700 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული, ოდენობა 15 პროცენტით მეტია 2016 წლის სამხედრო ბიუჯეტზე.
ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალის განსათავსებლად და შესანახად $5 მილიარდი გამოიყოფა. როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ევროპელი პარტნიორების სიმშვიდისა და ნატოს პოზიციების გასამყარებლად კეთდება.
დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ინდივიდუალურ დახმარებას ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, უკრაინისთვისაც. უკრაინის დასახმარებლად თავდაცვის ბიუჯეტში გამოყოფილია $350 მილიონი თუმცა, დოკუმნეტში აღნიშნულია, რომ თანხის ნახევარს უკრაინა მხოლოდ სამხედრო რეფორმების გატარების შემდეგ მიიღებს.
"შეკავების ევროპული ინიციატივის" შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ს თავდაცვის კომიტეტი ცალკეულად გამოყოფს 100 მილიონ დოლარს ბალტიის ქვეყნებისთვის. აღნიშნული თანხა ბალტიის ქვეყნებმა შესაძლო რუსული აგრესიის მაქსიმულურად ეფექტიანად შეკავებისთვის უნდა გამოიყენონ.
ნაციონალური თავდაცვის დოკუმენტში ასევე გათვალისწინებულია რუსული პროპაგანდის საფრთხეები. დოკუმენტის მიხედვით, საკაბელო ტელევიზიის ოპერატორებს აქვთ უფლება, უარი თქვან საკუთარ ქსელში იმ კონტენტის განთავსებაზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების დახმარებით ან დაფინანსებით არის შექმნილი.
მოცემული დოკუმენტი, ასევე, უკრძალავს აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს კასპერკის ლაბორატორიის ნებისმიერი პროდუქციის გამოყენებას. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კასპერკი აქტიურად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან.
"აუცილებელია, ყველა სამუშაო კომპიუტერიდან წაიშალოს კასპერსკის ნებიერმიერ პროგრამა და ამის შესახებ ანგარიში სენატს ჩაბარდეს", - ნათქვამია დოკუმენტში.
თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში რუსეთის საკითხს ცალკე თავი დაეთმო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგაც, რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ ქმედებებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ნატოს და მის მოკავშირეებს. აღნიშნული დოკუმენტი საფრთხედ განიხილავს რუსეთის სამხედრო ძალის დაჩქარებულ ზრდას არქტიკისა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში. ასევე, ნახენებია ბირთვული პოტენციალის ფორსირებული ზრდაც.
აშშ-ს ინტერესებისთვის საფრთხის შემცველად დასახელდა რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ასევე, კიბერ თავდასხმები და არჩევნებში ჩარევის მცდელობაც.
თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი ჯერ წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცოს, ამის შემდეგ დოკუმენტის საბოლოო ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები