მარტოხელა მშობლის სტატუსი ხელახალი ქორწინებით შეიძლება აღარ შეწყდეს
ფოტო: 123RF
საქათველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი ქორწინების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება აღარ გახდეს.
სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ იქნა საკანონმდებლო წინადადება, რომელზე დაყრდნობითაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა კანონპროექტი. პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანას შეეხება.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ არასწორია, როდესაც მარტოხელა მშობელი ქორწინების რეგისტრაციისთანავე კარგავს კანონით გათვალისწინებულ შეღავათს, რადგან "დედინაცვლის/მამინაცვლის ინსტიტუტი ვერ უზრუნველყოფს" გერის სრულყოფილად ზრუნვის შესაძლებლობას ისე, როგორც ეს შვილის შემთხვევაში ხდება.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირი სარგებლობს გარკვეული შეღავათებით. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება წლიური 3000-ლარიანი შემოსავალი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში შეყვანის შემთხვევაში კი იღებს ყოველთვიურ შემწეობას. ქორწინების რეგისტრაციის შემთხვევაში კი მარტოხელა მშობელი ამ შეღავათებს კარგავს.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ თუ ქორწინებისთანავე მშობელს სტატუსი შეუწყდება, კანონით დაურეგულირებელი რჩება განქორწინების შემთხვევაში ბავშვზე ზრუნვის ტვირთის განაწილება, მარტოხელა მშობლის სტატუსის ხელახლა მიღება, საბავშვო ბაღში ან სკოლაში ბავშვის რეგისტრაციის, ბავშვის ჯანმრთელობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
მოქმედი რედაქციის მიხედვით, მარტოხელა მშობელი არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ. აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და შვილად აყვანის მომენტში არ იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამავე 1191-ე მუხლის თანახმად, მარტოხელა მშობლის სტატუსის გაუქმების საფუძველია პირის რეგისტრირებულ ქორწინებაში შესვლა.
-
მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა მარიკა არევაძის ინფორმაციით, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ კაცს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს BMG: ზაზა ფაჩულია რაჭაში ჰესს ააშენებს
გადახედვა
-
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე თბილისის მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება
გადახედვა
-
ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან "სააღდგომო ზავი" გამოაცხადა
გადახედვა
-
Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ Wednesday-ის მესამე სეზონს ლინა ჰიდი და სხვა ვარსკვლავები შეუერთდნენ
გადახედვა
-
ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს ზენდეიამ და ლო როუჩმა ერთობლივი კოლექცია შექმნეს
გადახედვა
-
მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა მეთიუ პერის სიკვდილის საქმეზე "კეტამინის დედოფალს" 15 წელი მიესაჯა
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ? ქვიზი: რომელი სააღდგომო კვერცხი ხარ?
-
ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე? ტესტი: რა იცი Artemis 2-ის მისიაზე?
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული სიმღერა პირველი ფრაზით
-
როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად როკის დაბადება და გარდასახვა — როგორ იქცა მუსიკა ეპოქის ხმად
გადახედვა
-
ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ შემდგომში კიდევ გვქონდეს რაიმე საუბარი ამასთან [სინდისის პატიმრების შეწყალებასთან] დაკავშირებით
გადახედვა
-
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივია დაიწყო — გაიგე, როგორ ჩაერთო სკოლის შეჯიბრში
-
წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა წალკაში ცოფის შემთხვევა დადასტურდა — ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა
გადახედვა
-
რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ? რა გვასწავლა არტემის 2-ის მისიამ?
გადახედვა
-
შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს" შსს: "სტუმრად მისული კაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ავტომობილით ტყეში დატოვეს"
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს? ქვიზი: როგორ უმკლავდები სააღდგომო სამზადისს?
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-16 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე ვიდეო: რევაზ სოლომონია ილიაუნიში მოლეკულური ბიომეცნიერებების პროგრამის დახურვაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი — Weitai შემოიყვანა
კომენტარები