10 ახალი წიგნი რომელიც გელოდებათ თბილისის წიგნის დღეებზე
ლიტერატურის მოყვარულები დიდი დღესასწაულისთვის უკვე ემზადებიან. 9-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, ექსპოჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება, სადაც სხვადასხვა გამომცემლობები თავის გამოცემულ წიგნებს განსაკუთრებულ ფასებში წარადგენენ. წიგნის დღეებისთვის განსაკუთრებით ემზადება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, რომელმაც სპეციალურად ფესტივალისთვის ძალიან გრძელი წიგნების კატალოგი მოამზადა.
ჩვენ წარმოგიდგენთ ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემულ ათ წიგნს, რომელიც წიგნის დღეებზე აუცილებლად უნდა შეიძინოთ.
1. წრიპა ბიჭის დღიური - „მკვდარი სეზონი“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ სულ ახლახან გამოსცა წრიპა ბიჭის დღიურის მეოთხე ნაწილი, რომელსაც „მკვდარი სეზონი“ ჰქვია. მეოთხე ნაწილი ამერიკაში 2009 წელს გამოიცა და New Yourk Times-ის ბესტსელერებში 25 კვირის განმავლობაში ადგილს არავის უთმობდა.
წრიპა ბიჭის დღიურის ამ ნაწილში მთავარი გმირს, გრეგ ჰეფლის ახალი აკვიატება აქვს. ის ამბობს, რომ „შინაყუდაა“, რაც მისი აზრით, უფლებას აძლევს ყოველგვარი პასუხისმგებლობებისგან და მოვალეობებისგან თავისუფალი იყოს. არადა, ამ დროს გარეთ გაგანია ზაფხულია. ბავშვები ერთობიან, თამაშობენ და არდადეგებით ტკბებიან. გრეგ ჰეფლის ახირება ოჯახში განხილვის საგანი ხდება. დედამისი ფიქრობს, რომ ბავშვმა ზაფხულის არდადეგები სხვაგვარად უნდა გამოიყენოს და არა კომპიუტერის ეკრანთან ვიდეო თამაშებით თავის შექცევით. ამ წიგნის მთავარი ამოცანაა გაარკვიოს, ვისი აზრი გაიმარჯვებს - გრეგისა თუ დედამისის?
2012 წელს შედგა ამ წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმის, Diary of a Wimpy Kid: Dog Days, პრეზენტაცია. ფილმი დეივიდ ბოუერმა გადაიღო და მასში მთავარ როლს ზაქარი გორდონი, რობერტ კაპრონი და დევონ ბოსტიკი ასრულებენ.
2. პანი
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ „ლიტერატურული ოდისეას“ ფარგლებში კნუტ ჰამსუნის მისტერიების შემდეგ, ავტორის კიდევ ერთი ცნობილი რომანი, პანი გამოსცა. ამ რომანის წერა ავტორმა პარიზში ცხოვრების დროს დაიწყო და ნორვეგიაში, ქალაქ კრისტიანსენდში დაასრულა. პანი 1894 წელს გამოიცა, მისტერიების გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ. ამ დროისთვის კნუტ ჰამსუნი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ნეო-რეალიზმისა და ნეო-რომანტიზმის ერთ-ერთი საუკეთესო ავტორი.
რომანის მთავარი გმირი მონადირე და ყოფილი ჯარისკაცი, ლეიტენანტი თომას გლენია, რომელიც თავის ერთგულ ძაღლთან ერთად ტყეში ეულად ცხოვრობს. მისი ცხოვრება ედვარდასთან საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ერთიანად იცვლება. ედვარდა ახლომდებარე ქალაქში მოღვაწე ვაჭარის ქალიშვილია, რომელსაც თომასი უცნაურ ვითარებაში გაიცნობს. რომანის მთავარი გმირებს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდებათ, თუმცა ერთმანეთის გრძნობების არაფერი ესმით. ედვარდას გარშემო არსებული საზოგადოების გამო, თომას გლენს მრავალი დაბრკოლებისა და ტრაგედიის გადატანა უწევს, რომელსაც ავტორი განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს.
რომანის მიხედვით არაერთი ფილმია გადაღებული. პირველი ადაპტაცია ნორვეგიელმა ჰარალდ შვენცენმა გადაიღო, რომლის გერმანული ვერსია ნაცისტური გერმანიის ეპოქაში, ჯოზეფ გებელსის ცენზორობით გამოვიდა. ფილმის მეორე ადაპტაცია 1962 წელს გამოვიდა, მესამე 1995, ხოლო მეოთხე 2011 წელს.
თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რატომ ეცვა მისტერიების მთავარ გმირს მუდამ ყვითელი პიჯაკი და ამაზე ფიქრი მოსვენებას გაკარგვინებთ, იცოდეთ, რომ პანიც სავსეა კნუტ ჰამსუნისთვის დამახასიათებელი სიმბოლიზმით, რომელიც მკითხველს წიგნის პირველივე გვერდიდან უამრავ შეკითხვას უჩენს.
3. ოთახი
„ოთახი“ ირლანდიელ-კანადელმა მწერალმა ემა დონაჰიუმ 2010 წელს გამოაქვეყნა და რომანი მკითხველთა და კრიტიკოსთა ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა, „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ კი ის წლის ბესტსელერად და საუკეთესო წიგნად დაასახელა.
ცნობილია, რომ ჩაკეტილი სივრცე მოზარდის განვითარებას, სოციალური უნარების ჩამოყალიბებას უშლის ხელს, ამიტომ მნიშვნელოვანია თავისუფალი გარემოს შექმნა. სწორედ ამ უფლებისთვის, თავისუფლებისთვის იბრძვიან ასეთ ჩაკეტილ, გარემოსგან მოწყვეტილ სივრცეში, ერთ პატარა ოთახში დაბადებული ხუთი წლის ჯეკი, რომელსაც რეალური სამყარო თვალით არ უნახავს, და მისი "დე", რომელსაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ რეალურ სამყაროში დაბრუნება უნდა.
2015 წელს წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა უამრავი ჯილდო, მათ შორის ოთხი ოსკარი დაიმსახურა.
4. ხოჭოების დედოფალი
დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ლუკრეცია კატერის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ გეგმებს აწყობენ, თუმცა მეგობრებს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ: დარკუსის მამამ მათ კატერის მიერ მისი გატაცების საქმის გამოძიება აუკრძალა, ყალთაბანდი ბიძაშვილები, ჰამფრი და პიკერინგი კი ეს-ესაა ციხიდან გამოვიდნენ... ამ ბრძოლაში ბავშვებს ლუკრეციას ქალიშვილი ნოვაკიც ეხმარებათ, რომელიც დესპოტ დედას აუმხედრდა, მაგრამ შეძლებენ კი ისინი ხოჭოების დედოფლის დამარცხებას? მ.ჯ. ლეონარდის ხოჭოების დედოფალი გულგრილს თქვენს პატარებს ნამდვილად არ დატოვებს.
5. ფაუსტი II
უდიდესი გერმანელი დრამატურგის მაგნუმ-ოპუსის, ფაუსტის მეორე ნაწილი სწორედ ის წიგნია, რომელიც წიგნის დღეებზე აუცილებლად უნდა შეიძინოთ. გერმანელმა მწერალმა ფაუსტის მეორე ნაწილი 1832 წელს გამოაქვეყნა, პირველი ნაწილის გამოსვლიდან 26 წლის შემდეგ.
ფაუსტის მეორე ნაწილში მოქმედება ხუთ მთავარ აქტად მიმდინარეობს. პირველი ნაწილის ტრაგიკული დასასრულის შემდეგ, გოეთემ ფაუსტის მეორე ნაწილში სხვა ფილოსოფიური აქცენტების გაკეთება გადაწყვიტა. ამ წიგნში, ფაუსტი მეფისტოფელთან ერთად დროსა და სივრცეში მოგზაურობენ და კავშირს ამყარებენ მითოლოგიურ გმირებთან. მეორე ნაწილის ერთ-ერთი მთავარი პასაჟი ფაუსტის მიერ ეშმაკის მიერ დაგებული ხაფანგის დაძლევაა, რომელიც მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
იმის გასაგებად, თუ როგორ დასრულდება ფაუსტის გენიალური ისტორია, ნამდვილად ღირს ამ წიგნის შეძენა.
6. მიწისქვეშლები
ცხოვრება ყოველდღიური ერთფეროვნება გგონია, სანამ არ აღმოაჩენ, რომ ამქვეყნად სხვა სამყაროც არსებობს – თუნდაც მიწისქვეშ. ეს სხვა სამყარო შეიძლება გიზიდავდეს კიდეც, თუ არ იცი, რომ იქ მტრულად განწყობილი არსებები ბინადრობენ და მათ ერთ ლუკმადაც არ ეყოფი.
კალიფორნიის ერთი პატარა ქალაქის, სან-ბერნარდინოს მკვიდრი ჯეკ სტარჯესი და მისი უმცროსი ძმა, ჯიმიც ასე ფიქრობდნენ, სანამ ერთ არც თუ ისე მშვენიერ დღეს მიწისქვეშეთის ბინადარმა ტროლებმა ცამეტი წლის ჯეკი არ გაიტაცეს...
გილერმო დელ ტოროსა და დენიელ კრაუსის ფენტეზის ჟანრის რომანის, „ტროლებზე მონადირეების“, მთავარი გმირი ჯიმ სტარჯეს უმცროსი 45 წლის წინ მომხდარი საშინელი ამბების გამოსწორებას ცდილობს. მოახერხებენ თუ არა ჯიმი და მისი მეგობარი ტობი ბოროტ ძალებზე გამარჯვებას, ამას წიგნის დასასრულს შეიტყობთ.
7. ჰილჰაუსის მოჩვენება
ცნობილი ამერიკელი მწერლის, შირლი ჯექსონის წიგნი ჰილჰაუსის მოჩვენება 1959 წელს გამოიცა. თავის დროზე, წიგნმა დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა. ჰილჰაუსის მოჩვენების მიხედვით არაერთი სპექტაკლი დადგმულა. კრიტიკოსები წიგნს, თავის ჟანრში, მეოცე საუკუნეში გამოცემული წიგნების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენლად მიიჩნევენ.
წიგნის სცენარი ოთხი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის გარშემო ვითარდება, რომლებიც ზაფხულის პერიოდში იკრიბებიან მიტოვებულ აგარაკზე, რომელსაც ჰილჰაუსი ჰქვია. ლოკაცია და ადამიანები მეცნიერმა მონტეგიმ შეარჩია, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ დიდ ექსპერიმენტს შეეჭიდოს. წიგნის მთავარი გმირები უნცაურ არსებებს იძახებენ და მათ სხვადასხვა გზებით უპირისპირდებიან, თუმცა ექსპერიმენტი იმდენად სახიფათო და ამავდროულად საინტერესოა, რომ მკითხველი ვერაფრით შეძლებს გაჩერებას.
წიგნის მიხედვით ორჯერ გადაიღეს ფილმი, 1963 და 1999 წელს. 2017 წელს ცნობილი გახდა, რომ მაიკ ფლანაგანი წიგნის მიხედვით Netflix-ისთვის სერიალის გადაღებას აპირებს, რისთვისაც მსახიობები უკვე შერჩეულია.
8. ხულიო კორტასარის მოთხრობების კრებული „თამაშები“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ არგენტინელი მწერლის ნაშრომები თარგმნა და ოთხტომეულად გამოსცა. ერთ-ერთი ტომი, რომელსაც თამაშები ქვია, კორტასარის გამორჩეული მოთხრობებისგან შედგება.
კორტასარი სიურეალიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელსაც არაერთი დიდი ნაწარმოები აქვს შექმნილი. მისი მაგნუმ-ოპუსია ცნობილი წიგნი „კლასობანა“, რომელიც მან 1963 წელს გამოსცა.
ხულიო კორტასარს საკმაოდ საინტერესო და სირთულეებით სავსე ცხოვრება ჰქონდა. ის ბელგიაში დაიბადა, თუმცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ მისი ოჯახი იძულებული გახდა არგენტინაში დაბრუნებულიყო. არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, კორტასარის მამამ ოჯახი მალევე მიატოვა, ამის შემდეგ კი ხულიოს დედა, და და ბებია ზრდიდნენ. 1951 წელს პოლიტიკური შეხედულებების გამო იძულებული გახდა არგენტინა დაეტოვებინა და პარიზში გადაბარგდა საცხოვრებლად. საფრანგეთში ადაპტაცია არ გაჭირვებია. სწორედ იქ ცხოვრების პერიოდში დაიწყო მთარგმნელობითი საქმიანობა და საკუთარი ნაშრომების შექმნა.
მისი ცხოვრებისეული გზა და გამოცდილება კარგად არის ასახული მის მოთხრობებსა და რომანებში.
9. შიშველი საუზმე
ამერიკელი ავტორის, უილიამ ბეროუზის მიერ დაწერილი ნოველა შიშველი საუზმე პირველად 1959 წელს გამოიცა. წიგნს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება როგორც ამერიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც. ამერიკულმა ჟურნალმა Time's Magazine-მ აღნიშნული წიგნი 100 საუკეთესოში შეიყვანა და მკითხველს მოუწოდებდა, რომ აუცილებლად წაეკითხათ.
წიგნს შიშველი საუზმე შემთხვევით არ ჰქვია. მას არ აქვს რომანისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი სტრუქტურა. აქ თითოეულ თავს თავისი ისტორია აქვს, რომელიც ერთმანეთს თავისუფლად უკავშირდება. წიგნში გადმოცემულია სულ სხვანაირი რეალობა, სხვა ამერიკა და ადამიანის სხვა ცხოვრება, რომელიც ყველასთვის ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცნობია. წიგნში ყველაფერი გაშიშვლებულია - მთავარი გმირის სახით დაწყებული, გარემოთი დამთავრებული. იშვიათია ავტორმა ასეთი ოსტატობითა და სიზუსტით აღწეროს ის, რასაც დედამიწის მოსახლეობის დიდი ნაწილი პირისპირ ეჩეხება.
ცნობილია, რომ ბეროუზმა წიგნის დაწერისას საკუთარი გამოცდილებით იხელმძღვანელა. ის ადგილები, რომელსაც ავტორი აღწერს, მისთვის ზედმეტად მშობლიურიც კია. ურთიერთობა ნარკოტიკებთან და სხვა დაბრკოლებები, რომელსაც წიგნში შეხვდებით, ბეროუზის ცხოვრების ნაწილია.
1991 წელს დეივიდ კრონენბერგმა ბეროუზის ამ და სხვა ნაშრომების მიხედვით ფილმიც კი გადაიღო.
10. ტროლებზე მონადირეები
ტროლებზე მონადირეები რეჟისორი გილერმო დელ ტოროსა და მწერალი დენიელ კრაუსის ერთობლივი ნაწარმოებია, რომელიც ჯიმ სტარჯისა და მისი ოჯახის თავგადასავლის შესახებ მოგვითხრობს.
ჯიმის მამა თავისი შვილის უსაფრთხოებაზე გადამეტებულად და პარანოიდულად ნერვიულობს. ჯიმი თავიდან ვერ ხვდება, რატომ არის მამა ასეთი ფეთიანი, მაგრამ შემდეგ გაიგებს, რომ არსებობს ტროლების სამყარო, ხოლო მისი ძმა ამ სამყაროს ბინადრებმა მოიტაცეს. სწორედ ეს აშინებს ჯიმის მამას და ამიტომ დაჰფოფინებს თავზე შვილს. მაგრამ მალე ჯიმს თავად მოუწევს ტროლებთან დაპირისპირება, როცა მათი სამყაროდან ბიძია ჯეკი ბრუნდება და ძმის შვილს შავი გუნმარის დამარცხებაში დახმარებას სთხოვს.
წიგნის სიუჟტი ძალიან აქტიური და სწრაფია, ამიტომ მისი მკითხველი აუცილებლად გაერთობა და ისე წაიკითხავს, რომ ვერც კი მიხვდება, როგორ გავიდა დრო.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა










კომენტარები