ფინანსური განათლება, მხარდაჭერა და ახალი შესაძლებლობები ქალი მეწარმეებისთვის
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
ყოველი ბიზნესი იდეით იწყება, თუმცა დროთა განმავლობაში წარმატების მთავარი განმსაზღვრელი არა მხოლოდ იდეა, არამედ მისი სწორად განვითარებისა და მართვის უნარი ხდება. სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი ქალი, რომელიც საკუთარ ბიზნესს ავითარებს, ქმნის სამუშაო ადგილებს და ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, პროფესიული განვითარებისა და ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
ქალები ბიზნესში — Women in Business პროგრამა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და პროკრედიტ ბანკი პარტნიორობით ახორციელებენ, სწორედ ამ მიმართულებით ქმნის დამატებით შესაძლებლობებს. პროგრამა ქალ მეწარმეებს სთავაზობს როგორც ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას: ტრენინგებს, საკონსულტაციო პროექტებსა და განვითარების შესაძლებლობებს, რომლებიც ბიზნესის ეფექტიან მართვასა და გრძელვადიან ზრდას უწყობს ხელს.
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
"როდესაც ხედავ, რომ შენს იდეებსა და მიზნებს არა მხოლოდ ფინანსური რესურსით, არამედ ცოდნითა და განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივებითაც უჭერენ მხარს, ეს დამატებით მოტივაციას გაძლევს, უფრო თამამად დაგეგმო ბიზნესის შემდეგი ნაბიჯები“. — ნინო დევაძე, მუსიკის სახლი.
პროგრამის ერთ-ერთი ახალი ინიციატივა ფინანსური მენეჯმენტის ჯგუფური საკონსულტაციო პროექტი იყო, რომელშიც ოთხი ქალი მეწარმე ჩაერთო. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სხვადასხვა სფეროში საქმიანობენ, ბიზნესის განვითარების პროცესში მსგავსი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ — როგორ დაგეგმონ ფინანსები უფრო ეფექტიანად, მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები და შექმნან ბიზნესის მდგრადი ზრდისთვის მყარი საფუძველი. ექვსთვიანმა საკონსულტაციო პროექტმა მათ შესაძლებლობა მისცა საკუთარი ბიზნესი ფინანსური მართვის პერსპექტივიდან შეეფასებინათ, ახალი მიდგომები გამოეცადათ და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოსაყენებელი პრაქტიკული ინსტრუმენტები შეესწავლათ. მიღებული ცოდნა მათ ბიზნესის ფინანსური პროცესების უფრო ეფექტიანად მართვაში დაეხმარა.
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
“ფინანსური მენეჯმენტის პროექტმა საშუალება მომცა, ჩემი ბიზნესის ფინანსურ პროცესებს უფრო სტრუქტურირებულად შევხედო“, — სალომე ინაძე, რე-ფრეში.
ფოტო: პროკრეიტ ბანკი
“ბევრი ბიზნეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ფინანსურ შედეგებზე აისახება. ამ პროგრამამ კიდევ ერთხელ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსების სწორად მართვა, რათა ბიზნესი არა მხოლოდ დღეს, არამედ გრძელვადიან პერიოდშიც მდგრადად განვითარდეს”. — თეონა ჩაჩუა, კოპტერ ტექი.
ფინანსური მხარდაჭერა, ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება — სწორედ ამ სამი კომპონენტის გაერთიანებას ემსახურება პროგრამა — ქალები ბიზნესში. უკვე მესამე წელია, EBRD-ისა და პროკრედიტ ბანკის პარტნიორობით, ის ქალ მეწარმეებს ეხმარება არა მხოლოდ ბიზნესის განვითარებაში, არამედ იმ უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებაშიც, რომლებიც გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.
ფოტო: პროკრედიტ ბანკი
“ბიზნესის განვითარება მუდმივ ზრდასა და ახალ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. რაც უფრო ვითარდები და ახალ ცოდნას იძენ, მით უკეთ ახერხებ ცვლილებებთან ადაპტირებას და ბიზნესის შემდეგ ეტაპზე გადაყვანას”, — ნინო მერის მაძღარაშვილი, Nino Meris.
ბიზნესის განვითარებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც მეწარმეს ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და სწორი მხარდაჭერის დახმარებით საკუთარი იდეის წარმატებულ ბიზნესად გადაქცევაში ეხმარება.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ქალები ბიზნესში რეგიონალური პროგრამის ფარგლებში.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები