ელენე ხოშტარია: რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ
კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია რუსთავის N5 პენიტენციური დაწესებულებიდან საზოგადოებას მიმართავს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მადლობას უხდის მხარდამჭერებს და სოლიდარობას უცხადებს კრიტიკულ მედიას, კერძოდ პროკურატურაში დაბარებულ ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილს.
- საია: სახელმწიფო ვალდებულია ელენე ხოშტარიას ადეკვატური მკურნალობა და სამოქალაქო კლინიკაში დროული გადაყვანა უზრუნველყოს
- ლანა ღოღობერიძე: ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ იმაზეა ლაპარაკი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ელენე ხოშტარიას საავადმყოფოში გადაყვანა და ეს საკამათო და საფიქრალია
- ქეთევან ბაკარაძე: მესამე დღეა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დუმს პარლამენტში, მომხდარ შესაძლო სისხლის სამართლის დანაშაულზე
- კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
ხოშტარია აღნიშნავს, რომ მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, მმართველი გუნდი მას სუსტ პოზიციაში ვერ დაინახავს.
"პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ასეთი მხარდაჭერისთვის. პირდაპირ, რომ გითხრათ, მორიდებულადაც კი ვგრძნობ თავს, რაღაცნაირად მრცხვენია, რომ ჩემს გამო ასე შეწუხდით. დღეს, იქ, სამინისტროსთან რომ ყოფილა შეკრება, დავინახე ქალბატონი ლანა ღოღობერიძე და მთლად დავიწვი სირცხვილით. მართლა ძალიან მერიდება, რომ რაღაც ელემენტარულ საკითხზე ესე წუხდებიან ადამიანები.
მაგრამ მინდა ყველამ ძალიან კარგად იცოდეს, რომ არ არსებობს მდგომარეობა, როდესაც მე რომელიმე ქოცი, ბიძინადან დაწყებული პატარა ზარქუათი დამთავრებული, როდესაც ისინი მე დამინახავენ მსხვერპლის როლში. არ არსებობს! ვერც დამინახავენ, ვერც კამერაში, ვერაფერში ვერ დამინახავენ. ძალიან კარგად ვარ. აუტანელი არის არა ტკივილი — ამასაც ავიტან და უარესსაც ავიტან. აუტანელი არის, როდესაც შენი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ღირსება, სიმართლე უბრალოდ აღარ ფასობს ამ ქვეყანაში და ეს უნდა გამოვასწოროთ ჩვენ. დანარჩენი, არ ვიცი, მეცინება ცოტა ისეთი სიტყვაა, მაგრამ მართლა ძალიან მძიმეა, როდესაც გაუფასურებულია ყველაფერი. მაგრამ შეხედეთ მეორე მხრიდან — რეების კეთება უწევთ იმისთვის, რომ რაღაცა შემოატრიალონ სათავისოდ სიტუაცია და არაფერი არ გამოსდით, არაფერი!", — განაცხადა ელენე ხოშტარიამ ციხიდან სატელეფონო საუბრისას.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ საპატიმროში მიმდინარე სამედიცინო კონსილიუმებსა თუ სხვა გადაწყვეტილებებზე არ ნერვიულობს და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.
"აუცილებლად გავიმარჯვებთ, თორემ მართლა არ ვნერვიულობ, საერთოდ არ მადარდებს რას გადაწყვეტენ, საერთოდ. ახლა ჩემი შვილები მოდიან და არც კი მოვუსმენ, რაც უნდათ ის გადაწყვიტონ. ვერაფერს ვერ დამაკლებენ, აბსოლუტურად.
რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა ქალბატონ მაკას, იოსელიანს, თავისი მშვენიერი გუნდით, ეგეც რომ ისე შეაწუხეს და რაც მთავარია, სრული მხარდაჭერა, სოლიდარობა "ქაშიკას", დათო ქაშიაშვილს. დღეს ის მიდის პროკურატურაში. საგანგაშოა ეს ფაქტი, რომ იბარებენ პროკურატურაში. ეს ახალი ეტაპია დევნის. ამიტომ სრული მხარდაჭერა პირადად "ქაშიკას", "ფორმულას", "ტვ პირველს", რომელიც ასევე მსხვერპლია, ხო? ისინიც დგანან დღეს წინა ხაზზე ბრძოლის და ვერაფერი ვერ გამოგვივიდოდა ისინი რომ არ ყოფილიყვნენ", — აღნიშნა ხოშტარიამ.
განცხადების დასასრულს ელენე ხოშტარია საზოგადოებას ერთიანობისა და კრიზისულ პერიოდში ერთმანეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
"ერთმანეთს ყველაფერში უნდა დავუდგეთ გვერდში. მე ძალიან მადლობელი ვარ თქვენი გვერდში დგომით და არ ინერვიულოთ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, საერთოდ არ ინერვიულოთ, ვერაფერს ვერ მოგვაკლებენ. რაც მთავარია, ერთმანეთს დავუდგეთ გვერდში ყველა კრიზისის დროს. დიუშენი იყო და გადატყდა. ტელევიზიებია და უნდა დავიცვათ. მე ვერაფერს ვერ დამაკლებენ, უნდა გავაგრძელოთ ერთმანეთის გვერდში დგომით", — თქვა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ პარტია "დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას მხარდამჭერები დღეს პენიტენციურ სამსახურთან შეიკრიბნენ, სადაც მის მკურნალ ექიმთა ნმისი სამკურნალოდ კლინიკაში გადაყვანის საკითხი განიხილება.
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
კომენტარები