82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — 24 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE), ზაფხულის პლენარული სესიის ფარგლებში, საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო.
ანგარიშში ევროსაბჭოს მკაცრად აკრიტიკებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, დემოკრატიის უკუსვლას და მმართველ გუნდს "ერთპარტიული დიქტატურის" ჩამოყალიბების მცდელობაში ადანაშაულებს.
ანგარიში, "დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში", მომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ და საბინა ჩუდიჩმა მოამზადეს.
ანგარიშში რამდენიმე საკითხია გამოყოფილი:
დემოკრატიული უკუსვლა და ევროსაბჭოს ვალდებულებები
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა რეზოლუციების მიღების შემდეგ, საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის დევნა "შეუჩერებლად გაგრძელდა", ხოლო ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა.
- PACE-ში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაზე საქართველო მიწვეული არაა
- PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი: საქართველოში ამჟამად არ არსებობს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად
- ევროსაბჭო: 2025 წლის მონაცემებით, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო პატიმრების რაოდენობით პირველ ხუთეულშია
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული "აჩენს სერიოზულ ეჭვებს ხელისუფლების ნებაზე, შეასრულოს ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი წევრობისა და გაწევრიანების ვალდებულებები". ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ ევროსაბჭოს წევრობა არის პრივილეგია, რომელსაც ახლავს უფლებები და მოვალეობები, ხოლო ორგანიზაციის სტანდარტები "ვერ გახდება კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების ან მოლაპარაკების საგანი".
ოპოზიციური პარტიების აკრძალვა და "ერთპარტიული დიქტატურა"
ანგარიშში კრიტიკულადაა შეფასებული მმართველი გუნდის ინიციატივა ოპოზიციური ძალების გაუქმების შესახებ.
- გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც "ქართული ოცნება" პარტიების აკრძალვას ითხოვს
- საიამ, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, კონსტიტუციურ სარჩელზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
- ენმ-ამ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული კანონების წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა
"პრაქტიკულად ყველა დემოკრატიული ოპოზიციური პარტიის აკრძალვის ინიციატივა და მათი ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და შეთხზული ბრალდებებით მიუღებელია. ასამბლეა იმეორებს, რომ ამ გზის გაგრძელება საქართველოში ეფექტურად დაამყარებს ერთპარტიულ დიქტატურას, რაც არღვევს არსებით დემოკრატიულ პრინციპებს და შეუთავსებელია ევროსაბჭოს წევრობასთან", — აღნიშნულია ანგარიშში.
ასამბლეა ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გამოითხოვოს საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი ოპოზიციის აკრძალვის შესახებ.
არადემოკრატიული საარჩევნო გარემო
დოკუმენტში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ქვეყანაში შექმნილი რეპრესიული გარემოსა და უკიდურესი პოლარიზაციის გამო, "ამჟამად საქართველოში ნამდვილი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პირობები არ არსებობს".
ასამბლეა იმოწმებს ევროკავშირის გაფართოების ანგარიშსაც, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი გამოირჩეოდა ძალადობით, დაშინებითა და მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეცვლილი საარჩევნო კანონმდებლობით.
პოლიტიკური პატიმრები და რეპრესიული კანონები
PACE მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. ანგარიშში ნათქვამია, რომ განსხვავებული აზრის ჩასახშობად წარმოებული პოლიტიკური დევნა აჩენს პოლიტპატიმრების არსებობის საფრთხეს.
ამ კონტექსტში, ასამბლეა "ღრმა სინანულს გამოთქვამს ოპოზიციის ლიდერებისა და სხვების, მათ შორის ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას მიმართ აშკარად შეთხზული ბრალდებებით გამოტანილი პოლიტიკურად მოტივირებული და არაპროპორციული განაჩენების გამო".
დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გააუქმოს ბოლოდროინდელი რეპრესიული კანონმდებლობა, მათ შორის:
- კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ";
- კანონი "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" (GEOFARA);
- "გრანტების შესახებ" კანონში შესული ბოლოდროინდელი ცვლილებები (რომელიც დარღვევისთვის 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).
პოლიციის მხრიდან ძალადობა და ქიმიური ნივთიერებები
PACE წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არ ჩატარებულა სარწმუნო გამოძიება აქციების დროს დაფიქსირებულ ძალადობაზე, წამებასა და არასათანადო მოპყრობაზე.
"ასამბლეა განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ ინფორმაციით, რომ თბილისში პროტესტის დასაშლელად გამოყენებულ იქნა აკრძალული ქიმიური აგენტები (ნივთიერებები). აუცილებელია ამ ბრალდებებზე სასწრაფოდ დაიწყოს სანდო და დამოუკიდებელი გამოძიება", — აღნიშნულია ინფორმაციაში.
ხელისუფლების უარი დიალოგზე და იზოლაციონიზმი
თანამომხსენებლების (ედიტეს ესტრელა და საბინა ჩუდიჩი) განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2025 წლის ნოემბერში თბილისში მათი ვიზიტისას, მთავრობის წარმომადგენლებმა, მათ შორის გენერალურმა პროკურორმა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, უარი თქვეს მათთან შეხვედრაზე, რაც "აშკარა პოლიტიკური გზავნილი იყო".
პარლამენტის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების წევრებმა თანამომხსენებლებს პირდაპირ განუცხადეს, რომ ვენეციის კომისიასთან არ ითანამშრომლებენ და ცვლილებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განახორციელებენ, თუ ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (ECtHR) დაავალდებულებთ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ და ანტაგონისტურ დამოკიდებულებას ევროპული ორგანიზაციებისა და მათი წევრი სახელმწიფოების მიმართ.
რეკომენდაცია მკაცრი მექანიზმების გამოყენებაზე
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ასამბლეა კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროსაბჭოს შესაბამის ორგანოებს, გამოიყენონ ყველა არსებული მექანიზმი (მათ შორის ევროპული კონვენციის 52-ე მუხლი), ხოლო წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, განიხილონ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივრების შეტანა (კონვენციის 33-ე მუხლი), რათა უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები