როგორ ეხმაურება საზოგადოება თემურ უგულავას გარდაცვალებას
ბიზნესმენი თემურ უგულავა, რომელიც ფილტვის სიმსივნეს ებრძოდა, 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, უგულავა ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. ბიზნესმენის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, მათ შორის, სოციალურ ქსელებშიც.
თემურ უგულავა სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის თვალსაჩინო ფიგურა იყო. მან 2010 წელს დააარსა Adjara Group, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქართული ბრენდები: ROOMS, Stamba, Fabrika, Lolita Holiday Inn Tbilisi, Shukura, Radio City და ა.შ. სწორედ ბიზნესმენის სახელს უკავშირდება Fabrika-ს, Stamba-ს და ROOMS-ის სივრცეების რეკონსტრუქცია. დღეს Stamba ძველი საბჭოთა გამომცემლობის შენობაში განთავსებული მაღალი კლასის სასტუმროა. ხოლო Fabrika ძველი საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკის ბაზაზე შექმნილი მულტიფუნქციური ურბანული სივრცეა თბილისში, რომელიც დიდ ჰოსტელს, კაფე-ბარებს, სამუშაო და შემოქმედებით სივრცეებს აერთიანებს.
"თემურის წვლილი თანამედროვე საქართველოს განვითარებაში განსაკუთრებულია. მან შექმნა პროექტები, რომლებმაც არა მხოლოდ ქართული სტუმარ-მასპინძლობის, არამედ ქვეყნის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების სახე შეცვალა.წლების განმავლობაში აჭარა ჯგუფის თითოეული ბრენდის უკან თემურის იდეები, ენთუზიაზმი და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება იდგა. მისი სურვილი იყო, საქართველოს ჰქონოდა უნიკალური, საინტერესო, ყველასთვის ღია და ხელმისაწვდომი სივრცეები, სადაც თითოეული ადამიანი, ადგილობრივი თუ საერთაშორისო სტუმარი, საკუთარ ადგილს იპოვიდა.
მას გულწრფელად სჯეროდა საქართველოს უნიკალურობის და სურდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნო ჩვენი ქვეყანა, მისი კულტურა, ადამიანები, ბუნება და შესაძლებლობები. მისი პროექტების დამსახურებით საქართველო ათასობით ადამიანმა აღმოაჩინა და შეიყვარა.ჩვენი ტკივილი განუზომელია და დღეს გვიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი. თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით, აჭარა ჯგუფის მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მისი მემკვიდრეობა, გავაგრძელოთ მისი დაწყებული საქმე და ვაშენოთ ისეთი ქვეყანა, როგორისაც თავად სჯეროდა. მისი ხედვა, ღირებულებები და სიყვარული საქართველოს მიმართ ყოველთვის დარჩება ჩვენი საქმიანობის საფუძვლად", — წერს აჭარა ჯგუფი.
ROOMS-ის თანამშრომლები თემურ უგულავას ყვავილებით გამოემშვიდობნენ:
თემურ უგულავამ ბიზნესსაქმიანობა ტოტალიზატორ აჭარაბეთით დაიწყო, რომელიც ბაზარზე 1998 წელს გამოჩნდა. მოგვიანებით კი, უგულავამ სასტუმროების ბიზნესში გადაინაცვლა. უგულავა წელს Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის სიაშიც მოხვდა.
"სტამბა,რუმსი, ჰოლიდეი ინი, ფაბრიკა ნინოშვილის 64, ლოლიტა, უდაბნო, შუქურა, სქროლი, ველი, რუმსი ბათუმი, ყაზბეგი, ბაკურიანი და ყველგან დასაქმებული ახალგაზრდები, ასაკოვანები, ხელოვანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეები, უმცირესობების წარმომადგენლები, ქვიართემი, ძალადობა გამოვლილი ქალები, პროტესტანტები, მეომრები, დახმარებული დევნილები, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებნი, გლეხები... კიდევ რა ჩამოვთვალო?... ჰო და უამრავ სხვა სიკეთესთან ერთად კიდევ at.ge-ის დამფუძნებელი და მთავარი მეგობარი თემურ უგულავა გარდაიცვალა. თითქოს ქალაქის გულის ცემა შეწყდა.ჩვენც გავჩერდით, რომ მერე მის სახელზე გავაგრძელოთ", — ვკითხულობთ at.ge-ის განცხადებაში.
"დიდებული ადამიანი წავიდა…თემურ უგულავა. იშვიათად იბადებიან ადამიანები, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარ წარმატებას ქმნიან, არამედ მთელი ქვეყნის კულტურას, ცხოვრების სტილსა და მომავალს ცვლიან. მან შექმნა ადგილები, იდეები და სტანდარტები, რომლებმაც ჩვენი ქალაქი საქართველო სხვა დონეზე აიყვანა. მისი კვალი დარჩება იმ ყველაფერში, რაც შექმნა და იმ ადამიანებში, ვისაც შთააგონა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს", — წერს ია ფარულავა
ბიზნესმენის გარდაცვალებას ნანუკა ჟორჟოლიანი ასე გამოეხმაურა: "რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან, რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა. კაცი, რომელმაც "შარდენის" თბილისი, სტამბის თბილისად აქცია. კაცი, რომელმაც სტილი და ჩვევები შეუცვალა ქალაქს. შექმნა ახალი სივრცეები, რუმსი, სტამბა, ფაბრიკა, ყაზბეგის რუმსი, ბაკურიანის. იმ დროს, როცა მიმტანობა სამარცხვინო პროფესიას ითვლებოდა, შექმნა ისეთი გარემო სადაც მოხვედრას ბევრი მცდელობა სჭირდებოდა. ასე შეუცვალა ქალაქს, ახალგაზრდებს სტერეოტიპული, დამახინჯებული მიდგომები".
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები