საქართველოს AI ნაკრები ცნობილია — ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ფოტო: თიბისი
ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა AI ტალანტები უკვე ცნობილია და ისინი საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) აგვისტოში ყაზახეთში იასპარეზებენ.
ეროვნული ნაკრების წევრები და ოლიმპიადის გამარჯვებულები 12 ივნისს, თიბისი კონცეპტში გამართულ ღონისძიებაზე ოფიციალურად დაჯილდოვდნენ. ეროვნული AI ოლიმპიადისა და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია თიბისი.
ასტანაში, 103 ქვეყნის მონაწილეებს შორის გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან საქართველოს ნაკრების წევრები: ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეები — მათე რეხვიაშვილი, ნიკოლოზ გეგენავა, გიორგი მაისურაძე, ლუკა ბერიკელაშვილი, ანტონი ინგოროყვა, გიორგი ცქიტიშვილი, ნიკოლოზ კილაძე — გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლე და ნიკოლოზ ყიფშიძე 136-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.
“თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც ახალ თაობას ცოდნის გაღრმავებასა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებაში ეხმარება. გვიხარია, რომ ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდაჭერით ახალი თაობის განვითარებაში შეგვაქვს წვლილი. გვჯერა, რომ სწორედ ასეთი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდები განსაზღვრავენ მომავლის ტექნოლოგიურ პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით წარმოაჩენენ საქართველოს,“ — მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
საქართველომ საერთაშორისო AI ოლიმპიადაში პირველად 2025 წელს მიიღო მონაწილეობა და პირველივე წელს ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვა. ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით შეიქმნა. ტექ ოლიმპიადების ჰაბი ტექნოლოგიური განათლების განვითარებასა და ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა-გაძლიერებას ემსახურება. ჰაბი უზრუნველყოფს მოსწავლეების მომზადებას, ეროვნული ნაკრებების შერჩევასა და მათ მონაწილეობას ინფორმატიკისა და AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადებში, რითაც ხელს უწყობს ახალ თაობაში ტექნოლოგიური უნარების განვითარებას და აძლიერებს საქართველოს წარმომადგენლობას საერთაშორისო ასპარეზზე
“ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისა და ახალ თაობაში ციფრული უნარების გაძლიერებისთვის, ტექოლიმპიადების ჰაბი უპრეცედენტო მნიშვნელობის ინიციატივაა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჰაბის დაფუძნება, ერთი მხრივ, წარმოაჩენს საქართველოს ეროვნული ნაკრებების დიდ საოლიმპიადო შედეგებს, მეორე მხრივ, კი მიზნად ისახავს უფრო მეტი ახალგაზრდას ჩართვას, მომზადება და გადამზადების პროგრამებისა და ბანაკების უზრუნველყოფას, სხვადასხვა რეგიონების დაფარვას და მოსწავლეთა საუკეთესო პოტენციალის დემონსტრირებას, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ტექოლიმპიადებში“, — ნინო ენუქიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი.
მონაწილეების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური კურსის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. ინტენსიური, რვათვიანი მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, არა მხოლოდ AI-ის საფუძვლებს დაუფლებოდნენ, არამედ საერთაშორისო ასპარეზისთვის საჭირო უნარებიც განევითარებინათ.
“AI ოლიმპიადა ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში ახალი თაობის პროფესიონალების განვითარებისთვისაა. კურსისა და ეროვნული ოლიმპიადის მონაწილეები, ნაკრების წევრები არა მხოლოდ საფუძვლიან ცოდნას იღებენ, არამედ ხედავენ, რამდენად ბევრი შესაძლებლობა მოჰყვება AI-ის განვითარებას. მათ კი შეუძლიათ, განვითარების ნაწილი და შემქმნელებიც იყვნენ.
ჩვენი პარტნიორობა თიბისისთან სწორედ ამ შესაძლებლობების და ჩვენი მოსწავლეების პოტენციალის საერთო ხედვას ეფუძნება. ქართველ ახალგაზრდებსაც შეუძლიათ, მსოფლიო დონის AI პროფესიონალები გახდნენ და თავისი წვლილი შეიტანონ ტექნოლოგიის განვითარებაში,“ — გიგი გიორგაძე, GAIA-ს დირექტორი.
დიდი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე მთავარი საკუთარი თავის რწმენაა — რწმენა იმის, რომ შეგიძლია. თიბისის განათლების პროგრამები კი სწორედ იმ შესაძლებლობებს ქმნის, რომლებიც ადამიანებს ეხმარება, თავიანთი ამბიციები და მისწრაფებები რეალობად აქციონ, განვითარდნენ და საკუთარი პოტენციალი საერთაშორისო ასპარეზზეც წარმოაჩინონ.
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები