პოლონეთში, ვროცლავში, სახლების ძარცვის, ნაღდი ფულის, ოქროსა და სამკაულების ქურდობისთვის 24, 45 და 50 წლის საქართველოს მოქალაქეები დააკავე. ამის შესახებ პოლონური მედია წერს. მათივე ცნობით, ორი მათგანი ეჭვმიტანილია ძარცვის 4 და 5 ეპიზოდში.

გამომძიებლები ამ საქმეს სხვა ქალაქებში — სტანოვიცეში, პოზნანსა და იაროცინში მომხდარ ძარცვებს უკავშირებენ.

დაკავებები ორშაბათს, 1 ივნისს, ოლავას დეტექტივებმა, ვროცლავში, სავოევოდოს პოლიციის შტაბის თანამშრომლების მხარდაჭერით განახორციელეს. გამოძიების შედეგები მიუთითებს, რომ ჯგუფი დაგეგმილად მოქმედებდა.

პოლონური მედიის ცნობით, დამნაშავეები ირჩევდნენ დროს, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ, შემდეგ ფანჯრების მინებს ამსხვრევდნენ. სახლში შესვლის შემდეგ, ეჭვმიტანილები ოთახებში ფულსა და ძვირფას ნივთებს ეძებდნენ. მათ ნადავლი მოიცავს სხვადასხვა ვალუტაში ნაღდ ფულს, ოქროს ზოდებს, საინვესტიციო და კოლექციონერულ მონეტებს, სამკაულს, დიზაინერულ საათებს და ელექტრონულ აღჭურვილობებს.

გამომძიებლებმა ისინი, სხვა საკითხებთან ერთად, დაუკავშირეს სტანოვიცეში აპრილის ბოლოს მომხდარ ძარცვას, რომლის დროსაც ზარალი დაახლოებით 80 000 ზლოტად შეფასდა.

კიდევ ერთი დანაშაული, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში სტარი ოტოკში მოხდა. პოლიციამ ასევე დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები შესაძლოა მოქმედებდნენ არა მხოლოდ ქვემო სილეზიის სავოევოდეში.

ორივე დაკავებულს ასევე ბრალი წაუყენეს პოზნანსა და იაროცინში მდებარე სახლებში ქურდობაში, სადაც მაისის ბოლოს ფული, ძვირფასი ნივთები, ელექტრონიკა და დოკუმენტები მოიპარეს. გამომძიებლების თქმით, კაცებს ადრე იყვნენ ნასამართლევი. პირადი მონაცემების შეცვლის შემდეგ, ისინი პოლონეთში დაბრუნდნენ და განაგრძეს დანაშაულებრივი საქმიანობა. 24 და 45 წლის კაცებს, შესაბამისად, ოთხი და ხუთი ბრალდება წაუყენეს და სასამართლომ მათ სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

მესამე დაკავებული, 50 წლის საქართველოს მოქალაქე, ძებნილი აღმოჩნდა. მას ქურდობისთვის 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.