ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ რუსეთის მიერ სომხეთის მიმართ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ სომხეთს არ ეხება და რეგიონის ყველა ქვეყანამ უსაფრთხოებაზე მეტი უნდა იფიქროს. ამის შესახებ მან 30 მაისის საღამოს ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ინფორმაციას European Pravda ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, რუსეთი ახლა სომხეთს უფრო ღიად ემუქრება, ვიდრე აქამდე.
"რუსეთის ყველა მეზობელმა გაიგონა ის, რაც სომხეთის შესახებ ითქვა. სომეხი ხალხი ერთადერთია, ვისაც უფლება აქვს და ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს აირჩევს. და ის, რასაც რუსეთი სომხეთზე ამბობს, სინამდვილეში მხოლოდ სომხეთს არ ეხება. ყველამ უფრო მეტი უნდა იფიქროს უსაფრთხოებაზე და მეტი ერთობლივი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, რათა პოლიტიკურმა პარტნიორობებმა იმუშაოს, არსებობდეს თანამედროვე თავდაცვითი მრეწველობა, თავდაცვის თანამედროვე შესაძლებლობები და მაქსიმალურად მრავალფეროვანი ეკონომიკური კავშირები დამყარდეს", — განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპისა და განსაკუთრებით ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებში პრინციპული, ძლიერი და დროული იქნება.
"არავინ უნდა დარჩეს მხარდაჭერის გარეშე. ევროპას არ აქვს უფლება დაკარგოს არც ერთი ადამიანი და არც ერთი ქვეყანა. სომხეთს მხარდაჭერა სჭირდება. მოლდოვას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, აზერბაიჯანს მხარდაჭერა სჭირდება.ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს ხალხს და ეს საერთო ევროპული ამოცანაა. არავინ უნდა დაიკარგოს", — განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, განაცხადა, რომ სომხეთს მისი ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებების გამო შესაძლოა "უკრაინული სცენარი" დაემუქროს.
"ამაზე უკვე ვისაუბრე. უკრაინაში კრიზისი თავის დროზე ევროკავშირთან დაახლოების მცდელობებით დაიწყო", — თქვა პუტინმა ასტანაში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერთი დღით ადრე რუსეთმა თავისი ელჩი სომხეთიდან გაიწვია, "რათა განეხილათ სომხეთის ხელმძღვანელობის ნაბიჯები ევროკავშირთან დაახლოებისკენ".
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები