ჯო უილსონი: “ქართული ოცნების” რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს
ამერიკელი კონგრესმენი რესპუბლიკური პარტიიდან ჯო უილსონი "ჰადსონის ინსტიტუტში" საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე სიტყვით გამოვიდა.
მან საქართველოს მმართველი პარტია "თეირანის ტერორისტული რეჟიმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. უილსონის თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს "ხელში ჩაგდებას" ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ინტერესებისთვის, ასევე, ქართველი ხალხისთვის "დამანგრეველი შედეგები" აქვს.
“საქართველოს ხელში ჩაგდებას, მაფიის მსგავსად, ომის დამნაშავე პუტინის მეგობარი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ დამანგრეველი შედეგები ჰქონდა ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისა და საქართველოს მამაცი ხალხისთვის. ქართული ოცნების რეჟიმი მხარს უჭერს თეირანის ტერორისტულ რეჟიმს.
2026 წლის თებერვალში ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის საელჩოს ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც აღინიშნებოდა 1979 წლის ირანული რევოლუციის წლისთავი, რომლის დროსაც არსებული მთავრობა ახალი მთავრობით ჩანაცვლდა და რომელიც 47 წლია დასავლური ცივილიზაციის წინააღმდეგ ომში იმყოფება.
დამატებით, თბილისის ანძა მათ ფერებში განათდა. როგორი გულისამრევია ეს, რომ ტოტალიტარულ დიქტატურას ასე სცეს პატივი.
მას შემდეგ, მალევე, რაც "ეპიკური მძვინვარების" ოპერაცია დაიწყო, ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენელმა გროტესკულად და დაუმალავად ირანის საელჩოში ხელი მოაწერა სამძიმრის წიგნაკს, რომელიც დიქტატორ ხამეინის გლოვობდა და ირანის წინააღმდეგ ამერიკულ დარტყმებს გმობდა, რაც იმისთვის ხორციელდებოდა, რომ ირანს ბირთვული იარაღის შესაძლებლობები არ ჰქონოდა. მაგრამ ხამეინის გლოვა იმავე წელს, როდესაც დიქტატორმა ხამეინიმ 50 ათასი ირანელი მოქალაქე დახოცა -— წარმოუდგენელია და როგორი მამხილებელია თუ რა ორიენტაცია აქვს ქართული ოცნების მთავრობას.
ქართული ოცნება დაეხმარა ირანს მიმდინარე ომში იმით, რომ თავისი საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება მისცა რუსულ სტრატეგიულ ავიაგადამზიდებს, რომლებსაც რესურსები მიჰქონდათ, რათა დახმარებოდნენ ირანულ რეჟიმს და ძირი გამოეთხარათ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევებისთვის, რომელიც ასე წარმატებული იყო სხვა ქვეყნების გაერთიანებაში. ვინ წარმოიდგენდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, პრეზიდენტ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ერთად აშშ-ის ოვალურ ოფისში. ორ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას. ეს მიღწევაა, მაგრამ ისინი [ქართული ოცნება] ძირს უთხრიან კავკასიაში წარმატებას", — განაცხადა უილსონმა (ტექსტს IPN ავრცელებს).
-
ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ ყველაფერი, რაც Spider-Man: Brand New Day-ის ნახვამდე უნდა გახსოვდეთ
გადახედვა
-
საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა საგარეო უწყება: ნაურუმ ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
გადახედვა
-
"ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა "ტვ პირველის" ცნობით, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებისთვის დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 60 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
გადახედვა
-
ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება დაიწყო
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის რუსთაველის გამზირის გადაკეტვით შექმნილი დისკომფორტისთვის კალაძე საზოგადოებას ბოდიშს უხდის
გადახედვა
-
Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს Netflix-ის ახალი პროექტი ქართულ კულტურასა და გასტრონომიას მილიონობით მაყურებელს გააცნობს
გადახედვა
-
რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა რუსეთმა Telegram-ის დამფუძნებელ პაველ დუროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა
გადახედვა
-
აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონპროექტს პროცედურულ კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
"მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს "მედიის ადვოკატირების კოალიცია" თინათინ ბერძენიშვილის მემკვიდრეობას "მძიმედ" აფასებს
გადახედვა
-
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მეტროპოლ ორთაჭალის პროექტი ხორციელდება
-
ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა ბარსელონას მეტროში ხანძარი გაჩნდა — სამედიცინო დახმარება 137 მგზავრს დასჭირდა
გადახედვა
-
უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს უნგრეთში სააგენტო შეიქმნა, რომელიც ორბანის მმართველობის დროს მითვისებულ ქონებას სახელმწიფოს დაუბრუნებს
გადახედვა
-
რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება რატომ გვშველის ჩაის ორთქლზე დაკვირვება
-
ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო ჯივიპიმ რუსთაველის გამზირის წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო
-
ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს ალექს რაუფოღლუ: აშშ-მა სენატორებმა რუსეთზე სანქციების შესახებ ორპარტიული კანონპროექტის მოქმედების არეალი ირანზეც გააფართოვეს
გადახედვა
-
გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ემპი დეველოპმენტმა 57 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში ახალი ემისია განახორციელა
-
"ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა "ჩვენი ორგანიზაცია არ ემხრობა ძალადობას" — გიორგი ქართველიშვილმა მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დააფუძნა
გადახედვა
-
კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება კოლპოსკოპია: საშვილოსნოს ყელის დეტალური შეფასება
-
"გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს "გურიის მოამბე": ბახმაროში იაპონელი ტურისტი გააუპატიურეს
გადახედვა
-
გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს გურიაში არასრულწლოვანის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს
გადახედვა
კომენტარები