გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე Miami Ad School-ში სრული დაფინანსებით: რჩევები მადრიდის კამპუსის კოორდინატორისგან
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკისა და Miami Ad School-ის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო.
ახალი ფორმატი, ახალ ლოკაციაზე — Miami Ad School ახლა სტუდენტებს მადრიდში მიიღებს. პროგრამა ერთწლიანია. საქართველოს ბანკისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია მოიცავს სწავლის სრულ დაფინანსებას და ადგილის ჯავშნის საფასურს (Reservation fee).
რა არის საჭირო ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად? და როგორ გახდეს თქვენი განაცხადი სხვებისგან გამორჩეული?
ამ კითხვებსა და საქართველოს ბანკთან პარტნიორობაზე კრეატიული დირექტორი და Miami Ad School Madrid-ის კოორდინატორი, პაულა კაბანილასი გვესაუბრება.
რატომ საქართველო და რატომ ეს პარტნიორობა?
Miami Ad School-ში სჯერათ, რომ გამორჩეული კრეატიული ნიჭი გეოგრაფიული საზღვრებით არ უნდა იზღუდებოდეს. სკოლის კოორდინატორის თქმით, ქართველმა სტუდენტებმა დაამტკიცეს, რომ ისინი კრეატიულობას სიღრმისეულად, კულტურული სიამაყითა და იდეების განვითარების დაუოკებელი სურვილით ეკიდებიან.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება იყო.
“როდესაც ქვეყნის წამყვანი ინსტიტუტი მომავალ კრეატიულ თაობაში ინვესტიციას დებს, ეს არის ზუსტად ის სიგნალი, რომელიც თანამედროვე ინდუსტრიას სჭირდება”, — აღნიშნავს პაულა.
მადრიდი — საუკეთესო ადგილი კრეატიული ზრდისთვის
დღეს მადრიდი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კრეატიული დედაქალაქია და ისეთი გლობალურად აღიარებული სააგენტოების სახლია, როგორებიცაა DAVID, Lola, GUT, PS21 და McCann.
“ქართველი სტუდენტისთვის Miami Ad School Madrid მხოლოდ მაღალი დონის სწავლას არ მოიაზრებს. ეს არის რეალური შესაძლებლობა, გახდნენ მრავალფეროვანი, საერთაშორისო კრეატიული სცენის ნაწილი, სადაც განსხვავებულ კულტურულ ხედვებს ნამდვილად აფასებენ. ამასთან, ქალაქი კომფორტული და სტუმართმოყვარეა”, — გვიყვება პაულა.
სწავლა კეთებით
კრეატიულობაში არ არსებობს უნივერსალური სწორი პასუხები, ეს მათემატიკა არ არის. ამიტომ, თეორიული მიდგომები ხშირად ახშობს შემოქმედებითობას. Miami Ad School-ში სტუდენტები პირველივე დღიდან რეალურ ბრიფებზე მუშაობენ, რეალური შეზღუდვებითა და გამოწვევებით.
“აქ ტრადიციული გამოცდები არ არსებობს. შეფასება იმავე პრინციპით ხდება, როგორც ინდუსტრიაში: შენი იდეების ხარისხითა და მათი დაცვის უნარით. სამშაბათის უკუკავშირი, ლექტორისგან, ზუსტად ისეთია, როგორიც ოთხშაბათის — სააგენტოში კრეატიულ განხილვაზე მიღებული”, — ამბობს პაულა.
შედეგად, კურსდამთავრებული არა მხოლოდ სერტიფიკატს, არამედ მყარ პორტფოლიოსა და იმ ადამიანის თავდაჯერებულობას იღებს, რომელსაც ეს საქმე უკვე ნამდვილად აქვს გაკეთებული.
რა გამოარჩევს შენს პორტფოლიოს?
ასობით განაცხადის განხილვისას, სკოლის წარმომადგენლები ტექნიკურ უნარებზე მეტად არამატერიალურ თვისებებს ეძებენ — უნიკალურ იდეას, ძლიერ ისტორიას სამოტივაციო წერილში ან თუნდაც დაუმუშავებელ, მაგრამ ბრწყინვალე კონცეფციას.
“განაცხადებს ისევე ვუყურებთ, როგორც რეკლამას — ვეძებთ რაღაცას, რაც გაგვაკვირვებს და გვაფიქრებინებს: ნეტავ ეს მე მომსვლოდა აზრადო. ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გარისკონ და არ ცდილობენ, უბრალოდ უსაფრთხო გზით მოგვაწონონ თავი”, — აღნიშნავს პაულა.
სკოლა ყოველთვის უპირატესობას ანიჭებს ორიგინალურობას და არა უნაკლოდ დავარცხნილ ნამუშევრებს.
“ტექნიკური უნარების სწავლება შესაძლებელია, მაგრამ განსხვავებული ხედვა, პრობლემის დანახვის უჩვეულო გზა, სწორედ ეს არის ნიჭის შესანიშნავი საწყისი წერტილი. ჩვენი ყველაზე წარმატებული კურსდამთავრებულები სკოლაში ხშირად არასრულყოფილი პორტფოლიოებით, მაგრამ დიდი იდეების ასრულებისთვის მოვიდნენ”, — ამბობს პაულა.
ქართული კულტურული კოდი, როგორც უპირატესობა
გლობალურ აუდიტორიაში, სადაც ბევრი ნამუშევარი ერთმანეთს ემსგავსება, კულტურული თვითმყოფადობა განსაკუთრებულად ფასობს. სკოლის კოორდინატორის თქმით, ქართველი სტუდენტები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ მათი წარმომავლობა და კულტურა აქტივია და არა ის, რაც უნდა დამალონ ან გაანეიტრალონ.
ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნური ინტელექტი (AI) ინდუსტრიას გარდაქმნის, თუმცა Miami Ad School-ში ამას საფრთხედ არ მიიჩნევენ. პირიქით, ხედავენ მას, როგორც შესაძლებლობას ახალი იდეებისთვის. პაულა ამ მოვლენას ისტორიულ პარალელთან აიგივებს:
“როდესაც ფოტოგრაფია გამოიგონეს, ბევრი მხატვარი ფიქრობდა, რომ ეს მათი სამყაროს დასასრული იყო. სინამდვილეში, სწორედ ამან მისცა ბიძგი რეალისტური მხატვრობიდან აბსტრაქციონიზმისა და ავანგარდისკენ გადასვლას. AI-მ ჩვენ კრეატივი უნდა შეგვმატოს და არა პირიქით”, — გვიყვება პაულა.
სკოლის ხედვით, მთავარი მაინც იდეა და კონცეფციაა, AI კი ინსტრუმენტია, რომელიც საზღვრების გარეშე, უფრო მასშტაბურად ფიქრის საშუალებას იძლევა. კრეატივი, რომელმაც იცის, როგორ მართოს AI ზუსტად, გემოვნებითა და ძლიერი ხედვით — აი, ვინ არის მომავლის პროფესიონალი.
3 რჩევა აპლიკანტებს
და ბოლოს, Miami Ad School Madrid-ის კრეატიული დირექტორი მათ, ვინც ახლა მუშაობს საკუთარ განაცხადზე ურჩევს:
- შექმენი პორტფოლიო, რომელიც შენ ხარ. ნუ ეცდები გამოიცნო, რას ვეძებთ, გვაჩვენე, როგორ ვლინდება შენი კრეატიულობა, იქნება ეს პროფესიულ საქმიანობაში, პირად პროექტებში თუ როგორც თვითნასწავლი ტალანტის შემთხვევაში.
- მოგვიყევი შენ შესახებ. დაწერე ისეთი ჩემ შესახებ სექცია, რომელიც დაგვიტოვებს განცდას: ამ ადამიანთან ერთად სიამოვნებით დავლევდი ყავას.
- უბრალოდ გააკეთე. ნუ დაელოდები, სანამ იდეალური პორტფოლიო გექნება, რადგან ის არასდროს იქნება იდეალური.
“მთავარია, დაგვანახო პატარა ნაპერწკალი, რომელსაც ცეცხლად გადაქცევის პოტენციალი აქვს”, — ამბობს პაულა.
უფრო მეტისთვის, ეწვიეთ ბმულს.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა Miami Ad School Europe-თან ერთად ნიკა გუჯეჯიანის (საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომელი და Miami Ad School Europe-ის კურსდამთავრებული) სახელობის სტიპენდია 2019 წელს დააწესა და ყოველ წელს 1 ქართველ სტუდენტს აძლევს შესაძლებლობას, Miami Ad School-ში 1-წლიან კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლოს
დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.
-
"მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე "მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელია" — ირაკლი კობახიძე გორში მომხდარ ინციდენტზე
გადახედვა
-
უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან უპირობო სიყვარული — ნახეთ 10 მზრუნველი დედა ცხოველთა სამყაროდან
გადახედვა
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა ახალციხეში კორპუსის მეხუთე სართულიდან ქალი გადმოვარდა
გადახედვა
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა მადიარის ინიციატივით, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ICC-ის იურისდიქციისგან გასვლის გადაწყვეტილება გააუქმა
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
კომენტარები