ქვეყნის საეჭვო გარემოებაში დატოვების შემდეგ, ლევან დავითაშვილი იტალიური Italiana Petroli-ს აღმასრულებელ დირექტორი გახდა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
SOCAR-ის ცნობით, Italiana Petroli-ს (IP) აქციების 99.82%-ის API Holding-ისგან შეძენის ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი IP-ის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. იტალიური გამოცემის ცნობით, დავითაშვილი კომპანიაში მმართველ დირექტორის პოზიციასაც შეითავსებს.
ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, დავითაშვილი უხელმძღვანელებს IP-ის ოპერაციებს იტალიაში, "ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფის, მისი პოზიციის შენარჩუნებისა და შემდგომი გაძლიერების, ასევე კომპანიის SOCAR ჯგუფში ინტეგრაციის ზედამხედველობის მიზნით".
"დავითაშვილი დანიშვნა ასახავს SOCAR-ის ერთგულებას იტალიის მიმართ თავდადებული ლიდერობის მეშვეობით, რომელსაც შეუძლია ჯგუფის საერთაშორისო სამრეწველო სიძლიერისა და სტრატეგიული ხედვის შერწყმა ადგილობრივი ბაზრისა და ინსტიტუციური ლანდშაფტის ღრმა გაგებასთან", — წერია განცხადებაში.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლევან დავითაშვილი თავისუფლად ფლობს იტალიურ ენას, აქვს 25 წელზე მეტხნიანი გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მუშაობის.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან 2025 წლამდე ის საქართველოს პირველი ვიცეპრემიერის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე ხელმძღვანელობდა საქართველოს მონაწილეობას "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" ინიციატივაში, რომელიც სამხრეთ კავკასიას ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან აკავშირებს. ლევან დავითაშვილი SOCAR-ის პრეზიდენტის მრჩევლად 2025 წლის ნოემბრიდან მუშაობს.
ყოფილმა ვიცეპრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველო 18 თებერვალს დატოვა. ოცნების ყოფილი მაღალი მაღალჩინოსანი bm.ge-სთან აცხადებდა, რომ ქვეყნიდან საქმიანი ვიზიტის გამო მიემგზავრებოდა და მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდებოდა. მანამდე, 17 თებერვალს ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.
როგორც NEWS.On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკითხებოდნენ.
დაკითხვიდან გამოსულმა დავითაშვილმა განაცხადა, რომ სუს-ში კითხვები ევროპის გაზით მომარაგების საკითხში საქართველოს როლს ეხებოდა და საქართველოს გაზმომარაგებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებიც განიხილეს.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები