ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში
ფოტო: Getty Images
დაივიწყეთ ძვირადღირებული ლოფერები და კლასიკური ფეხსაცმელი, ვატიკანში ისინი "ქუჩის სტილმა" ჩაანაცვლა. რომის პაპი, ლეო XIV, საზოგადოების წინაშე ვინტაჟური Nike-ის კედებით გამოჩნდა.
ეს მოულოდნელი კადრები ახალი დოკუმენტური ფილმის, Leone a Roma-ის ტრეილერში გამოჩნდა. ვიდეოში ჩანს, როგორ მიაბიჯებს 70 წლის პაპი ვატიკანში. ერთი შეხედვით, მას ტრადიციული თეთრი ანაფორა აცვია, თუმცა მთავარი ფეხსაცმელია: პაპს თეთრი, კლასიკური კედები აცვია, რომელზეც Nike-ის ლოგოა დატანილი.
ფოტო: Vatican News
სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულმა კადრებმა მომხმარებლები ეკლესიის უძველესი ტრადიციებისა და თანამედროვე ამერიკული სტილის კონტრასტით გააოცა.
Reddit-სა და X-ზე ხუმრობები არ წყდება. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "ეშმაკს აცვია პრადა, პაპს კი — ნაიკი". ზოგი წერს, რომ ვატიკანი ოფიციალურად გადავიდა "ქუჩის სტილზე", სხვები კი ინტერესდებიან, თუ როდის გამოვა Nike-ის ლიმიტირებული კოლექცია — "Air Leo".
ექსპერტები და კოლექციონერები მაშინვე შეეცადნენ, კედების ზუსტი მოდელი დაედგინათ. ბევრს ფეხსაცმელი Air Force 1 ეგონა, თუმცა მალევე გაირკვა, რომ ეს Nike Franchise Low-ია. თავიდან ეს მოდელი 70-იან წლებში ჩოგბურთისთვის შეიქმნა, მოგვიანებით კი, როგორც ხელმისაწვდომი და ყოველდღიური ფეხსაცმელი, ისე დაბრუნდა გაყიდვაში.
ბევრისთვის ეს არჩევანი პაპის უშუალო ხასიათზე მიუთითებს. წარმოშობით ჩიკაგოელი ლეო XIV სპორტის მოყვარულია და თავის მშობლიურ გუნდს, Chicago White Sox-ს გულშემატკივრობს. სანამ ვატიკანში გადავიდოდა, მას ხშირად ხედავდნენ ადგილობრივ დარბაზებში, ჩვეულებრივი სპორტული სამოსით ვარჯიშისას.
თუკი წინა პაპებს წითელი ტყავის ფეხსაცმელები ეცვათ, პაპი ლეოს არჩევანი მის პრაქტიკულ და ადამიანურ მხარეზე მეტყველებს. აშკარაა, რომ "ხალხის პაპი" სადაც არ უნდა მიდიოდეს, მესაზე თუ სასეირნოდ, კომფორტს ყველაფერზე მაღლა აყენებს.
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები