სომხეთსა და საფრანგეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოაწერეს სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. ამის შესახებ ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციას ხელი მაკრონის სომხეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ, მოეწერა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაცია მიზნად ისახავს სომხეთსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას სხვადასხვა მიმართულებით.

ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები კვირას სომხეთში, ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრის დევიზი იყო "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში". 48 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, 4 მაისს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად შეიკრიბა.