ინვესტიცია ემოციაში: როგორ იქცევა სამუშაო გარემო სოციალურ ეკოსისტემად Upgaming-ში
ფოტო: Upgaming
თანამედროვე სამყაროში, სადაც ტექნოლოგიურ სექტორში კონკურენცია ტალანტებისთვის ყოველდღიურად იზრდება, მხოლოდ მაღალი ანაზღაურება ან კომფორტული ოფისი აღარ არის საკმარისი. დღეს ადამიანები ეძებენ გარემოს, რომელიც მათ პიროვნულ ინტერესებს პასუხობს, აძლევს თვითრეალიზაციის საშუალებას და უქმნის ემოციურ კავშირს იმ ადგილთან, სადაც დღის დიდ ნაწილს ატარებენ.
საერთაშორისო კომპანია Upgaming-ში ეს მიდგომა მარტივი, მაგრამ ძლიერი ფორმულით გამოიხატება: ინვესტიცია ემოციაში. გარდა კომპანიის მხრიდან კეთილგანწყობისა, ეს სტრატეგიული ხედვაა, რომელიც სამუშაო პროცესს სოციალურ ეკოსისტემად აქცევს.
People Experience: ადამიანი პროცესის ცენტრში
“People Experience ჩემთვის არის ადამიანზე ორიენტირებული ხედვა, რომელიც ტრადიციულ HR ფუნქციებს სცდება. თუ ტრადიციული მიდგომა ძირითადად პროცესებზეა ფოკუსირებული, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ იმას, თუ როგორ აღიქვამს თანამშრომელი ორგანიზაციას ყოველდღიურად — რას გრძნობს, როგორ ურთიერთობს გუნდთან და რა ემოცია აკავშირებს მას სამუშაო გარემოსთან.“ — ამბობს მარიამ ზუმბაძე, Upgaming-ის People Experience მენეჯერი.
კომპანიის მიზანია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ადამიანს აქვს საკუთრების განცდა, ესმის თავისი როლი და გრძნობს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია.
“კარგი ოფისი ქმნის კომფორტს, მაგრამ ემოცია ქმნის კავშირს. როდესაც ეს ემოციური გამოცდილება პოზიტიურია, ადამიანები ბრენდის ელჩები ხდებიან და საკუთარი სურვილით უზიარებენ სხვებს თავიანთ გამოცდილებას.“ — აღნიშნავს მარიამი.
აფგეიმინგში ინდივიდუალიზმი გუნდურობის მთავარი ძალაა. გუნდური სულისკვეთება აქ საერთო გამოცდილების გარშემო ყალიბდება. შიდა ინიციატივები, იქნება ეს სპორტული კლუბები, ბორდგეიმების საღამოები თუ თემატური ღონისძიებები, არის ნდობის შენების პროცესი, სადაც ადამიანები ერთმანეთს სამუშაო პროცესის მიღმაც პოულობენ.
ბარიერების არარსებობასა და ღია კომუნიკაციას კი აპგეიმინგში კონკრეტული შედეგები აქვს.
“აქ მნიშვნელობა არ აქვს პოზიციას. კომუნიკაცია არ არის ფორმალური, ის არის ღია და ქმედებაში გადადის. როდესაც ადამიანი ხედავს, რომ მის იდეას რეალური გაგრძელება აქვს, ეს ნდობას აჩენს და ბარიერებს ამცირებს.“
ფოტო: Upgaming
Life at Upgaming: როგორ ჰყვებიან ადამიანები ბრენდის რეალურ ისტორიას
კომპანიის შიდა კულტურა წლების განმავლობაში ბუნებრივად, ყოველდღიური ინტერაქციებითა და საერთო ღირებულებებით ყალიბდებოდა. თუმცა, მასშტაბების ზრდასთან ერთად, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს ენერგია მხოლოდ ოფისის კედლებში არ დარჩენილიყო. ასე გაჩნდა Life at Upgaming — პლატფორმა, რომელიც ბრენდის ციფრულ სარკედ იქცა.
როგორც Upgaming-ის მარკეტინგის მენეჯერი, რუსა ადამია განმარტავს, პლატფორმის მთავარი მისია კომპანიის ადამიანური სახის ჩვენებაა. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების გამო, კომპანიის ძირითადი არხები პროდუქტებსა და სერვისებზეა ორიენტირებული, Life at Upgaming კი ის სივრცეა, სადაც მთავარი აქცენტი გუნდზეა.
“ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა სივრცე, სადაც აფგეიმინგზე ვყვებით არა როგორც კომპანიაზე, არამედ ადამიანებზე, რომლებიც მას ქმნიან. დღეს კომპანიები აღარ ფასდებიან მხოლოდ იმით, თუ როგორ პროდუქტს ქმნიან, არამედ იმითაც, თუ როგორ გარემოსა და გუნდს აშენებენ.“ — აღნიშნავს რუსა.
ამ საკომუნიკაციო სტრატეგიის ცენტრალური ფიგურა ერთი სიტყვაა — ლაინაფი, რომელიც კომპანიაში შემთხვევით არ შეურჩევიათ. ეს ტერმინი აპგეიმინგში სულ სხვა დატვირთვას იძენს და გუნდურობის სიმბოლოდ იქცევა.
“როდესაც Life at Upgaming-ის შექმნაზე ვფიქრობდით, მივხვდით, რომ სიტყვა — ლაინაფი ყველაზე ზუსტად გამოხატავს იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ. ეს ჩვენთვის ნიშნავს სწორად შერჩეულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ და ამავე დროს ერთმანეთის შემავსებელ ელემენტთა ერთობლიობას, რომლებიც ერთად ძლიერ და ჰარმონიულ სისტემას ქმნიან.“ — ამბობს რუსა ადამია.
პლატფორმაზე თავმოყრილი ისტორიები პოტენციური კანდიდატებისთვის თუ პარტნიორებისთვის იმის დასტურია, რომ აქ თითოეული ადამიანის გამოცდილება ღირებული და გასაზიარებელია. ეს არის გამჭვირვალე კომუნიკაციის ახალი სტანდარტი, სადაც კორპორაციული ფილტრები ქრება და რჩება მთავარი — რეალური ამბები რეალურ ადამიანებზე.
კულტურა, როგორც ბიზნეს-აქტივი
ბევრ ორგანიზაციაში კორპორაციულ კულტურას კვლავ ხარჯად აღიქვამენ, თუმცა Upgaming-ის Chief People Officer, თათა ბაქრაძე, მიიჩნევს, რომ ის კომპანიის ყველაზე ძლიერი სტრატეგიული აქტივია. მისი თქმით, თანამშრომლის ემოციურ კმაყოფილებასა და ტექნოლოგიურ პროგრესს შორის პირდაპირი ბმა არსებობს.
“როდესაც ადამიანები თავს უსაფრთხოდ, დაფასებულად და მოტივირებულად გრძნობენ, ისინი უფრო მეტად არიან მზად იდეების გაზიარებისთვის, ექსპერიმენტებისთვის და პასუხისმგებლობის აღებისთვის. ასეთ გარემოში თანამშრომლები არა მხოლოდ დავალებების შესასრულებლად მუშაობენ, არამედ რეალურ ღირებულებას ქმნიან. Upgaming-ში People First მიდგომა, თავისუფლება და პასუხისმგებლობა ბუნებრივად გარდაიქმნება ინოვაციურ პროდუქტში.“ — განმარტავს თათა ბაქრაძე.
ამასთან ერთად ტექნოლოგიურ სექტორში ტალანტების შენარჩუნება ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. თათას ხედვით, მხოლოდ ფინანსური მოტივაცია დღეს უკვე საკმარისი აღარ არის. აუცილებელია ისეთი ეკოსისტემის შექმნა, სადაც ადამიანი კომპანიის გრძელვადიან პარტნიორად აღიქმება.
“ჩვენი უნიკალურობა ქართულ რეალობაში ბიუროკრატიის არარსებობასა და მკაფიო სტრუქტურას შორის ნაპოვნი ბალანსია. ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად, თანამშრომლებს ენდობიან და ლიდერები ქმნიან მიმართულებას და არა კონტროლს. სწორედ ეს კომბინაცია აყალიბებს იმ ძლიერ ემოციურ და პროფესიულ კავშირს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის გუნდის ლოიალობას და გვაძლევს კონკურენტულ უპირატესობას გლობალურ ბაზარზე.“ — აღნიშნავს CPO.
ამგვარად, Upgaming-ისთვის კულტურა არა Nice to have დანამატი, არამედ ბიზნესის ზრდის მთავარი ძრავია, რომელიც კომპანიას საშუალებას აძლევს სწრაფი, მოქნილი და ინოვაციური იყოს.
-
საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა საქსტატი: ივლისში ტრანსპორტი 14.2%-ით, ხოლო სურსათი 4.9%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში უკრაინამ ვლადიმირის ოლქში Wildberries-ის მორიგ ლოგისტიკურ ცენტრზე მიიტანა იერიში
გადახედვა
-
GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი, ვანო ზარდიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ადასტურებს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები