მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ
ფოტო: HBO
ტრამპის ცნობილი მოკავშირის, ლორა ლუმერის სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ ფედერალურმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ დაადგინა, რომ გადაცემა Real Time-ის წამყვანის ხუმრობა დაცული სიტყვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა და არა ცილისწამების კატეგორიაში.
2024 წლის 13 სექტემბრის ეთერში მარმა ივარაუდა, რომ ლუმერი (ულტრამემარჯვენე აქტივისტი, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპთან პირდაპირი კავშირი აქვს) შესაძლოა პრეზიდენტთან სექსუალურ ურთიერთობაში ყოფილიყო.
ლუმერმა კომიკოსსა და HBO-ს (რომლის მფლობელია Warner Bros. Discovery, CNN-ის მშობელი კომპანია) უჩივლა. იგი ამტკიცებდა, რომ ამ კომენტარმა შელახა მისი რეპუტაცია ტრამპის გარემოცვაში და სამუშაო შესაძლებლობა დააკარგვინა.
ლორა ლუმერი ულტრამემარჯვენე ამერიკელი აქტივისტი და კონსპირაციული თეორიების მომხრეა, რომელიც დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ მხარდამჭერად ითვლება
ფოტო: Le Monde
აშშ-ის საოლქო მოსამართლე ჯეიმს მუდი უმცროსმა საქმე დახურა. მისი განმარტებით, ეპიზოდის სრული კონტექსტის გათვალისწინებით, ნებისმიერი "გონიერი" მაყურებელი მიხვდებოდა, რომ მარი ხუმრობდა და არა ფაქტს აცხადებდა.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ლუმერმა, რომელსაც სასამართლო საჯარო პირად განიხილავს, ვერ შეძლო "ბოროტი განზრახვის" დამტკიცება, რაც აუცილებელი კომპონენტია ცილისწამების საქმეებში. იმ პერიოდში ლუმერისა და ტრამპის სიახლოვის შესახებ მედიაში ისედაც ბევრი იწერებოდა, ამიტომ მოსამართლის თქმით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ მარმა შეგნებულად გაავრცელა მცდარი ინფორმაცია.
მუდის განმარტებით, მაშინაც კი, თუკი ნათქვამს ფაქტად აღვიქვამდით, ცილისწამების საქმე მაინც ვერ შედგებოდა, რადგან ლუმერმა ვერ დაამტკიცა რეალური ზიანი. მან ვერ დაასახელა ვერავინ, ვინც ამ ნათქვამს დაუჯერა და ვერც რეპუტაციული ან ფინანსური ზარალი აჩვენა. პირიქით, ლუმერმა ჩვენებაში თავადვე აღნიშნა, რომ მისი შემოსავალი 2024 წელს წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ის კვლავ ხვდება პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტი ისევ ეკითხება აზრს სხვადასხვა საკითხზე და ლუმერი დღემდე იღებს მოწვევებს თეთრ სახლში. მოსამართლის თქმით, მტკიცებულებები სამსახურის დაკარგვის შესახებ მხოლოდ ვარაუდებს ეყრდნობოდა.
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები