სააპელაციო სასამართლომ ჯგუფური ძალადობით მსჯავრდებული 11 პირის 2-წლიანი განაჩენი უცვლელი დატოვა — გადაწყვეტილება მოსამართლე თეა ლეონიძემ მიიღო.

პროკურატურამ მსჯავრდებულების ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დამნაშავედ ცნობის შუამდგომლობა დააყენა, ხოლო დაცვის მხარე კი გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ითხოვდა. მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებაა 8 თვეში დატოვებენ.

შეგახსენებთ, 2025 წლის 3 სექტემბერს, ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ 11 პირს — ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, რევაზ კიკნაძეს, გიორგი ტერაშვილს, ვალერი თეთრაშვილს, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.