მოლდოვამ დსთ დატოვა
მოლდოვის რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობას (დსთ) ტოვებს — გადაწყვეტილება პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დაამტკიცა: ინიციატივას მხარი დაუჭირა 60-მა დეპუტატმა, 27-მა ხმა წინააღმდეგ მისცა, ხოლო 3-მა თავი შეიკავა — ინფორმაციას TV8 ავრცელებს. მოლდოვამ დსთ-დან ეტაპობრივი გამოსვლის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაცხადა და ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა უკრაინაში რუსეთის ინტერვენციამ იქონია.
პარლამენტის განცხადების თანახმად, დსთ-ს დატოვების სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით 3,1 მილიონ ლეის (150 000 ევრო) დაზოგავს, რაც [დსთ-ს] ბიუჯეტში ყოველწლიურ შენატანს წარმოადგენდა. თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობები გაგრძელდება ორმხრივ რეჟიმში, ხოლო მოლდოვის რესპუბლიკა დარჩება [დსთ-ს] რამდენიმე ხელშეკრულების მონაწილედ, განსაკუთრებით სავაჭრო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში.
"ამ შეთანხმებების დენონსაციის ინიციატორი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც განმარტავს, რომ დსთ-ს ფუნდამენტური ღირებულებები და პრინციპები არ არის დაცული, განსაკუთრებით კი ის დებულება, რომლის მიხედვითაც წევრი სახელმწიფოები ორმხრივად აღიარებენ და პატივს სცემენ ტერიტორიულ მთლიანობასა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობას. ეს პრინციპი, რომელიც საფუძვლად დაედო დსთ-ს ჩამოყალიბებას, დარღვეულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აწარმოებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ჩაიდინა აგრესიის აქტები საქართველოს წინააღმდეგ და უკანონოდ აგრძელებს სამხედრო ძალების ყოლას მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე" — ნათქვამია განცხადებაში.
დღეის მდგომარეობით, მოლდოვის რესპუბლიკამ დსთ-ს ფარგლებში მიღებული დაახლოებით 70 შეთანხმების გააუქმა, რაც ეროვნული პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის, საკანონმდებლო და ეკონომიკური ჩარჩოების მოდერნიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტებთან და ნორმებთან დაახლოების უწყვეტი პროცესის ნაწილია.
გადაცემაში "ახალი კვირა" (TV8), საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპშოიმ, განმარტა, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ხელისუფლებამ მოქალაქეებს მკაფიოდ უნდა გადასცეს განვითარების მიმართულება, ხოლო „ორ სკამზე ჯდომის“ მცდელობას სარგებელი არ მოაქვს და მხოლოდ გაურკვევლობას ქმნის.
"სოციალისტური პარტიის" (PSRM) დეპუტატმა, ოლგა ჩებოტარიმ, წამოაყენა წინადადება საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ, თუმცა ინიციატივამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. ამავდროულად, პრორუსულმა ოპოზიციამ პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა მოითხოვა მას შემდეგ, რაც გუშინ მოსკოვმა განაცხადა, რომ "მოლდოვა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს დსთ-ს მიტოვება".
ცნობისთვის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დაფუძნების შესახებ შეთანხმებას ხელი 11-მა ყოფილმა საბჭოთა სახელმწიფომ, მათ შორის მოლდოვის რესპუბლიკამ, 1991 წლის დეკემბერში მოაწერა. შეთანხმებისა და ოქმის მთავარი მიზანი სსრკ-ს არსებობის შეწყვეტის დადასტურება და დსთ-ს ფორმირება იყო. 1993 წლის 3 დეკემბერს, საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა. 2008 წლის 14 აგვისტოს კი საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება დსთ-დან გასვლის გადაწყვეტილება.
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს 10 უჩვეულო სახლი იაპონიაში, რომლებიც სივრცეს გონივრულად იყენებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა 10 დღით იზღუდება
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის სამკურნალო პრეპარატის შეძენის შესახებ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
გადახედვა
-
ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, კარგია, რომ შესაბამისი რეაგირება დროულად მოხდა — კახა კალაძე სემეკ-ის განცხადებაზე
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები