სასტუმრო სტამბაში ქართველი მხატვრის ნამუშევარი დააზიანეს — მიმდინარეობს გამოძიება
ფოტო: Threads
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, სასტუმრო სტამბის ერთ-ერთ ნომერში გადაღებულ ინტერიერს ასახავს. კადრებში ჩანს ქართველი მხატვრის, ლია შველიძის 1990 წლის ნამუშევარი, რომელიც თეთრი საღებავით არის გადაღებილი და დამატებული აქვს ყვავილები და სხვა დეტალები.
"პატრიოტები ომში არიან", ლია შველიძის ნახატი, 1990
ფოტო: ლია შველიძე / Facebook
ლია შველიძის ნამუშევარი
ფოტო: Threads
ნახატი გადაღებვის პროცესში
ფოტო: Threads
ფოტოები თავდაპირველად ინსტაგრამის ანგარიშზე beebslola გავრცელდა, რომელიც ამ დროისთვის დახურულია. არსებული ინფორმაციით, ანგარიშის მფლობელი ქალი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა სასტუმროს ერთსა და იმავე ნომერში და სწორედ ამ პერიოდში მოახდინა ნამუშევარში თვითნებური ჩარევა.
ლია შველიძის ნამუშევარი ვანდალიზმის შემდეგ
ფოტო: Threads
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ტილოდან წაშლილია წითელი საღებავით შესრულებული წარწერა, და დამატებულია სხვა ფენები, რომლებიც არ ეკუთვნის ორიგინალურ კომპოზიციას. ატვირთული ფოტოების მიხედვით, ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდა.
ნამუშევრის გადაღებვის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში დაპოსტა ანგარიშმა Lola Beebs სახელით, რომელსაც, სავარაუდოდ, საკუთარი ფოტოებიც უდევს იმავე ანგარიშზე.
ფოტო: Threads
სოციალურ ქსელში ასევე იძებნება პოსტი, სადაც იგივე ადამიანი წერს: "მე ალმათიდან ვარ, მაგრამ დროებით თბილისში ვიმყოფები. ახლა სწორედ ამ ნახატზე ვმუშაობ".
ფოტო: Thread
On.ge დაუკავშირდა სასტუმრო სტამბას და მომხდარზე კომენტარი სთხოვა, სასტუმროს ინფორმაციით ამბავზე გამოძიება მიმდინარეობს, და შესაბამისად ბევრ დეტალს ვერ გაასაჯაროებენ, თუმცა აღნიშნეს, რომ ნახატი უკვე ნახა ავტორმა, და მასთან შეთანხმებით, სარესტავრაციო სამუშაოები იგეგმება.
ლია შველიძის ნახატი ეკიდა სტუმრის საცხოვრებელ ოთახში, სადაც ის სტუმარმა უნებართვოდ დააზიანა. სასტუმროს ადმინისტრაციამ ამ ფაქტის გაგებისთანავე მიიღო შესაბამისი ზომები, შეატყობინა პოლიციას და მიმდინარეობს გამოძიება, სტუმარს დაეკისრა ფულადი ჯარიმაც. ამჟამად ნახატი იმყოფება უსაფრთხო გარემოში, ის დაათვალიერა ავტორმაც და მასთან შეთანხმებით, ვგეგმავთ, სარესტავრაციო სამუშაოებს. იმედი გვაქვს, რომ ნახატის სრულად აღდგენა მოხერხდება.
— სასტუმრო სტამბა.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები