სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
ფოტო: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი უკვე მეექვსე წელია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტს — სამეწარმეო იდეების კონკურსს, რომელიც წლების განმავლობაში იქცა პლატფორმად, სადაც ასობით ახალგაზრდამ საკუთარი იდეა რეალურ ბიზნესად აქცია.
პროექტის მიზანია არა მხოლოდ ნიჭიერი და ინოვაციური ახალგაზრდების აღმოჩენა, არამედ მათთვის იმ პრაქტიკული ცოდნისა და უნარების გადაცემა, რომლებიც თანამედროვე ბიზნეს გარემოში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
ბიზნეს მარათონი ყოველწლიურად აერთიანებს სკოლებისა და უნივერსიტეტის მოტივირებულ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ თავიანთი იდეებითა და შემოქმედებითი ხედვით შეცვალონ მომავალი. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ გამოცდილი მენტორების მხარდაჭერით და მიიღონ რეალურ ბაზარზე ორიენტირებული ცოდნა, რაც იდეის განვითარებასა და მის ბიზნესად გარდაქმნას უწყობს ხელს.
2026 წლის მარათონის ფარგლებში, უნივერსიტეტი იწვევს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა გამოსცადონ საკუთარი ძალები ბიზნესის დაგეგმვასა და იდეის განვითარებაში.
ღონისძიების თარიღი: 30 აპრილი
გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და სპეციალური სამოტივაციო საჩუქრებით.
ჟიური ბიზნეს იდეებს შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასებს:
- ინოვაციურობა და მდგრადობა — რამდენად ახალი, განსხვავებული და გრძელვადიან პერსპექტივაში სიცოცხლისუნარიანია იდეა;
- ბაზრის შესაბამისობა — რამდენად პასუხობს პროექტი რეალურ სიტუაციასა და მომხმარებელთა საჭიროებებს;
- განხორციელებადობა — რამდენად რეალისტურია იდეის პრაქტიკაში განხორციელება და ბიზნესად ქცევა;
- ბიზნესმოდელი — რამდენად ლოგიკურად არის ჩამოყალიბებული შემოსავლის წყაროები, სტრატეგია და ბიზნესის ფუნქციონირების მექანიზმი.
“ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ გამოავლინონ და განავითარონ საკუთარი ინოვაციური პოტენციალი. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ხელს უწყობს მათ ჩამოყალიბებას, მომავალ ინოვატორებად და მეწარმეებად. გვჯერა, რომ მსგავსი ინიციატივები ქმნის იმ თაობას, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.“ — აღნიშნავს პროფესორი თამთა მიქაბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი.
ექვსწლიანი გამოცდილება აჩვენებს, რომ ბიზნეს მარათონი მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ არის, ის გრძელვადიანი ინვესტიციაა მომავალ თაობის ფორმირებაში. პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს მეწარმეობის კულტურის განვითარებას როგორც საუნივერსიტეტო, ისე სასკოლო დონეზე და ქმნის სივრცეს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ საკუთარი იდეების რეალიზება.
მომავალი თაობის მეწარმეების აღმოჩენა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბიზნეს მარათონი გააგრძელებს ახალგაზრდების მოტივაციასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 აპრილი
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
კომენტარები