SJC: 26 მარტს მაღაროელები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, თენგიზ გველესიანისა და გიორგი ნეფარიძის პატიმრობას
ხვალ, 26 მარტს, 13:00 საათზე ჭიათურელი მაღაროელები საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქციას გამართავენ. მაღაროელები კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ მათი თანამებრძოლების მერაბ სარალიძის, არჩილ ჭუმბურიძის, თენგიზ გველესიანისა და გიორგი ნეფარიძის პატიმრობას. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) ავრცელებს.
"მიმდინარე წლის 20 იანვარს მერაბ სარალიძეს და გიორგი ნეფარიძეს სასჯელის სახით 6 წელი და 3 თვე შეეფარდათ, ხოლო არჩილ ჭუმბურიძეს და თენგიზ გველესიანს — 4 წელი და 3 თვე. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც მერაბ სარალიძის ინტერესებს იცავს, პირველი ინსტანციის სასამართლოს უსამართლო და დაუსაბუთებელ განაჩენი სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა.
როგორც ცნობილია, გასული წლის თებერვალში ადგილობრივების პროტესტის ბოლო ტალღასა და უწყვეტი პროტესტის დაწყებას საფუძვლად დაედო კომპანიის მხრიდან შეთანხმებული პირობების კიდევ ერთხელ დარღვევა და ხელფასების დაგვიანება. ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელი კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაახლოებით 3 500 მაღაროელი და მათი ოჯახები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, რამაც მუნიციპალიტეტში უმწვავესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი შექმნა. მშრომელები, რომლებიც სრულად "ჯორჯიან მანგანეზიდან" მიღებულ ანაზღაურებაზე იყვნენ დამოკიდებულნი, მოულოდნელად საარსებო წყაროს გარეშე დარჩნენ.
აპრილში გამოცხადებული უკანონო რეორგანიზაციის შედეგად, კი ასობით მაღაროელი სამსახურიდან გათავისუფლდა. დათხოვნილთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი. ადგილობრივების მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით კი, მაღაროებში მანგანუმის მოპოვება მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო რეორგანიზაციამდე დასაქმებული 3 500 ადამიანიდან დაახლოებით 1 500-2 000 უმუშევარი დარჩა. ეს იმ ქალაქისთვის, რომლის ეკონომიკა მთლიანად "ჯორჯიან მანგანეზზეა" დამოკიდებული, უმძიმესი სოციალური კატასტროფის ტოლფასია.
ამდენად, მაღაროელები ასევე გააპროტესტებენ ჭიათურაში წლების განმავლობაში შექმნილ უსამართლობას და ჩაგვრას, რასაც თან ახლავს მშრომელების ექპლუატაცია და ადგილობრივი გარემოს განადგურება. მანგანუმის მოპოვების მოქმედი მოდელით, ადგილობრივი რესურსით მხოლოდ ადამიანთა ვიწრო წრე მდიდრდება, მაშინ როდესაც კრიზისის მძიმე შედეგებს უშუალოდ მშრომელები და ის მოსახლეობა იმკის, რომელთა საცხოვრებელი გარემოსაც კომპანიის საქმიანობა ანადგურებს", — წერს SJC.
- ჭიათურელი მაღაროელები ირაკლი კობახიძეს და მარიამ ქვრივიშვილს საჯარო დებატებში იწვევენ
- "ჭიათურელების სასტიკი დასჯის უკან დგას სახელმწიფოს დიდი გზავნილი და მუქარა" — თამთა მიქელაძე მაღაროელების განაჩენზე
- ჭიათურელ გიორგი ნეფარიძეს ბრალდება დაემატა — მას მოსამართლის შეურაცხყოფასაც ედავებიან
- ჭიათურელმა მაღაროელებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
- დღეს, 13:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მაღაროელები აქციას გამართავენ
- "ჩაატარებენ არჩევნებს, მოგვისჯიან სასჯელს და როცა გაინაღდებენ სკამებს, უფრო მეტ რეპრესიებს დაიწყებენ" — მაღაროელ მერაბ სარალიძის წერილი ციხიდან
- 3 ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
- მაღაროელმა მირაზა ლოლაძემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა
- ჭიათურელი მაღაროელები მასობრივი შიმშილობის დაწყებას აანონსებენ
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე — თეგეტას პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
-
მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს მთელი დღეები უჭმელ-უსმელი ვიყავი — ჯენა ორტეგა კარიერის რთულ დასაწყისს იხსენებს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია
გადახედვა
-
2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები 2026 წლის მზის დაბნელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია ღია სცენა: თაკარა და სუხიშვილების ახალი დადგმა — რეკონსტრუქცია
კომენტარები