აი ფაქტი: ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში საერთაშორისო ტურნირი" ჩატარდა, რომელიც მხოლოდ ფასადია რუსეთის ინტერესების გასატარებლად
21 თებერვლის დილას, წერეთლის გამზირზე, ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში გამართული საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებით "აი, ფაქტმა" ჟურნალისუტი გამოძიება გამოაქვეყნა.
მათი ცნობით, ერთ-ერთ დარბაზში საჰაერო ტანვარჯიშის "საერთაშორისო" ტურნირი იმართებოდა და ტრიბუნებზე მსხდარი დაახლოებით 50 ადამიანიდან თითქმის ყველა: ტურნირის მონაწილეები, მათი გულშემატკივრები, მწვრთნელები, ჟიურის წევრები და რაც მთავარია, ღონისძიების ორგანიზატორები — ალექსანდრ ზაკიროვი და ელენა კუზკინა, რუსულად ლაპარაკობდნენ.
"აი, ფაქტი" წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეჯიბრში შვიდი სხვა ქვეყანა ასპარეზობდა, ინგლისური საუბარი არ გაჟღერებულა. აშკარა იყო, რომ უცხოელები ერთმანეთს რუსულად უფრო კარგად უგებდნენ, მათ შორის, თურქეთის და აშშ-ის გუნდის წარმომადგენლებიც. ინგლისურს იყენებდნენ მხოლოდ ტურნირის ოფიციალურ ნაწილში და არა ერთმანეთთან კომუნიკაციისას.
დამაბნეველი იყო ღონისძიების სახელწოდებაც — "აზიის საჰაერო ტანვარჯიშის თამაშები 2026". გაუგებარია, რატომ ჰქვია აზიის, როცა მასში მონაწილეობს ბელარუსი, რუსეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საბერძნეთი და საქართველო.
ფოტო: კალათბურთის აკადემიაში 21 თებერვალს გამართული ტურნირი
21 თებერვალს გამართულ საჰაერო ტანვარჯიშის ტურნირზე, რომელშიც 65-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, ეჭვი გააჩინა იმ გარემოებამ, რომ სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, აშშ, თურქეთი) სახელით მოასპარეზეთა უმეტესობას სლავური გვარი ჰქონდა. ადგილზე დაფიქსირდა რუსული ბრენდის, "ასტარ"-ის სიმბოლიკაც, რომელიც სვერდლოვსკის ოლქის ერთ-ერთ სტუდიას ეკუთვნის.
მოკვლევამ აჩვენა, რომ ღონისძიების უკან ორი მთავარი მოთამაშე დგას:
GAPAF (საჰაერო ტანვარჯიშის ფედერაცია), რომელიც კერძო ორგანიზაციაა და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ გააჩნია და ტანვარჯიშის რეალური ფედერაცია (FIG) არ აღიარებს. ასევე,
BRICS-ის სპორტული ცენტრი, რომელიც კრემლისა და ვლადიმერ პუტინის მიერ მხარდაჭერილი სტრუქტურაა.
ტურნირის მიმდინარეობისას პროცესებს რუსულად მოსაუბრე მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომელიც მითითებებს აძლევდა როგორც მონაწილეებს, ისე ჟიურის. ინტერვიუს თხოვნისას მან თავი აარიდა ორგანიზატორის სტატუსს და ჟურნალისტები ელენა კუზკინასთან გადაამისამართა, თუმცა თავად კუზკინამ დაადასტურა, რომ ღონისძიების რეალური სულისჩამდგმელი სწორედ ეს პირი იყო.
აღნიშნული ფაქტები აძლიერებს ეჭვს, რომ "საერთაშორისო ტურნირი" მხოლოდ ფასადია რუსეთის სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად. "აი, ფაქტი" წერს, რომ თბილისში გამართულ ტურნირს საერთაშორისო კიარა, რუსული შლეიფი აქვს.
GAPAF-ის ტურნირი თბილისში 2024 წლის ივლისსაც გაიმართა, სახელწოდებით, "ევროპის ჩემპიონატი საჰაერო სპორტულ ხელოვნებაში". მათი ინსტაგრამის მიხედვით, ღონისძიებას უმასპინძლა ტანვარჯიშის არენამ, რომელიც სახელმწიფო კომპანია შპს "სპორტმშენსერვისს" ეკუთვნის და წილებს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მართავს. GAPAF-ის ფეისბუქ გვერდზე უდევთ ანონსი, რომ ტანვარჯიშის ტურნირის მოწყობას თბილისში წელსაც აპირებენ.
ალექსანდრ ზაკიროვი — რუსეთის "სპორტული მისიონერი"
ზაკიროვი 2019 წლიდან GAPAF-ის (Global Air Power Athletics Federation) დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ორგანიზაცია ოფიციალურ მისამართად მექსიკას უთითებს, თუმცა ტურნირებს ევროპასა და აზიაში მართავს.
GAPAF-ის ღონისძიებებს მასპინძლობს რუსეთის ქალაქებიც, მაგალითად, მოსკოვი, ეკატერინბურგი და სოჭი. 17-19 აპრილს მოსკოვში კიდევ ერთ ტურნირს გეგმავენ, რომლის მხარდამჭერი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც იქნება.
ეს ორგანიზაცია საერთაშორისო ფედერაციად პოზიციონირებს და ამბობს, რომ ოთხ კონტინენტს მოიცავს. თუმცა, რეალურად, მას არ აღიარებს ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია (FIG). ოფიციალურად, ტანვარჯიშის 8 სახეობა არსებობს და საჰაერო ტანვარჯიში მათ რიგებში არ არის.
GAPAF-ის სახელს ვერ იპოვით ვერც ოლიმპიური კომიტეტის მიერ ლეგიტიმაციის მქონე ფედერაციების ჩამონათვალში. ეს ნიშნავს, რომ GAPAF კერძო ორგანიზაციაა, მისი ტიტულები სიმბოლურია და მსოფლიო სპორტში რეალური წონა არ აქვს.
ფოტო: სოჭში ჩატარებული ტურნირის ანონსი, წყარო: GAPAF-ის ინსტაგრამი
სწორედ ეს ალტერნატიული ფორმატია მიმზიდველი რუსეთისთვის, შეუძლია სპორტსმენები თავისუფლად გაგზავნოს ზაკიროვის მოწყობილ შეჯიბრებებში, გვერდი აუაროს უკრაინის ომის გამო დაწესებულ სპორტულ სანქციებს და შექმნას ილუზია, თითქოს, ისინი კვლავ საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობენ.
აშკარაა, რომ ზაკიროვი დამოუკიდებლად არ მოქმედებს და კრემლის სპორტულ პოლიტიკას ატარებს. ამაზე მეტყველებს მისი ვიზიტი სანქცირებულ სპორტის მინისტრ მიხაილ დეგტიარიოვთან. შეხვედრა 2025 წლის სექტემბერში შედგა, ასევე სანქცირებული პროპაგანდისტული მედიის, "კომსომოლსკაია პრავდას" ოფისში. მათ BRICS-ის ქვეყნებში სპორტული კავშირების გაძლიერებაზე ისაუბრეს. ზაკიროვი სპორტის სამინისტროში 2023 წელსაც იყო, ფედერაციების აკრედიტაციის კომისიაში
BRICS-ის რუსული ქსელი
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა საერთაშორისო იზოლაციის საპასუხოდ ახალი სპორტული ფორმატების შექმნა დააანონსა. ამ გეგმის ნაწილია BRICS-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა და სხვ.) ალიანსის გამოყენება, რომლის ფარგლებშიც 2024 წელს კაზანში მასშტაბური "ბრიქსის თამაშები" ჩატარდა. პუტინისა და სერგეი ლავროვის განცხადებით, ეს ტურნირები რუსეთის "ჰუმანიტარული გავლენის" გაძლიერებას ემსახურება.
თბილისში, ზაზა ფაჩულიას აკადემიაში გამართული საჰაერო ტანვარჯიშის ტურნირის უკან ა(ა)იპ "საქართველოს საჰაერო ტანვარჯიშის ფედერაცია" და მისი დამფუძნებელი, რუსეთის მოქალაქე ელენა კუზკინა დგას.
კუზკინა აღიარებს, რომ ფედერაციას სახელმწიფო დაფინანსება არ აქვს და ხარჯებს მონაწილეები ფარავენ (თითოეული 100 ევროს იხდის). ორგანიზაცია რუსული კავშირების მქონე GAPAF-ის წევრიცაა, რომლის პრეზიდენტიც (ზაკიროვი) ღონისძიების მთავარი კოორდინატორი იყო.
რას ფიქრობენ ამ ამბავზე სპორტის სამინისტროს და მასპინძელი დარბაზის წარმომადგენლები?
სამინისტრომ "აი, ფაქტს" მხოლოდ ეს უპასუხა: "ვინაიდან ა(ა)იპ საქართველოს საჰაერო ტანვარჯიშის ფედერაცია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ არაა აღიარებული, ორგანიზაციის მიზნებზე, გეგმებსა და მათ მიერ ჩატარებული ტურნირების შესახებ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობს".
ეს ამბავი "აი, ფაქტისგან" გაიგეს და გაუკვირდათ ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემიაშიც. გენერალურმა მენეჯერმა სოფო სიმონიშვილმა გვითხრა, დარბაზი იჯარით მივაქირავეთ ფიზიკურ პირს და დეტალურად არ ჩავძიებივართ, ვინ იყო ამ სპორტული ღონისძიების ორგანიზატორიო.
"აი, ფაქტმა" მენეჯერს მოვუყვა ფაქტები და შეატყობინა, რომ მათ დარბაზში პუტინთან დაკავშირებული ორგანიზაციის ტურნირი გაიმართა. კითხეს, როგორ აესახათ სტატიაში მათი ოფიციალური პოზიცია. მენეჯერმა პასუხის მოსაფიქრებლად დრო ითხოვა, რამდენიმე წუთში "აი, ფაქტს" დაუკავშირდა და უთხრა: "ბოლო კითხვაზე არ გავაკეთებ კომენტარს, თავს შევიკავებ".
ჟურნალისტური გამოძიება სრულად წაიკითხეთ აქ.
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია ახალი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ვენერა გეოლოგიურად ჯერ კიდევ აქტიურია
გადახედვა
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა
-
კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს კახა კალაძე: რეგიონების მართვაში გამოწვევები არსებობს, წარმატებებს ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს
გადახედვა
-
ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს ყველაზე დიდი ქომაგი — საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს
-
სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს სეზონის შეცვლის სურნელი — რატომ გვიყვარს ის მომენტი, როცა პირველად ვგრძნობთ შემოდგომის სიგრილეს ან გაზაფხულის სითბოს
-
რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას რბილი წინდები და დიდი სავარძელი — როგორ ცვლის განწყობას უბრალოდ მოსახერხებელი, თბილი ტანსაცმლის ჩაცმა სახლში დაბრუნებისას
-
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
-
კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი კალაძე ამბობს, რომ ბილწსიტყვაობისა და შეურაცხყოფის აღკვეთა კანონის გზითაა დასარეგულირებელი
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს არ ესმის, რომ ტრამპისთვის მიუღებელია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა და ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა
გადახედვა
-
ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ზიმბაბვეში 210 მილიონი წლის წინანდელი დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი რატომ არ დაესწრო თინათინ ბოკუჩავა ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას? — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი ოთხი დრო, ერთი ქალაქი — ჩემი თვალით დანახული თბილისი
-
ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ახალ ბრალს უმატებენ
გადახედვა
კომენტარები