მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული — "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორი, პატრიცია გრჟებიკი მის მიმართ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება იმის შესახებ, რომ არ იყო "კომპეტენტური", "შენიშვნები არ გაითვალისწინა" და რომ ის "პოლონეთის ხელისუფლების მხრიდან ფინანსდება ". მან ამ საკითხთან დაკავშირებით "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი განმარტებით, მიკერძოებული არ ყოფილა და სრულიად დამოუკიდებელი მეცნიერის სტატუსით იმყოფებოდა საქართველოში.
"მე არ ვყოფილვარ მიკერძოებული. როცა ჩამოვედი საქართველოში, ისინი ცდილობდნენ ჩემს წარდგენას, თითქოს მე ვიყავი ევროკავშირის ან პოლონეთის მთავრობის წარმომადგენელი. არა, მე ვარ მეცნიერი და სრულიად დამოუკიდებელი ვიყავი", — თქვა პატრიცია გრჟებიკმა.
მან კომენტარი გააკეთა იმის ბრალდების შესახებაც, რომლის მიხედვითაც ანგარიში მესამე მხარის პოზიციას ემყარება. მეცნიერის თქმით, ეს სიმართლე არაა და ანგარიშში გამოყენებულ ყველა ინფორმაციას თან ერთვის შესაბამისი ცნობები. მისივე განმარტებით ეს ანგარიში ძალიან დიდი სიფრთხილითაა დაწერილი, დიდი პასუხისმგებლობით თითოეული სიტყვისადმი.
"ქართული მხარის ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ ჩემი ანგარიში ემყარება მესამე მხარის ინფორმაციას. ეს სიმართლე არაა.
ყველა ინფორმაციას, რომელიც ანგარიშშია, თან ერთვის შესაბამისი ცნობა. მე მკაფიოდ განვმარტავ ყველაფერს — არის თუ არა ინფორმაცია აღებული რომელიმე დოკუმენტიდან, ანგარიშიდან, თუ უშუალოდ მოვისმინე მტკიცებულების შემსწრე და თვითმხილველისგან. ეს ანგარიში ძალიან დიდი სიფრთხილითაა დაწერილი, დიდი პასუხისმგებლობით თითოეული სიტყვისადმი, რათა ისეთი არაფერი მეთქვა, რასაც ჩემი ანგარიში ვერ დაამტკიცებდა", — აღნიშნა გრჟებიკმა.
"მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის ავტორმა ისაუბრა იმაზეც, რომ საქართველოს მხრიდან დოკუმენტები მაშინ მიიღო, როდესაც წერის დასრულებას აპირებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, უკლებლივ ყველა მათგანს გაეცნო.
"როდესაც წერა უკვე უნდა შემეწყვიტა, მივიღე საქართველოდან უამრავი დოკუმენტი, მაგრამ ავდექი და უკლებლივ ყველა მათგანს გავეცანი, რათა დარწმუნებულიყავი, რომ რაიმე ახალი ფაქტი ან გარემოება არ იყო", — განაცხადა მან.
პტრიცია გრჟებიკის აზრით, ქართული მხარე ყველაზე მეტად რეკომენდაციებმა გააღიზიანა. მან აღნიშნა ისიც, რომ თავისი მანდატის ფარგლებში მანდატის ფარგლებში შემეძლო, გამეცა რეკომენდაციები იმის შესახებ თუ როგორ უნდა მისდგომოდნენ ანგარიშში აღნიშნულ პრობლემურ საკითხებს.
"ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ქართული მხარე გააღიზიანა რეკომენდაციებმა. მათ თქვეს, რომ მე გადავაჭარბე მანდატს, რომ ბევრი ვთქვი, რომ არ მაქვს უფლება ვახსენო სხვა ინსტიტუციები ან ორგანიზაციები, მაგრამ ჩემი მანდატის ფარგლებში შემეძლო, რომ გამეცა რეკომენდაციები — როგორ უნდა მისდგომოდნენ [ანგარიშში] აღნიშნულ [პრობლემურ] საკითხებს", — თქვა მეცნიერმა.
პტრიცია გრჟებიკმა თქვა ისიც, რომ მისი მიზანი "სამართლებრივი ბრძოლის" დაწყება კი არა, არამედ " მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად."
"საქართველოს პასუხიდან ჩანს, რომ აღიქვეს, თითქოს მე საერთაშორისო სასამართლოებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ხსენებით "სამართლებრივი ბრძოლის" დაწყება მინდოდა. არა, ჩემი მიზანი იყო მხოლოდ იმის შეხსენება, რომ თუ არსებობს წამების შესაძლო ფაქტები, თუ ხდება დევნა ან სხვა არაადამიანური ქმედებები, ეს შეიძლება ჩაითვალოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად.
თუ ეს დანაშაული დადასტურდა, საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების ხელმომწერია, შესაბამისად, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს კომპეტენცია შესაძლოა გამოყენებულ იქნას. მე არ ვამბობ, რომ ახლა გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს, მაგრამ საჭიროა გავითვალისწინოთ ეს შესაძლებლობა, თუ დარღვევების მსგავსი შემთხვევები დადასტურდება ან გაგრძელდება", — თქვა პტრიცია გრჟებიკმა.
შეგახსენებთ, 2026 წლის 12 მარტს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის უკიდურესად კრიტიკული ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების კუთხით არსებულ ვითარებას შეეხება, — წერს საია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის მიმოხილვისას და დასძენს, რომ "ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ადამიანის უფლებების სრულ უგულებელყოფას, სისტემური და ფართომასშტაბიანი დარღვევების პრაქტიკას, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ტენდენციებს, რომლებზეც, უკვე წლებია, უფლებადამცველები და საერთაშორისო მექანიზმები მიუთითებენ".
მათი თქმით, ანგარიშის სიმწვავეს ადასტურებს ექსპერტის მიერ გაცემული რეკომენდაციებიც, რომლებიც, ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო-სამართლებრივი მექანიზმის გააქტიურებას შეეხება. სახელმწიფოებისთვის მიცემული რეკომენდაციები, რომლებიც სრულად მოიცავს პასუხისმგებლობის როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო საშუალებებს, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის განსაკუთრებულ სიმძიმეს და საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობას.
ანგარიშს და მის ავტორს უკვე რამდენიმე დღეა აკრიტიკებენ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები და ამბობენ, რომ ის წინასწარ იყო დაწერილი და აღნიშნავენ იმასაც, რომ პატრიცია გრჟებიკი პოლონეთისგან ფინანსდება და შესაბამის ინტერესებს ატარებს.
- ირაკლი კობახიძე: საქართველოს შეუძლია ეუთოს წევრ ბევრ ქვეყანას იქით ასწავლოს დემოკრატია
- ალექსანდრე დარახველიძის თქმით, "მოსკოვის მექანიზმის" წარმომადგენლებმა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების "ძალადობრივი ხასიათი" აღიარეს
- ოპოზიციური ალიანსი: გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ივანიშვილმა დაასრულოს, როგორც სხვა დიქტატორებმა დაასრულეს, ჰააგის ბრალდებულის სკამზე
- "მთლიანი დოკუმენტი არის ცილისწამება" — შალვა პაპუაშვილი "მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშზე
- ძლიერი საქართველო ლელო: აუცილებელია დაიწყოს მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციურ პარტიებს შორის
- მაკა ბოჭორიშვილი: "ვიზიტიდან 2 დღეში მოამზადეს 90-გვერდიანი ანგარიში, რაც ბადებდა ეჭვს, რომ იყო წინასწარ მომზადებული ანგარიში"
- ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი"
- ეუთოს 24 ქვეყანა: მოვუწოდებთ საქართველოს, გამოასწოროს დემოკრატიული უკუსვლა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები
- რას ნიშნავს "მოსკოვის მექანიზმი", რომელიც 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად გაააქტიურა?
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს როგორ ცვლის 500 Global in Eurasia-ს მონაწილე Quissly ონლაინ შოპინგს
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა ChatGPT-მ ორიგინალი მათემატიკური დამტკიცება შექმნა
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
-
Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES Bedford Falls ახალი მუსიკალური ალბომით დაბრუნდა — მოისმინეთ LAZYBONES
გადახედვა
-
ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა ჯოან როულინგი HBO-ს ჰარი პოტერის პირველ ტრეილერს გამოეხმაურა
გადახედვა
კომენტარები