თსუ-ის ლექტორები: ჟურნალისტის დასჯა იმის გამო, რომ ისინი აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი საგანგებო განცხადებას აქვეყნებს. ლექტორები მიიჩნევენ, რომ ჟურნალისტების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი საპროტესტო აქციაზე პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ, საშიში პრეცედენტია.
აკადემიური წრის წარმომადგენელთა შეფასებით, მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და მოქალაქეების უფლებას, ფლობდნენ ამომწურავ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე.
საუბარია მარიამ კუპრავაზე ("ტაბულა"), მარიამ ძიძარიასა ("ნეტგაზეთი") და ფოტოგრაფ გიორგი თარხნიშვილზე. მათ ბრალად გზის ხელოვნურად გადაკეტვა ედებათ, რაც სასჯელის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.
ვინაიდან მარიამ კუპრავა თსუ-ს სტუდენტია, ლექტორები მოსამართლე თორნიკე კაპანაძეს მოუწოდებენ, მხედველობაში მიიღოს არსებული გარემოებები და შეწყვიტოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოება.
"მიმართვა/შუამდგომლობა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ბატონ თორნიკე კაპანაძეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების და მთლიანად ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ საქმეებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კუთხით განიხილება და დაკავშირებულია საპროტესტო აქციების გაშუქებასთან.
მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების შესაძლებლობა, თავისუფლად და შეუფერხებლად შეასრულონ პროფესიული მოვალეობა. საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენების, მათ შორის საპროტესტო აქციების, გაშუქება წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის განუყოფელ ნაწილს და ასეთ ვითარებაში ადგილზე მყოფი ჟურნალისტები ასრულებენ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელოვან ფუნქციას.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტები არ წარმოადგენენ აქციის მონაწილეებს, ან სხვა აქტორებს. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების ინფორმირების უფლებას და სწორედ ამ ფუნქციის განხორციელების მიზნით იმყოფებიან ისინი მოვლენების ეპიცენტრში. ჟურნალისტის საქმიანობისთვის დამახასიათებელი ატრიბუტები — შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, პროფესიული ტექნიკის გამოყენება — კიდევ უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს მათ პროფესიულ როლს ასეთ გარემოში.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმე, რომელიც ეხება ჩვენს სტუდენტს, ჟურნალისტ მარიამ კუპრავას, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ედავებიან გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას მაშინ, როდესაც ის ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა და საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მოვლენას აშუქებდა.
მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის დასჯა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ ის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას იმყოფებოდა აქციის ადგილზე, ქმნის საშიშ პრეცედენტს და შეიძლება უარყოფითად აისახოს როგორც მედიის თავისუფლებაზე, ასევე საზოგადოების უფლებაზე, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.
ამასთანავე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მსგავს საქმეებში ფიგურირებენ სხვა ჟურნალისტებიც — მათ შორის, ფოტოგრაფი გიორგი თარხნიშვილი და ჟურნალისტი მარიამ ძიძარია, რომელთა მიმართაც ასევე მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალწარმოება.
სწორედ ამიტომ, როგორც მომავალი ჟურნალისტების განათლებასა და პროფესიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი აკადემიური საზოგადოება, მივმართავთ სასამართლოს პატივისცემით და ვთხოვთ, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკა, მედიის თავისუფლების მნიშვნელობა და ის გარემოება, რომ მარიამ კუპრავა იმყოფებოდა ადგილზე პროფესიული მოვალეობის შესრულების მიზნით.
გვჯერა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ მსგავსი გარემოებები არ იქცეს ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის საფუძვლად.
ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მარიამ კუპრავას საქმეზე", — აღნიშნულია ლექტორების მიმართვაში.
განცხადებას უერთდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები:
- ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- თინათინ მაჭარაშვილი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- თამარ ბელქანია, ასისტენტ პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- ნანული ტალახაძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- მანანა შამილიშვილი, პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- მაია ტორაძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- მარი წერეთელი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- ნინო ჭალაგანიძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება
ნათია რაჭველიშვილი, მოწვეული პედაგოგი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; - მარიამ გერსამია, პროფესორი — ინტერდისციპლინური მიმართულება;
- მაგდა მემანიშვილი, მოწვეული პედაგოგი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- ნათია სვანიძე, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- მამუკა ანდღულაძე, მოწვეული ლექტორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- ლიანა მარქარიანი, მოწვეული ლექტორი, მულტიმედია ცენტრის უფროსი სპეციალისტი —ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- თათია მჟავანაძე, ასისტენტ-პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- მარინა სალუქვაძე, მულტიმედია ცენტრის დირექტორი — სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
ხათუნა მაისაშვილი, ასოცირებული პროფესორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება; - მერაბ მეტრეველი, მოწვეული ლექტორი — ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება;
- ნოდარ ბელქანია, პროფესორი— ინტერდისციპლინური მიმართულება;
- სალომე დუნდუა, ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი,პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- კორნელი კაკაჩია, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- ზვიად აბაშიძე, ასოცირებული პროფესორი — პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- მარინა მუსხელიშვილი, პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
- ნათია ფარცხალაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციალური მუშაობის მიმართულება;
- თამარ ვეფხვაძე, ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
- ლია წულაძე, ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება;
- ია იაშვილი, ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
- ზურაბ დავითაშვილი, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- ალექსანდრე კუხიანიძე, პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- თამარ ქარაია, ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- ლადო ნაფეტვარიძე — ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- შუბითიძე, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- რევაზ ჯორბენაძე — პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება;
- ნინო პავლიაშვილი – ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება;
- სანდრო ტაბატაძე, ასისტენტ-პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება;
- თორნიკე თურმანიძე, პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება;
- ამირან ბერძენიშვილი, პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება.
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები