ზვიად სიჭინავა

19 Oct. 2017, 00:21

მინდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრისა და ვიცე-კაპიტნის, გურამ კაშიას ირგვლივ ატეხილ ხმაურს გამოვეხმაურო და მასზე ვისაუბრო.

გურამი ნაკრების წევრი და ვიცე-კაპიტანია, "ვიტესის" კაპიტანი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ყველა იმ ნორმას, რასაც უეფა ითხოვს - პატივისცემა და არა რასიზმს.

კაშიამ დააფიქსირა ის, რომ ყველა ადამიანი, განურჩევლად მისი სექსუალური შეხედულებისა, არის ჩვენი საზოგადოების ჩვეულებრივი წევრი და მათი განსხვავება რაიმე ნიშნით, მიუღებელია.

4 წელი, უეფაში, სამართლიანი თამაშისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომიტეტში, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობდით და სწორედ ამას ვუწევდით პროპაგანდას, რომ დაუშვებელია ადამიანების დისკრიმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო, არ შეიძლება მათი საზოგადოებიდან გამორჩევა და გარიყვა.

ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და სიყვარული უნდა ჰქონდეთ, არ უნდა შევურაცხვყოთ ერთმანეთი განსხვავებული შეხედულებების გამო.

გურამ, შენ, პირადად ჩემთვის იყავი და ყოველთვის იქნები ქართული ფეხბურთის ნაწილი. შენ ბევრჯერ დაამტკიცე, რომ პატივია საქართველოს დროშის ქვეშ თამაში და ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად ბევრი წელი ვიმუშავე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  2. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  3. თურქეთის სკოლაში 14 წლის მოზარდმა 9 ადამიანი მოკლა
  4. მოქალაქეებისთვის, ძირითადად პენსიონერებისთვის, ₾125 000-ის გამოძალვისთვის 2 პირი დააკავეს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ