"რადიო თავისუფლება": პენიტენციურ სისტემაში პატიმართა კვება სისტემატურად და უხეშად ირღვევა
ნედლი ხორცის ნაცვლად — გაყინული ხორცი ან გაურკვეველი შემადგენლობის იაფფასიანი სოსისი; კარაქის ნაცვლად — მცენარეული სპრედი ან ზეთი, ხაჭაპურში ნაპოვნი ხოჭო, პაშტეტში — მატლები, დაობებული სოსისი და უვარგისი ხილ-ბოსტნეული — "რადიო თავისუფლება", როგორც თავად წერენ, პენიტენციური სამსახურის მიერ 4 წლის განმავლობაში დამალულ დოკუმენტებს აქვეყნებს, სადაც პატიმართა კვების სისტემატური და უხეში დარღვევებია აღწერილი.
მათი ცნობით, ერთი პატიმრის კვებაზე დღეში 8.93 ლარი გამოიყოფა, თანამშრომლებზე კი — 12-დან 26.4 ლარამდე. მათივე ინფორმაციით, ტუბერკულოზით, დიაბეტითა და C ჰეპატიტით დაავადებულებს ხშირად აკლებდნენ დიეტურ ულუფებს (ხაჭო, მაწონი, ხორცი).
პენიტენციურ სისტემას 2019 წლიდან ამარაგებს "ილი ჯგუფი", რომლის დამფუძნებლები მმართველი პარტიის შემწირველები არიან. მიუხედავად იმისა, რომ ინსპექტირების კომისიამ 2019 წლიდანვე იცოდა დარღვევების შესახებ, სახელმწიფო კონტრაქტებს მაინც ამ კომპანიას უფორმებდა. 2019 წელს 73-მილიონიანი, ხოლო 2023 წელს 103-მილიონიანი ხელშეკრულება გაფორმდა და ჯამში კომპანიამ 180 მლნ ლარზე მეტი მიიღო.
პენიტენციურმა სამსახურმა კომპანიას ჯამში 37 მილიონი ლარის ჯარიმა დააკისრა, თუმცა აქედან ბიუჯეტში მხოლოდ 5 მილიონამდეა გადახდილი. ცნობილია ისიც, რომ კომპანია ჯარიმებს სასამართლოში ასაჩივრებს (მიმდინარეობს 15 დავა) და როცა უწყებამ ჯარიმების ჩამოჭრა დააპირა, კომპანია გაკოტრებითა და მომსახურების შეწყვეტით დაიმუქრა, რის შემდეგაც სახელმწიფომ სანქციების აღსრულება შეაჩერა.
როგორც "რადიო თავისუფლება" წერს, 2025 წლის ნოემბერში იუსტიციის სამინისტრომ პროსამთავრობო ტელეკომპანია "იმედს" მე-8 საპატიმროში "სანიმუშო კვების" შესახებ რეპორტაჟი მოამზადებინა, რაც რეალურ დოკუმენტებს ეწინააღმდეგებოდა.
ამჟამად "ილი ჯგუფს" ხელშეკრულება 2026 წლის 31 მარტამდე გაუგრძელდა და ის კვლავ განაგრძობს 11 000-ზე მეტი პატიმრის მომარაგებას.
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები აგვისტოს ომიდან 18 წელი გავიდა — ევროპული სახელმწიფოების საგარეო უწყებების განცხადებები
გადახედვა
-
POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო POG: გიორგი ბარამიძის განცხადებაზე გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო
გადახედვა
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება Wine Square X Lunatic ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი გრძელდება
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის" ირაკლი კობახიძე: "ყალბი შინაარსი იქმნება, თითქოს საქართველოში უარყოფითი გარემოა შექმნილი რუსი ტურისტებისთვის"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა ComCom-მა პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV 2 500 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები