5 ჯანსაღი დესერტი, რომელსაც მარტივად მოამზადებ
ფოტო: Tesco
ხშირად გვგონია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი გემრიელ დესერტებთან დამშვიდობებას ნიშნავს. თუმცა, სინამდვილეში, სწორი ინგრედიენტებითა და კრეატიულობით ტკბილეულობის დავიწყება სულაც არ მოგიწევთ.
ამ სტატიაში გაგიზიარებთ 5 რეცეპტს, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ დესერტი ერთდროულად შესაძლოა სასარგებლოც, დაბალკალორიულიც და რაც მთავარია — საოცრად გემრიელიც იყოს.
1. ავოკადოს მუსი
ფოტო: Self
პირველი ასეთი დესერტი ავოკადოს მუსია, რომელიც ძალიან მარტივად მზადდება და შეგიძლიათ შოკოლადის კარაქის მაგივრადაც მიირთვათ. ბევრს ჰგონია, რომ ავოკადო მხოლოდ ტოტსა და სალათებს უხდება, თუმცა მისი კრემისებრი სტრუქტურა იდეალურ ბაზას ქმნის ნაზი, ჰაეროვანი დესერტისთვის.
რა დაგჭირდებათ:
- 1 ცალი კარგად დამწიფებული, რბილი ავოკადო;
- 50-60 გრამი კაკაო ან გამდნარი შავი შოკოლადი;
- 2 სუფრის კოვზი თაფლი;
- მარილი;
- ბანანი (გემოვნებისამებრ);
მომზადების წესი: თუ შავ შოკოლადს იყენებთ, დაადნეთ და ოდნავ შეაგრილეთ. ბლენდერში მოათავსეთ ავოკადო, დაამატეთ კაკაო (ან შოკოლადი), თაფლი და ცოტა მარილი. შეგიძლიათ განსხვავებული არომატისთვის ბანანიც გამოიყენოთ. თქვიფეთ იქამდე, სანამ მასა სრულიად ერთგვაროვანი არ გახდება. მიღებული მუსი შეგიძლიათ პირდაპირ მიირთვათ ან შოკოლადის კარაქის ალტერნატივად გამოიყენოთ.
2. ბანანის ნაყინი
ფოტო: Taste
თუ ნაყინი ძალიან გიყვართ, მაგრამ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქტების კალორიულობა და შაქრის შემცველობა გაშინებთ, ეს რეცეპტი თქვენი ფავორიტი გახდება. ეს დესერტი არამხოლოდ გემრიელია, არამედ ძალიან მარტივად მზადდება.
რა დაგჭირდებათ:
- 2-3 ცალი მწიფე ბანანი;
- 1 სუფრის კოვზი რძე;
- სურვილისამებრ: ვანილი, კენკრა ან ცოტაოდენი ნიგოზი.
მომზადების წესი: დაჭერით ბანანი, მოათავსეთ კონტეინერში და მინიმუმ 2 საათით შედეთ საყინულეში. გაყინული ბანანის ნაჭრები გამოიღეთ, ჩაყარეთ ბლენდერში, დაამატეთ ცოტაოდენი რძე და თქვიფეთ მანამ, სანამ მასა ნაზი ნაყინის ტექსტურას არ მიიღებს.
მიღებული ნაყინი შეგიძლიათ სხვადასხვა ინგრედიენტით გააფორმოთ — თხილით, კენკრით, ნუშითა თუ შავი შოკოლადით.
3. ჩიას პუდინგი
ფოტო: Wholefood
ეს დესერტი მათთვისაა, ვისაც დილით საჭმლის მომზადების დრო ან ენერგია არ აქვს, მაგრამ ტკბილი და ნოყიერი საუზმე უყვარს. ჩიას პუდინგი დღის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ დილით განსაკუთრებით გემრიელია.
რა დაგჭირდებათ:
- 3 სუფრის კოვზი ჩიას თესლი;
- 1 ჭიქა რძე;
- 1 ჩაის კოვზი თაფლი;
- ნებისმიერი ხილი ან კენკრა (მაგალითად: მარწყვი, ჟოლო, მოცვი ან ატამი).
მომზადების წესი: ჭიქაში ან ქილაში ჩაასხით რძე, დაამატეთ ჩიას თესლი და თაფლი. კარგად აურიეთ, რათა ჩიას მარცვლები თანაბრად გადანაწილდეს. დატოვეთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით (იდეალურია მთელი ღამით), რათა თესლმა სითხე შეიწოვოს.
მიღებულ პუდინგს ჭამამდე ზემოდან მოაყარეთ კენკრა ან ხილის ნაჭრები. თუ უფრო მეტი არომატი გსურთ, შეგიძლიათ ოდნავ ვანილიც დაამატოთ.
4. ჟოლოსა და ქოქოსის ბურთულები
ფოტო: Taste
მეოთხე დესერტი ჟოლოსა და ქოქოსის ბურთულებია. თუ კენკრის ტკბილეული გიყვართ, ეს ჯანსაღი ინგრედიენტებით სავსე დესერტი აუცილებლად უნდა მოამზადოთ.
რა დაგჭირდებათ:
- 1 ჭიქა (დაახლოებით 135 გრამი) გაყინული ჟოლო (ოდნავ შეათბეთ, რომ დარბილდეს);
- 135 გრამი შვრიის ფანტელი;
- 2 სუფრის კოვზი ნეკერჩხლის სიროფი (ან თაფლი);
- 1 სუფრის კოვზი ჩიას თესლი;
- 50 გრამი ქოქოსის ფანტელი.
მომზადების წესი: ბლენდერში მოათავსეთ ჟოლო, შვრია, სიროფი, ჩიას თესლი და ქოქოსის ფანტელები (ცოტა დაიტოვეთ); ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შემდეგ მასა გადაიტანეთ ჯამში, დააფარეთ თავსაფარი და შედგით მაცივარში 4 საათით იმისთვის, რომ კარგად გასქელდეს.
გამოიღეთ მასა მაცივრიდან, დაამზადეთ პატარა ბურთულები და ამოავლეთ დარჩენილ ქოქოსის ფანტელებში. ბურთულები შეინახეთ მაცივარში, თავდახურულ კონტეინერში და გემრიელად მიირთვით.
5. ვაშლის კრამბლი
ფოტო: You Totally Got This
დაბოლოს, ვისაც ხრაშუნა საკვები და გამომცხვარი ხილი უყვარს, ეს დესერტი ძალიან მოეწონება.
რა დაგჭირდებათ:
- 2 ცალი ვაშლი;
- 50 გრამი ნაღების კარაქი;
- 1 ჩაის კოვზი დარიჩინი;
- 100-120 გრამი შვრიის ფანტელი;
- 30-40 გრამი დაჭრილი ნიგოზი;
- 2 სუფრის კოვზი თაფლი.
მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 200°C-ზე. დაჭრილი ვაშლი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში და მოაყარეთ ცოტა დარიჩინი. ცალკე ჯამში აურიეთ კარაქი, შვრია, ნიგოზი და თაფლი მანამ, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ. მოაყარეთ ეს ყველაფერი ვაშლს და გამოაცხვეთ 20 წუთი. თაფლი გამოცხობისას კარამელიზდება და ვაშლს სასიამოვნო სიტკბოს მისცემს.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები