სიმელოტე ღეროვანი უჯრედების საშუალებით დამარცხდება
ფოტო: Getty Images
ალბათ, ბევრი სტატია გექნებათ წაკითხული და ბევრჯერაც გაგონილი, რომ სიმელოტე ადამიანებს უხდებათ, რომ ჯეისონ სტეტჰემი და დვეინ ჯონსონი ძალიან სექსუალურები არიან და ა.შ. მაგრამ იმ ადამიანების უმეტესობას, რომლებმაც თმები დაკარგეს, ასეთი კვლევები, სტატიები და გამონათქვამები დიდ შვებას არ აძლევთ. სწორედ ამიტომაა, რომ ბაზარზე თმის აღდგენის უამრავ საშუალებაა ხელმისაწვდომი, იქნება ეს სპეციალური შამპუნები თუ თმის გადანერგვის კლინიკა.
სამწუხაროდ, ასეთი პროდუქტები, ხშირად საერთოდ არაა ეფექტიანი და თმაგაცვენილი ადამიანები სასურველ შედეგს ვერ აღწევენ.
დღეს კი, არსებობს იმის იმედი, რომ ადამიანის თმის ზრდა ძალიან მალე შესაძლებელი იქნება - მადლობა ლაბორატორიის თაგვებსა და რამდენიმე მკვლევარს, რომელთაც ღეროვანი უჯრედების სასწაულის სჯერათ!
დოქტორი ჩენგ-მინგ ჩუნგი, პათოლოგიის პროფესორი კეკის მედიცინის სკოლაში, მთავარი მკვლევარია იმ ნაშრომისა, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიამ გამოაქვეყნა. ის და მისი გუნდი ეძებს საშუალებას, რომლითაც თმის ფოლეკულების გაზრდა შეიძლება ლაბორატორიაში ხელოვნურად შექმნილი კანის უჯრედებისგან. კვლევის მთავარი სპონსორი ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტები (NIH) იყო და ნაშრომი Proceedings of the National Academy of Science-ში გამოქვეყნდა.
კვლევაში მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს კანიდან თმის ფოლეკულების წარმოქმნაში არსებული მოვლენების ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდევრობაზე. უფრო კონკრეტულად კი, მათ შეძლეს თმის წარმოქმნა უმთავრესი მოლეკულური მოვლენების ამოხსნით, რომელიც საჭიროა კანის გაზრდისა და შემდეგ მისი ზრდასრულ თაგვებში შეყვანისთვის.
„ასაკში მყოფ მრავალ ინდივიდში თმა კარგად არ იზრდება, რადგან ზრდასრული უჯრედები ხელახლა წარმოქმნის უნარს კარგავენ. მაგრამ ჩვენი ახალი კვლევებით, ჩვენ შეგვიძლია, ზრდასრული თაგვის უჯრედებს თმა ხელახლა წარმოვაქმნევინოთ“, თქვა დოქტორმა ჩუნგმა.
მკვლევრებმა არ დააზუსტეს, როდის იქნება ადამიანზე ამ მეთოდის კლინიკური ტესტირება, მაგრამ ისინი ოპტიმისტურად უყურებენ თავიანთ ნაშრომებს და სჯერათ, რომ მათი კვლევები წაახალისებს ადამიანის ალოპეციისგან განკურნების მეთოდებს.
განმარტების თანახმად, ღეროვანი უჯრედები არადიფერენცირებადი უჯრედებია, რომელთა გარდაქმნა სპეციალიზებულ უჯრედებად შეიძლება, რათა იმავე ტიპის მეტი უჯრედი წარმოქმნას. ზრდასრულებში ისინი ხელახლა წარმოქმნადი ორგანოების (როგორებიცაა სისხლი და კანი, მაგალითად) ბრუნვის შესანარჩუნებლად გამოიყენება. 1960-იანებში, ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ღეროვანი უჯრედების კვლევა საგრძნობლად გაიზარდა ბოლო 50 წელიწადში.
დოქტორი მინგჩინ ლეის თანახმად, რომელიც კვლევის პირველი ავტორია, მან და მისმა გუნდმა პროგენიტორული უჯრედები გამოიყენეს - უჯრედის ტიპი, რომელიც უფრო განსხვავდება ღეროვანი უჯრედებისაგან. მათ ეს უჯრედები გაპარსულ თაგვებში გადანერგეს. მათ აღწერეს ამ უჯრედების ქცევა და დაინახეს, როგორ განვითარდა თმის ზრდა, რომელიც ამ პროცესს მოჰყვა.
მკვლევართა გუნდმა შენიშნა, რომ ამ უჯრედებმა კანის მსგავსი „ორგანოიდები“ ჩამოაყალიბეს - უჯრედების 3D გაერთიანებები, რომლებიც თვითონ მოგროვდნენ ორგანოს მსგავს სტრუქტურებად. სწორედ ეს შემთხვევა იყო თმის გაზრდის შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მათ ასობით ტაიმლეფსის ანალიზი ჩაატარეს, რათა ამ უჯრედების კოლექტიური ქცევა დაედგინათ.
შემდეგ, ისინი დააკვირდნენ, როგორ გაერთიანდნენ უჯრედები პოლარიზებულ ცისტებად, რომლებიც შემდეგ შეერთდნენ და ფენებიანი კანი წარმოქმნეს. აქედან, მეცნიერებმა შექმნეს კანი თმის ფოლეკულებით, რომლებიც შემდეგ თაგვის ზურგზე გადანერგეს. საბოლოოდ კი, მათ დაინახეს, როგორ წარმოქმნა ფოლეკულებმა თმა. „ჩვენ გამოვიყენეთ ბიოინფორმატიკისა და მოლეკულური სკრინინგის კომბინაცია“, ამბობს დოქტორი ლეი.
თმის ზრდისთვის იმედის მომცემი წამლები
დათვლილია, რომ ადამიანის თავზე, საშუალოდ, 100 000-დან 150 000 თმის ღერია. აქედან, 40-დან 100-მდე ღერი ყოველდღე იკარგება, რომლებსაც შემდგომ თმის ფოლეკულებში გაზრდილი ახალი ღერები ანაცვლებს. თმის ცვენის მიზეზი ხშირად გენეტიკაა. მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც. მათ შორისაა მედიკამენტები და მკურნალობის პროცესები, როგორიცაა ქიმიოთერაპია, რომელიც სხეულის ჰორმონულ ბალანსს არღვევს. სტრესი, სკალპის დაზიანება და თმის ფიზიკური გაწელვაც შეიძლება იყოს გარკვეული ფაქტორებიც.
50 წლის ასაკში, კაცების ნახევარს, ხოლო ქალების მეოთხედს უკვე „შეპარული“ აქვს სიმელოტე. ეს კვლევა კი ნამდვილად იმედის მომცემია, რომ სამუდამოდ დავამარცხოთ ალოპეცია, იქნება ეს გენეტიკური თუ შეძენილი.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
კომენტარები