გიგა ავალიანის მკვლელობაში 3 არასრულწოვანს ჯგუფური ძალადობის 4 სხვა ეპიზოდზე პატიმრობა შეეფარდა
11 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნების ა.გ.-ს, დ.ჩ.-ს და გ.რ.-ს სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მათ 4 სხვა ჯგუფური ძალადობის საქმეზე წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. სამივე ბრალდებული გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში უკვე პატიმრობაში იმყოფებოდა.
ბრალდებულებიდან გ.რ. დუმილის უფლებას იყენებს. ა.გ.-ს და დ.ჩ.-ს მშობლები ადასტურებენ პროკურატურის გავრცელებულ ვიდეოში მათი შვილების ამოცნობას, მაგრამ უარყოფენ პროკურატურის ბრალდებას.
ა.გ.-ს მამა აცხადებს, რომ გავრცელებულ კადრებში მის შვილს ლიფტში ცივი იარაღი უჭირავს. არასრულწლოვანის მამა უარყოფს მისი შვილი მონაწილეობას სხვა კადრებში და აცხადებს, რომ მან სახის დაფარვის გარეშე ნახა კადრები და მისი შვილი სხვა ვიდეოებში ვერ ამოიცნო.
"ეს ნამდვილად ჩემი შვილია, ლიფტში, დანით ხელში, გეთანხმებით. დაფარვის გარეშე მაქვს მასალა ნანახი და ჩემი შვილი იმ ვიდეოებში არ არის. არა ტანსაცმლით, არა ხმით, არა სახით. ახლა შვილს ვიცნობდი, რა...
არა, [ექსპერტიზა არ არის ჩატარებული], "პაპკა" არის ცალკე მასალებში, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ეს ვიდეოები გადაცემულია ექსპერტიზაზე, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნა მასალებში არ დევს.
თუ თეორიულად ჩემი შვილი ოდესმე აღმოჩნდება მაგ კადრებში, მოგვეთხოვოს კანონიერად, მაგრამ სანამ არ არის იმის მტკიცებულება, რომ ეს იქ არ არის და ის ბავშვი არ არის იმ კადრებში, ნუ აგვკიდებს პროკურატურა იმას, რაც არ დაგვიშავებია.
პროკურატურა რამდენიმე თვეა უკანონოდ გვებრძვის. ჯერ დაგვიდეს ქვა, მერე შეაცვლევინეს მოწმეებს ჩვენებები, მერე დაიჭირეს არასრულწლოვანი ბავშვები მიმოწერისთვის. უნდოდათ ჯგუფური. ძირითადი საქმის მასალებიდან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება არ იყო ჯგუფურის და ახლა ცდილობენ იმას, რომ ერთი წლის წინ რაღაცა ვიდეო ვიღაცის ტელეფონში იპოვეს და აგერ თურმე ამიტომ არიან ჯგუფშიომ" — განაცხადა ალექსანდრე გაბაშვილმა.
დ.ჩ.-ს დედის, სოფო ძნელაძე უარყოფს მისი შვილის ბრალდებას გიგა ავალიანის საქმეში და დასძინა, რომ "დაე დაისაჯოს მისი შვილი, რაშიც დამნაშავეა, ოღონდ ობიექტურად".
"გიგა ავალიანის საქმეზე შემიძლია ისევ იგივე გითხრათ, რასაც აქამდე ვამბობდი, რომ დემეტრეს არავითარ მომზადებაში [რა ბრალიც წაუყენეს] მონაწილეობა არ მიუღია. ამისი არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, კონკრეტულად იმ ბრალში. ამას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაშიც არის ჩემი შვილი დამნაშავე, დაე დაისაჯოს. მე არავითარი უსამართლობის განცდა არ მექნება, ოღონდ ობიექტურად. ჩემი სახლიდან [საგამოძიებო მოქმედებების დროს] არაფერი ამოუღიათ ტელეფონების გარდა. დემეტრეს ტელეფონში არაფერი არ არის ნაპოვნი, ეს ზუსტად ვიცი," — განაცხადა ძნელაძემ.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს, პროკურატურის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 3 არასრულწლოვან ბრალდებულს ბრალდება დაუმძიმდა. ბრიფინგზე ასევე ცნობილი გახდა, რომ 3 ბრალდებულს ჯგუფური დანაშაული წარსულშიც ჩაუდენიათ — უწყება მათ ჯგუფური თავდასხმის 4 ეპიზოდზე ედავება.
ხუთივე ეპიზოდში გ.რ. მონაწილეობდა, ოთხ ეპიზოდში — დ.ჩ., ხოლო ა.გ. მხოლოდ ორ ეპიზოდში.
გიგა ავალიანის საქმეზე ა.გ.-ს და გ.რ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჩადენილი ჯგუფურად რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) 14 წლამდე თავისუფლების აღკევთას გულისხმობს.
დ.ჩ.-ს ბრალი სსკ-ის 8, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით აქვს წაყენებული, რაც ჯგუფური ძალადობის დაგეგმვას გულისხმობს.
- მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულმა არასრულწლოვანმა დ.ჩ.-მ შიმშილობა დაიწყო
- ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
- რისთვის უნდა გაასამართლოთ ჩემი შვილი? 16 წლის გოგო შეცდა, რომ თქვა სექსუალურად მავიწროებენო? — გიგა ავალიანის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანი გოგოს დედა
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები რუმინეთში რუსული დრონი კორპუსს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია — არიან დაშავებულები
გადახედვა
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები