ყაზბეგი — მეტი, ვიდრე მწვერვალები | საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს დაცული ტერიტორიები ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გამორჩეული ხედები, ტურისტული ბილიკები ან უსაზღვრო მწვერვალები. ეს ტერიტორიები ათასობით წლის განმავლობაში კულტურულ-ეკოლოგიური პროცესებით შექმნილ ცოცხალ სისტემას მოიცავს და რეგიონის ბიომრავალფეროვნებასა და ეკოლოგიურ სიჯანსაღეს განსაზღვრავს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით 2010 წლიდან ზრუნავს ქვეყნის 18 დაცული ტერიტორიის დაცვა-შენარჩუნებაზე.
აღნიშნულ ტერიტორიებს შორის კი ერთ-ერთი ყაზბეგის ეროვნული პარკია — უნიკალური ბუნებრივი ლანდშაფტის მქონე ტერიტორია, სადაც მაღალი მთები, გაშლილი მინდვრები, ციცაბო ფერდობები და ღრმა ხეობებია.
დაცული ტერიტორიების მნიშვნელობისა და ღირებულების, მათი ეკოსისტემის დაცვისა და შენარჩუნების და გლობალური მისიის შესახებ თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი გვესაუბრება.
ყაზბეგის ეროვნული პარკის მნიშვნელობა
თეა ბარბაქაძე ყაზბეგის ეროვნული პარკის შესახებ საუბრისას გვიყვება, რომ ტერიტორია დიდი კავკასიონის მაღალმთიანი ლანდშაფტებისა და იქ გავრცელებული სახეობების დაცვა-შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. მისი უნიკალური ეკოსისტემა რეგიონის კლიმატის ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. სწორედ ამიტომაა ასეთი მნიშვნელოვანი ლანდშაფტისა და ეკოსისტემის შენარჩუნება-გაფრთხილება.
ეს კომპლექსური პროცესი, კონსერვაციულ ღონისძიებებთან ერთად, ადგილობრივ თემებთან აქტიურ თანამშრომლობასაც მოიცავს.
“მნიშვნელოვანია ბუნებრივი და ტრადიციულად ჩამოყალიბებული ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის ჰარმონიული თანაარსებობის ხელშეწყობა, რაც თავისთავად გულისხმობს კომუნიკაციას და თანამშრომლობას ადგილობრივ თემებთან”. — განმარტავს თეა ბარბაქაძე, კავკასიის ბუნების ფონდის დირექტორი.
კლიმატური ცვლილებების და პარკის გამოწვევები
როგორც თეა აღნიშნავს, ყაზბეგის ეროვნული პარკის წინაშე არსებული ყველაზე დიდი გამოწვევა გლობალური კლიმატის ცვლილებაა. დაცულ ტერიტორიაზე შესაძლებელია მყინვარების დნობის პროცესზე ცოცხალ რეჟიმში დაკვირვება, დროულად რეაგირება და პრევენციული სამუშაოების განხორციელება.
ეს მისია უმნიშვნელოვანესია ცვალებად ეკოლოგიურ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში.
“პარკის ადმინისტრაციის დახმარებით, CNF ხელს უწყობს ეროვნულ და რეგიონულ დონეზე პროცესების ეფექტურად წარმართვას, მონიტორინგსა და მონაცემთა შეგროვებას”, – აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.
თანამშრომლობის მნიშვნელობა და საერთო მიზნები
ადგილობრივი ეკოსისტემის დაცვისა და გაფრთხილებისათვის ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამ თანამშრომლობის წყალობით ფონდმა შეძლო გარემოსდაცვითი საკითხების გარშემო სახელმწიფო და კერძო სექტორები გაეერთიანებინა.
“საქართველოს ბანკისა და კავკასიის ბუნების ფონდის 16-წლიანი თანამშრომლობა კერძო და გარემოსდაცვით სექტორებს შორის ტანდემის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, არა მხოლოდ ეროვნულ, არამედ რეგიონულ დონეზეც”. — აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.
ყაზბეგის ეროვნული პარკი და უსასრულო აღმოჩენების გზა
ყაზბეგის ეროვნული პარკის თვალწარმტაცი ლანდშაფტი უამრავი იშვიათი სახეობის საარსებო გარემო — ჰაბიტატია. ბევრმა არ იცის, რომ ჭაღარა მყინვარწვერი ალპების მონბლანზე უფრო მაღალია. ზამთრის ყაზბეგი კი აღმოჩენის უსასრულო შესაძლებლობებს გვთავაზობს.
“მოგზაურებს ვურჩევ, თრუსოს და დარიალის ხეობები მოინახულონ, ნახონ გველეთის ჩანჩქერი და ახლო-მახლოს იქნებ, ჯიხვებსაც შეავლონ თვალი ციცაბო კლდეებზე”. — ამბობს თეა ბარბაქაძე.
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ახალი აღმოჩენებისთვის გადადით ბმულზე.
იმოგზაურე და დაიცავი ბუნებაში ქცევის წესები
თეა ბარბაქაძე გვახსენებს, რომ დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა პასუხისმგებლობასაც მოიცავს – ბუნება ცოცხალი ორგანიზმია თავისი წესებით, რომლებსაც აღმოჩენების გზაზე აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. პასუხისმგებლობის გააზრება და დაცულ ტერიტორიებზე ქცევის წესების პატივისცემა ჩვენი უსაფრთხოების გარანტიცაა და დაუვიწყარი, ჰარმონიული მოგზაურობის წინაპირობაც.
“გვახსოვდეს, ყოველი ვიზიტის შემდეგ მოსულ ახალ სტუმარსაც უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ შეაგროვოს უნიკალური მოგონებები და შთაბეჭდილებები, ამიტომ ნუ დატოვებთ თქვენს კვალს ბუნებაში”. – აღნიშნავს თეა ბარბაქაძე.
მეტისთვის ნახეთ ვიდეო
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
-
გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს გომის მთაზე მომხდარი ავტოავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს
გადახედვა
-
შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული შსს: ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთაგან 55 ნარკორეალიზაციაში იყო ჩართული
გადახედვა
კომენტარები